ზამთარი წლის შესანიშნავი სეზონია, რომელიც რატომღაც ბევრს არ უყვარს. ეს საყვარელი კონსერვების, ყინვის, ციგების და თხილამურების დროა. როგორი სასიამოვნოა ზამთარში პარკში სეირნობა, როცა ყოველი ნაბიჯის ქვეშ თოვლი ხრაშუნობს. რა თქმა უნდა, უარყოფითი მხარეც აქვს: მძიმე ტანსაცმლის ფენები, დამუხტული თმა, მზის იშვიათი ვიზიტები. გასწავლით, როგორ მოიშოროთ ერთ–ერთი უარყოფითი მომენტი! ალბათ, უკვე მოგბეზრდათ თმის „მარაოს“ მიღება ყოველჯერზე, როცა ქუდს იხდით. ზამთარში თმა უმოწყალოდ იმუხტება და მასთან გამკლავება ადვილი არაა. გიზიარებთ გამოცდილ მეთოდს, რომელიც დამუხტულ თმას მარტივად მოგაშორებთ.
როგორ მოვიშოროთ დამუხტული თმა ერთი მოძრაობით – ჩვეულებრივ, თმა იმუხტება ზამთარში ან შუასეზონურ პერიოდში. მიზეზი ბევრია. მთავარი მიზეზი ისაა, რომ თმა მუდმივად სინთეტიკურ ქსოვილებს (ქურთუკი, ქუდი, შარფი) ეხახუნება. გარდა ამისა, ტემპერატურის ცვლილებები თმაზე სასიკეთოდ არ მოქმედებს. ოთახში მშრალი ცხელი ჰაერი სიტუაციას მხოლოდ ამწვავებს. დამუხტული თმის მოსაშორებლად ჯიბით ფოლგის ბურთი ატარეთ. შენობაში შესვლისას ქუდი მოიხადეთ, ფოლგა გაშალეთ და მთელ თმაზე ზემოდან ქვემოთ გადაატარეთ. ასე თითოეული კულული თავის ადგილზე დარჩება: ვარცხნილობა გადარჩება! ლითონი, რომლისგანაც ფოლგა მზადდება, შესანიშნავი გამტარია, რომელიც თმას ზედმეტ მუხტს აშორებს.
სხვა მეთოდები
- თმის ანტისტატიკური საშუალება გამოიყენეთ. მის ყიდვას ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებთ.
- თქვენი თმის ტიპი განსაზღვრეთ და გამოიყენეთ მოვლის საშუალება, რომელიც შეგეფერებათ. თუ მშრალი თმა გაქვთ, შესაფერისი შამპუნი და კონდიციონერი გამოიყენეთ. გაწუხებთ ცხიმიანი სკალპი? სპეციალური მოვლის საშუალება შეიძინეთ.
- თმა რეგულარულად უნდა დაატენიანოთ. შრატები და თმის ნიღბები გამოიყენეთ.
- თმაზე მკვებავი ზეთი წაისვით.
- თუ თავის დაბანის დრო არ გაქვთ, მშრალი შამპუნი გამოიყენეთ. ამ საშუალებამ არ გაგიტაცოთ: თმას აშრობს.
- ნატურალური მასალისგან დამზადებული სავარცხელი შეიძინეთ და პლასტმასის სავარცხელი ნაგავში გააგზავნეთ.
- შესაძლებლობის მიხედვით თმის დასახვევ, დასასწორებელ უთოზე, ფენზე უარი თქვით. როგორც მინიმუმ, ასეთი ტექნიკის გამოყენებისას თერმოდამცავი საშუალება წაისვით.
- შეიძინეთ ფენი ჰაერის იონიზაციის ფუნქციით. შესანიშნავი ნივთია!
ცივ სეზონზე ქუდზე უარის თქმა არ ღირს, რომ ვარცხნილობა შეინარჩუნოთ. თავის აქსესუარი გაციებისგან და თმას გამოშრობისგან დაიცავს. ეფექტური მეთოდი ფოლგით გამოიყენეთ, რომ თქვენი ვარცხნილობა ყოველთვის მოწესრიგებული იყოს.