თვალის პატჩები დიდი ხანია პოპულარულია ქალებს შორის, რომელთაც ახალგაზრდობის შენარჩუნება სურთ. კარგი საშუალებაა, რომელიც თვალების ქვეშ მუქ წრეებს აქრობს და კანს აახლებს. ნამდვილად ასეთი კარგია? იქნებ, შეიძლება მათი ჩანაცვლება ხელნაკეთი პატჩებით? Vivien გიამბობთ, როგორ გააკეთოთ პატჩები ხელმისაწვდომი საშუალებებისგან.
ხელნაკეთი თვალის პატჩები – ჯერ გავარკვიოთ, რამდენად კარგია ნაყიდი პატჩები. რა თქმა უნდა, ყველაფერი ფასზე და მწარმოებელზე დამოკიდებულია. გახსოვდეთ, რომ ყველა პატჩი ისეთ შედეგს ვერ მოგცემთ, რასაც ელოდებით. თუ პროფესიონალური პატჩებია, ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებთ, მაგრამ მეტის გადახდაც მოგიწევთ. რა გავაკეთოთ? ზედმეტის გადახდა არ ღირს. თვალის პატჩები სახლში ხელმისაწვდომი საშუალებებისგან შეგიძლიათ გააკეთოთ. პოპულარულ ვარიანტებს გიზიარებთ.
- ჩაის პაკეტი – ერთ–ერთი პოპულარული მეთოდი. თვალებიდან დაღლილობის ნიშნებს აქრობს, ასევე თვალების ქვეშ ტომრებს ამცირებს. ახალი პაკეტი ცხელ წყალში ჩადეთ, ცოტა გააგრილეთ, შემდეგ თვალებზე 20 წუთით დაიდეთ. ჩაიში შემავალი ტანინები შეშუპებას ამცირებს და კანის ტონუსს ზრდის. ასე ყოველ საღამოს გააკეთეთ და შედეგს დაინახავთ.
- ბოსტნეული – ახალი ბოსტნეული პატჩის ამოცანას კარგად შეასრულებს. მაგალითად, კარტოფილი. ნახევარ რგოლებად დაჭერით და თვალების ქვეშ 15 წუთით გაიჩერეთ. თვალების ქვეშ ტომრები მაშინვე გაქრება. თუ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, დროთა განმავლობაში კანი გაღიავდება, მუქი წრეები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. კარგია კიტრიც. ფილმებში ბევრი ქალი კიტრს თვალებზე იდებს. მეთოდი თავად გამოცადეთ. კიტრი კანს კარგად ატენიანებს, თვალების ქვეშ მუქ წრეებს ამცირებს და ტომრებს აქრობს. იდეალურია.
- დამატენიანებელი კრემი – თუ თქვენი პრობლემა თვალების ქვეშ მშრალი კანია, უბრალო დამატენიანებელი კრემი დაგეხმარებათ. თვალების ქვეშ სქელ ფენად წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. ძალიან ცხიმიანი კრემი არ გამოიყენოთ, რომ ფორები არ გაჭედოთ.
მოცემული საშუალებები ეფექტურია, თუ რეგულარულად იყენებთ. უნდა ვაღიაროთ, ხარისხიანი პატჩები ამ ამოცანას უფრო სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება. ნებისმიერ კოსმეტიკურ პროცედურას საკუთარ სხეულზე ზრუნვა უნდა დაუმატოთ. კარგი და ხარისხიანი ძილი თვალების ქვეშ მუქ წრეებს და ტომრებს ნებისმიერ საშუალებაზე უკეთ აქრობს. საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ.