როგორ დავმალოთ ჭუჭყიანი თმა: თუ ბანაობას ვერ ახერხებთ

ქალი, ნებისმიერ სიტუაციაში, მოვლილად და ღირსეულად უნდა გამოიყურებოდეს. ისეც ხდება, რომ უშუალოდ ღონისძიების ან წვეულების წინ, არ გაქვთ დრო აბაზანის პროცედურებისთვის. აღნიშნული პრობლემა აქტუალურია ცხიმიანი თმის მქონე გოგონებისთვის. გარდა ამისა, ხშირი ბანაობა უარყოფითად მოქმედებს თმაზე. ჩნდება დაყოფილი ბოლოები და ირღვევა ქონის ჯირკვლების მუშაობაც. ჭუჭყიანი თმის შენიღბვა შემდეგი საშუალებებით შეიძლება: მოცულობითი ვარცხნილობის გაკეთება; თმის ლამაზად შეკვრა; ცხიმის მოცილება და სხვ. რას ვერ იტანს...

სილამაზის ხრიკები გოგოებისთვის, რომელთა დახმარებით ცხოვრების გამარტივებას შეძლებთ

ამ სილამაზის ხრიკების დახმარებით თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი გახდება. ხშირად ისე ხდება, რომ ფრჩხილების შეღებვის შემდეგ შეხვედრაზე სწრაფად გაქცევა გვიწევს. ფრჩხილის ლაქი რაც შეიძლება სწრაფად რომ გააშროთ, ფრჩხილები 3 წუთით ცივ წყალში ჩაყავით. ამ დროში ლაქი სრულად გაშრება. თუ თვალისთვის ძალიან მყარი ფანქარი შეიძინეთ, რამდენიმე წამით ცეცხლის ალი გადაატარეთ. ასე ფანქარი რბილი გახდება. შეგიძლიათ ეს ხრიკი პომადის გატეხვის...

5 ნიშანი, რომ დროა კოსმეტიკა გადაყაროთ

კოსმეტიკის გამოყენების ვადა მის შეფუთვაზე მითითებულ თარიღს არ ემთხვევა. ჩვენ ჩრდილებს წლებია ვიყენებთ, თუმცა უკვე დიდი ხნის წინ უნდა გადაგვეყარა. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, კოსმეტიკის საშუალებები ძალიან სწრაფად ფუჭდება. თუ არ იცით საყვარელ კოსმეტიკის საშუალებს როდის დაემშვიდობოთ, „ვივიენი“ გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომ დროა კოსმეტიკა გადაყაროთ. თქვენი კოსმეტიკა რიანას ბოლო ალბომზე უფრო ძველია მისი ბოლო ალბომი 2016 წელს გამოვიდა, ხოლო კოსმეტიკის მაქსიმალური...

საუკეთესო რჩევები თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

სილამაზე და თმის მდგომარეობა პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, თუ რომელ პროდუქტებს მივირთმევთ. თმის გასაძლიერებლად თუთიის, C ვიტამინისა და ბიოფლავონიდების მიღება აუცილებელია. თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად პროდუქტების სიაში თევზი პირველ ადგილზე იმყოფება. ის მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით, რომელიც თავის კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მისი დეფიციტი სიმშრალეს და შესაბამისად თმის ცვენას და გამოფიტვას იწვევს. გარდა ამისა, ორაგული ცილების, რკინის და B12 ვიტმაინის წყაროა, რომლებიც...

ზაფხულში შეიძლება – კოსმეტოლოგების მიერ ნებადართული 15 პროცედურა

ითვლება, რომ ზაფხულში კოსმეტოლოგის კაბინეტს გვერდი უნდა აუაროთ. საიდან წამოვიდა ეს მოსაზრება არავინ იცის, მაგრამ დღეს „ვივიენი“ ამ მითის გაქარწყლებას შეეცდება. ექსპერტებთან ერთად გიამბობთ, თუ წლის ცხელ სეზონში რომელი პროცედურების ჩატარება შეიძლება და რომელი პროცედურა უნდა გადადოთ შემოდგომამდე. ნამდვილად რისი გაკეთება შეიძლება? ერთმნიშვნელოვნად - კონტურული პლასტიკა (ტუჩი, ცხვირი, ლოყა-ყვრიმალის ზონა, სახის ქვედა ნაწილი და ა.შ.). ყველაფერი, რაც ფილერით კორექციას უკავშირდება,...

