არავისთვის საიდუმლო არაა, რომ თმა შეღებვის შემდეგ უხეშდება, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ კაშკაშა ფერს კარგავს. როგორ შევინარჩუნოთ თმის ჯანმრთელობა და სილამაზე, თუ რეგულარულად შეღებვა გვიწევს? ტრიქოლოგი და კოსმეტოლოგი აიგულ იბატულინი პროფესიონალურ რჩევებს გვიზიარებს.
თმის შეღებვა შესანიშნავი საშუალებაა იმიჯის გასაახლებლად და რაღაც ახლის გამოსაცდელად. უფრო ფრთხილები თმის ფერს ერთი–ორი ტონით იცვლიან, უფრო თამამები – კაშკაშა ფერს ცდიან, ხოლო მათ, ვინც გაღიავებას ბედავს, შეგვიძლია სასოწარკვეთილები ვუწოდოთ.
ხუმრობის გარეშე, თმის შეღებვას სერიოზულად უნდა მიუდგეთ, რადგან მსგავსი პროცედურა თმისთვის ნამდვილი სტრესია. სწორედ ამიტომ, თუ ასეთი სილამაზის ექსპერიმენტის ჩატარება გსურთ, პროფესიონალს მიმართეთ.
თუ თმა შეღებილი გაქვთ, სავარაუდოდ, თქვენთვის უკვე ნაცნობია ორი ძირითადი პრობლემა:
- შეღებილი თმის სტრუქტურა იცვლება, უფრო უხეშდება.
- საღებავი სწრაფად ირეცხება, რის გამოც თმის ხშირად შეღებვა გვიწევს.
ტრიქოლოგი და კოსმეტოლოგი აიგულ იბატულინი ამ პრობლემაზე თავის პროფესიონალურ ხედვას გვიზიარებს. გიამბობთ, როგორ შეინარჩუნოთ თმის სიგლუვე და კაშკაშა ფერი, თუ რეგულარულად შეღებვა გიწევთ. მარტივ, მაგრამ ეფექტურ რჩევებს გვიზიარებს.
ექსპერტი გვთავაზობს მარტივ გამოსავალს. ესაა პროცედურის შემდეგ თმაზე სწორად ზრუნვა. შეღებვის შემდეგ თმის ჩვეულ მოვლაში მცირე ცვლილებები უნდა შეიტანოთ.
ჩვეული შამპუნი შეცვალეთ რბილი შამპუნით კერამიდებით. ალბათ, ამ კომპონენტზე რეკლამაში გსმენიათ, ზოგჯერ ეს სიტყვა პროდუქტის შეფუთვაზე გამოყოფილია. მარკეტინგული ხრიკი არაა. კერამიდები სფინგოლიპიდების უმარტივესი წარმომადგენელია და ნამდვილად სასარგებლო თვისებებს ფლობს. თავის მოვლის კოსმეტიკაში ხშირად უმატებენ. ისინი კანის დამცავ ბარიერს აღადგენენ. თმაზე ზუსტად ასე მოქმედებს, კუტიკულის დაზიანებას აქრობს და ელასტიურობის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
მეორე რჩევაც თმის დამცავი ბარიერის აღდგენაში დაგეხმარებათ. შეღებვისას პირველ რიგში თმის დამცავი ბარიერი ზიანდება.
თმის კუტიკულის დახურვა აუცილებელია. კუტიკულა თმის გარე დამცავი ფენაა. რაც უფრო მკვრივად შეკრულია, მით უფრო ძლიერი და ჯანსაღია თმა. შეღებვისას ზიანდება არა მხოლოდ კუტიკულა, არამედ კორტექსი, თმის მეორე ფენა, რომელიც პასუხისმგებელია მის ფერზე, ელასტიურობასა და სიძლიერეზე.
თმის კუტიკულის დახურვაში დაგეხმარებათ სპეციალური შრატი სფინგოლიპიდებით. რთული და გაუგებარი სიტყვის მიღმა იმალება კომპონენტი, რომელიც თმას გლუვს ხდის და თმაზე საღებავის სიკაშკაშეს ინარჩუნებს.
რა თქმა უნდა, თმისთვის პირვანდელი იერის დაბრუნება შეუძლებელია, თუმცა სწორი და რეგულარული მოვლის პირობებში შეძლებთ თმის ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნებას, მათ შორის შეღებვის დროსაც.