„როგორ მოვიშოროთ ნაოჭები?“ – ინტერნეტ სივრცეში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი სახეზე უმნიშვნელო ნაკეცებს განიცდის. ხშირად 35 წლამდე ნაოჭებს მუდმივი სტრესი, წონის მკვეთრი კლება ან არასწორი კვება იწვევს. ასაკში გენეტიკაც ერთვება. ქალები ამ ცვლილებების შემჩნევისას ყიდულობენ ყველა სახის კრემს, შრატს და ლოსიონს და 1 თვეში სასწაული ეფექტის მიღებას ელოდებიან. Vivien გიამბობთ, მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებაზე, კერძოდ ლავანდის სასწაულმოქმედ ზეთზე.
როგორ მოვიშოროთ ნაოჭები ლავანდის ზეთით – ხალხში ამბობენ, „ყველაფერ კარგს დრო სჭირდება“, ასე ნაოჭებიც სწრაფად ვერ გაქრება. ძვირიან ნაოჭსაწინააღმდეგო საშუალებებში ფულის დახარჯვის ნაცვლად ნატურალური ბიუჯეტური საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. დღეს ლავანდაზე ვისაუბრებთ. პირველ რიგში, ლავანდის ზეთი სახის კუნთებს ამშვიდებს. რეგულარული გამოყენებისას 6 თვეში ბოტოქსის ან ლიფტინგის მსგავს ეფექტს მიიღებთ. ეს ზეთი ნიკაპის ქვეშ, ყელზე, გულმკერდის ზონაზე, მხრებსა და კეფაზე შეგიძლიათ წაისვათ. ლავანდის ზეთი თავის თმიან ნაწილზეც ეფექტურია. თუ თქვენი აპონევროზი (თმის ქვეშ მდებარე მყესოვანი ფირფიტა) სპაზმურია, დროთა განმავლობაში სახე გამხმარ ქლიავს შეიძლება დაემსგავსოს. მსგავსი დამჭერები თმის რაოდენობასა და ხარისხზეც ცუდად მოქმედებს.
როგორ გავაკეთოთ ანტიასაკობრივი საშუალება ლავანდით – ლავანდის ზეთი აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად მოამზადოთ. ლავანდის გამხმარ ყვავილებს თბილი ნუშის ზეთი დაასხით ისე, რომ ყვავილებს 3 თითით ფარავდეს. ხსნარი 4 კვირა სითბოში გააჩერეთ. დროდადრო შეანჟღრიეთ. როცა ყვავილები შესამჩნევად გასივდება, ნუშის ზეთი დაამატეთ. მზა ნარევი გადაწურეთ და გაამდიდრეთ უბრალო კრემი, შრატი ან ნიღაბი. მზა ლავანდის ეთერზეთის ყიდვა უფრო მარტივი, მაგრამ ცოტა ძვირია. ყირიმული ეთერზეთი ხელმისაწვდომია. ფრანგულ ან ბულგარულ ზეთთან შედარებით ნაკლებად ტკბილი სუნი აქვს, ამიტომ სახის მოვლის საშუალებების დასამზადებლად შესანიშნავია. ლავანდის ეთერზეთის სტანდარტული კონცენტრაცია ზეთოვან ნარევში: 5-7 წვეთი 10 მლ საბაზისო მცენარეულ ზეთზე. თუმცა ლავანდის ზეთი სუფთა სახით შეგიძლიათ წაისვათ, პრობლემურ ზონებში თითებით თანაბრად შეიზილოთ.
ლავანდის ზეთი: მნიშვნელოვანი დეტალები – ასეთი ზეთის გამოყენებამდე ალერგიაზე ან სხვა ინდივიდუალურ აუტანლობაზე ტესტი ჩაიტარეთ. ლავანდა უსაფრთხო მცენარეა, მაგრამ ინდივიდუალური რეაქციები გვხვდება.
- თავის სპაზმის გასაქრობად ლავანდა თითის ბალიშებით წაისვით და სკალპი დაიმასაჟეთ. იქ, სადაც უსიამოვნო შეგრძნება გაქვთ, შეჩერდით და ტკივილის შესუსტებამდე ნაზად დაიმასაჟეთ.
- მხრების და კისრის უკანა ნაწილის აქტიურად დაზელა ზედმეტი არაა. ხერხემალს, ტრაქეას და ფარისებრ ჯირკვალს არ შეეხოთ.
- გვერდითი საღეჭი კუნთები არ დაგავიწყდეთ. ლავანდა მათ კარგად ადუნებს. ეს ზონა არა მხოლოდ სახის ჩამოწელვაზე, არამედ კბილების პრობლემებზე პასუხისმგებელია.
- ლავანდის ზეთი დეკოლტეს ზონისთვის სასარგებლოა.
- ლავანდის წყალობით ანტიასაკობრივ პროცედურას ჩაიტარებთ და დამშვიდებას შეძლებთ. აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგს მცენარე ხარისხიან ძილს ჩუქნის, ზოგს ენერგიით ავსებთ.
მნიშვნელოვანია! ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებისას კანზე მის რეაქციას დააკვირდით. ყველას განსხვავებული კანის ზედაპირი აქვს და, სამწუხაროდ, ნაოჭების საწინააღმდეგოდ მზა კოსმეტიკური გადაწყვეტილება არ არსებობს.