როგორ მივანიჭოთ თმას მოცულობა: რამდენიმე ხრიკი

მოკლე, გრძელი, ხვეული თუ სწორი - ძირეული მოცულობა ნებისმიერი ტიპის თმას უხდება. როგორ გავხადოთ თმა მოცულობითი მოკლე დროში? მშრალი შამპუნი ყველას გვქონია ისეთი დღე, როცა თავის დაბანის კი არა, საუზმის დროც კი არ გვქონია. როგორ განვაახლოთ თმა და მივანიჭოთ მას მოცულობა ამ სიტუაციაში? სცადეტ მშრალი შამპუნი, რომელიც შეიცავს თმის ლაქის ფუნქციასაც. ასეთი შამპუნი აშორებს თმის ძირებს ცხიმს და ძირეულ მოცულობას ანიჭებს...

რით ჩავანაცვლოთ დეზოდორანტი? 10 ნატურალური საშუალება ოფლის საწინააღმდეგოდ

ანტიპერსპირანტების ხშირი გამოყენება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. იცით თუ არა, რომ ჩვეული პროდუქტები, როგორიცაა საკვები სოდა, სიმინდის სახამებელი, ეთერზეთები, შაბი და ქოქოსის ზეთი ოფლის უსიამოვნო სუნს საკმაოდ ეფექტურად ებრძვის? ამ და სხვა ნივთიერებების ზოგიერთი კომბინაცია დეზოდორანტს წარმატებით ჩაანაცვლებს. „ვივიენი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ დეზოდორანტი სახლის პირობებში და სამრეწველო დეზოდორანტი სრულად რით ჩანაცვლოთ. 1. კრისტალი თუ საუბარი ანტიპერსპირანტის ჩანაცვლებას ეხება, შეგიძლიათ გამოიყენოთ დეზოდორანტი „კრისტალი“,...

აწეული მკერდი! 9 ნაბიჯი, რომელიც მკერდს ჩამოწელვის უფლებას არ მისცემს

ასაკის მატებასთან ერთად მკერდი სულ უფრო მოწყენილი და მოწყენილი ხდება. მის გასამხნევებლად 9 ჯადოსნური ხრიკი გამოიყენეთ. სცადეთ, არ გაიცინოთ. ნაბიჯი №1 ძუძუს თავებზე აირით ჰელიუმის ბუშტები მიიბით აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ეს ბუნებრივი გზით მკერდის აწევის შესანიშნავი მეთოდია. შეიძლება მეტროში მგზავრობა გაგიჭირდეთ, მაგრამ მიეჩვევით. ყურადღება არ მიაქციოთ, თუ თქვენი „ჰაეროვანი მხარდაჭერა“ გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევს. უბრალოდ თქვით, რომ ეს ახალი ტრენდია და ყველა...

სახის 10 ნიღაბი, რომელთა მომზადებას სახლის პირობებში შეძლებთ

ეს ნიღბები არა მხოლოდ გავრცელებულ პრობლემებს მოგაშორებთ, არამედ თქვენს ბიუჯეტს დაზოგავთ, რადგან მათ მომზადებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ. 1. აკნეს საწინააღმდეგოდ ბანანისა და თაფლის დახმარებით პიურე მოამზადეთ. თანაბარი პროპორციებით აურიეთ. წერტილოვნად ან მთელ სახეზე წაისვით. ნიღაბში შემავალი თუთია და C ვიტამინი ანთებას აქრობს და სიწითლეს ამცირებს, მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ და კანს ჯანსაღ იერს დაუბრუნებს. 2. ვარსკვლავური სისხლძარღვების საწინააღმდეგოდ ჯადოსნური გზით მათ მოშორებას ვერ...

აღმოსავლეთის დელიკატური საკითხი: იაპონელი ქალების სილამაზის 7 საიდუმლო

იაპონიამ მოწინავე ტექნოლოგიების შესახებ ბევრი რამ იცის, სილამაზის შესახებ - კიდევ უფრო ბევრი რამ! ყველასთვის ცნობილია, რომ იაპონელ ქალებს მშვენიერი სახის კანი აქვთ. კანის მოვლის საიდუმლოებებს გვიმხელს ჩიზუ საეკი, წიგნის „კანის მოვლის იაპონური, რევოლუციური მეთოდი - როგორ გავილამაზოთ კანი ლამაზი ნებისმიერ ასაკში“ ავტორი. 1. ნაკლები საშუალება „დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების დიდი რაოდენობით გამოყენება კანს აღიზიანებს. ინგრედიენტები შეიძლება ერთმანეთში რეაქციაში შევიდეს...

ახალი სტატიები