თმას ბზინვარება და მოცულობა სპეციალური სალონური პროცედურების გარეშე შეგიძლიათ მიანიჭოთ. ასეთი შედეგის მიღებაში სააფთიაქო საშუალება დაგეხმარებათ. ძვირადღირებული მოვლის საშუალებებისგან განსხვავებით მცენარე თეთრები ღირს. Vivien გიამბობთ, რა სარგებელი აქვს მინდვრის შვიტას თმისთვის.
სასწაული მცენარისგან საუკეთესო ეფექტი რომ მიიღოთ, სპეციალური ნახარში მოამზადეთ და რეგულარულად გამოიყენეთ. ნომერ პირველი საშუალებაა თმის გასაძლიერებლად და ცვენის შესაჩერებლად. 100 პროცენტით მუშაობს!
რა სარგებელი აქვს მინდვრის შვიტას თმისთვის და როგორ გამოვიყენოთ
მცენარის თვისებები
მინდვრის შვიტა ბალახია, რომელიც თმის მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. თმის ზრდას სტიმულირებს, ქერტლს აქრობს, ბზინვარებას მატებს, მტვრევადობას ამცირებს. ასეთი ეფექტები მიიღწევა მცენარის მკვებავი ნივთიერებებით, რომელიც თმის ძირებს და სკალპს კვებავს.
მინდვრის შვიტა შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- სილიციუმმჟავა (თმას აძლიერებს).
- ტანინები (თმის ცვენას ხელს უშლის).
- მჟაუნმჟავა (ანტისეპტიკური მოქმედება აქვს, სოკოვანი დაავადების განვითარებას აფერხებს).
- კაროტინი (თმას სიგლუვეს ანიჭებს).
- ასკორბინის მჟავა (დაზიანებულ თმას აღადგენს).
მინდვრის შვიტა კარგია იმით, რომ გამოსაყენებლად უნივერსალურია. როგორც მშრალ, ასევე ცხიმიან თმაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. სასწაული მცენარე ორივე პრობლემას ერთდროულად ებრძვის.
როგორ გამოვიყენოთ: გამოცდილი მეთოდი
თმა ხავერდოვანი, გლუვი და ჯანმრთელი რომ გახდეს, ეფექტური ნახარში მოამზადეთ. აფთიაქში მინდვრის შვიტას შეფუთვა შეიძინეთ. 1 ს/კ ნედლი მასალა ქვაბში ჩაყარეთ. 1 ლ სუფთა წყალი დაასხით. ადუღეთ. ადუღების შემდეგ ნარევი ქურაზე 30 წუთი გააჩერეთ. ნახარში გაფილტრეთ და ოთახის ტემპერატურაზე გასაგრილებლად გააჩერეთ. მზა საშუალება თმის სავლებად გამოიყენეთ. შამპუნით ჩვეული მეთოდით დაიბანეთ. შემდეგ ნახარში წაისვით და კარგად ჩამოიბანეთ.
მინდვრის შვიტას საშუალება მაქსიმუმ კვირაში ერთხელ გამოიყენეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ, როგორ შეიცვალა თქვენი თმა. შედეგი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი იქნება.
ნახარშის გამოყენებამდე ალერგიულ რეაქციაზე შეამოწმეთ. ჯერ კანის მცირე ზონაზე წაისვით. გამონაყარის არარსებობის შემთხვევაში სავლებად გამოიყენეთ. ძალიან ხშირად არ გამოიყენოთ და რაოდენობაში არ გადააჭარბოთ. ასე ნახარში უკუეფექტს მოგცემთ, თმას გააუხეშებს.