სილამაზის 10 ყველაზე ცუდი რჩევა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში შეგიძლიათ იპოვოთ

409

ინტერნეტი იმდენად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ქსელში ნაპოვნი ინფორმაცია ზოგჯერ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებად იქცევა.

და რამდენი სილამაზის რჩევა შეგიძლიათ იპოვოთ ინტერნეტ სივრცეში, დაწყებული ყველაზე სასაცილოთი, როგორიცაა „გაიკეთეთ ნიღაბი კატის ტუალეტის გრანულებით“, დასრულებული სახიფათოთი, მაგალითად, „გაითეთრეთ კბილები საწმენდი საშუალებით“. Vivien გიზიარებთ 10 რჩევას, რომელიც არასდროს უნდა გამოიყენოთ.

კბილების გათეთრება საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებით

როგორი რთული მდგომარეობაც არ უნდა გქონდეთ, ეს რჩევა არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ. თუნდაც თქვენი მეზობელი, მეგობარი, კოლეგა „ყოველთვის ასე აკეთებდეს და სტომატოლოგთან კბილების გათეთრების ძვირადღირებულ პროცედურაზე ზოგავდეს“. გახსოვდეთ: ეს საყოფაცხოვრებო საშუალებაა, ანუ პირის ღრუში არაფერი ესაქმება. ნებისმიერმა სწორმა მათეთრებელმა საშუალებამ შესაბამისი ტესტები უნდა გაიაროს. ღირს თქმა, რომ საყოფაცხოვრებო საწმენდ საშუალებებს ასეთი მოთხოვნები არ აქვს?

ანთების დამარცხება ქინძისთავით 

ყველას გვესმის: რთულია უყურო, როგორ იზრდება გამონაყარი (თან ყველაზე თვალსაჩინო ადგილას), და არაფერი მოიმოქმედო. გთხოვთ, ქინძისთავით არ გახვრიტოთ, მით უფრო თუ სწორად დეზინფიცირებული არაა! როგორც კი, კანში წარმოიქმნება მიკრორღვევა, მთელი ბაქტერია ზედაპირიდან ამ ჭრილობაში შევა. ღირს თქმა, რომ ხვალ თქვენი ანთება გაორმაგდება?

საყოფაცხოვრებო საშუალების სპრეი ბოთლის გამოყენება ავტორუჯისთვის

არა, პრინციპში, თუ მინის საწმენდი საშუალება დამთავრდა და ძალიან გჭირდებათ სპრეის ბოთლი, რომელშიც წყალს ჩაასხამთ და ყვავილებს მორწყავთ, ამ შემთხვევაში ბოთლი შეგიძლიათ დაიტოვოთ. თუმცა გირჩევთ, კარგად გარეცხოთ და მოაშოროთ ქიმიკატები, რომლებიც მასში უცნობია რამდენი ხანია „ცხოვრობდა“. აი, ავტორუჯის გასაფრქვევად მის გამოყენებას არ გირჩევთ. ხომ არ გსურთ, რომ შემდეგ ლაქებით დაიფაროთ ან უარესი, სახლში ალერგიით დაწვეთ?

პიგმენტური ლაქების მოშორება ლიმონის წვენით

ციტრუსი ნამდვილად აღიავებს არა მხოლოდ თმას (მზეზე გასვლამდე რამდენიმე წვეთი წაისვით), არამედ პიგმენტურ ლაქებს. თუმცა სიფრთხილე გმართებთ ისეთ ფენომენთან, როგორიცაა ფიტოფოტოდერმატიტი, რომელიც იმ მომენტში ჩნდება, როცა სახეზე ციტრუსის ნიღბით მზეზე გადიხართ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, გაღიზიანება. სიტყვაზე, გირჩევთ, არ გარისკოთ და აირჩიოთ გამაღიავებელი კრემები, რომლებიც შეიცავს C ვიტამინს, კოჯიკის მჟავას და ძირტკბილას ექსტრაქტს.

დაფქული ყავის გამოყენება ავტორუჯად

თავისთავად იდეა ცუდი არაა. ყავა ნატურალური პროდუქტია და ულტრაიისფერი სხივებისგან განსხვავებით, კანს არ აბერებს. არის ორი „მაგრამ“: დარწმუნდით, რომ ყავაზე ალერგია არ გაქვთ. დარწმუნდით? ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ძალისხმევის გაღება დაგჭირდებათ თანაბარი რუჯის მისაღებად და რამდენი ყავის წასმა მოგიწევთ, რომ ეს ელფერი შესამჩნევი გახდეს. ღირს წვალებად?

კანის აქერცვლა ზუმფარის ქაღალდით

ძალიან უხეში კანიც ზუმფარის ქაღალდით არ უნდა გაიხეხოთ. ასე კანს დააზიანებთ და ინფექციას განავითარებთ.

კატის ტუალეტის შემავსებლით ნიღბის გაკეთება

დიახ, დიახ, ასეთ რჩევასაც იპოვით. თავად გავოცდით, როცა დავინახეთ. საინტერესოა, ვის მოუვიდა იდეა, რომ კატის ტუალეტის სილიკონის შემავსებლით ნიღაბი გაეკეთებინა? სინამდვილეში, ცუდი იდეა არაა. შემავსებლის შემადგენლობაში შედის ბენტონიტი და სილიციუმის დიოქსიდი, რომლებიც ხშირად გვხვდება კანის მოვლის საშუალებებში, რომლებიც ზეთის შთანთქმისა და ტენიანობის შესანარჩუნებლად შექმნილია. თუმცა სხვა კომპონენტები (მაგალითად, არომატიზატორი) კანზე დადებითად ვერ იმოქმედებს. გირჩევთ, აფთიაქში თიხა შეიძინოთ. ასე ფორებს გაწმენდთ და კანს ცხიმიანობას მოაშორებთ.

ტუშის გაკეთება ორცხობილიდან

ვიდეობლოგერმა, რომელიც ორცხობილიდან ტუშის გაკეთებას გირჩევთ, გამომწერებიდან ათასობით მადლიერი შეფასება მიიღო. კოსმეტოლოგები შოკში არიან! ორცხობილის ნაწილაკები აბრაზიულია, ანუ რქოვანას დაკაწრვა შეუძლია. ასევე მასში შედის არომატიზატორები, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც სასარგებლო არაა. გახსოვდეთ, ბაზარზე ბევრი ხელმისაწვდომი ტუშია, რომლის ფასი 20 ლარს არ აღემატება.

მიწისთხილის კარაქის საპარს ქაფად გამოყენება

რას არ აკეთებენ გოგოები, როცა საპარსი ქაფი მთავრდება. მაგალითად, ზოგი სამზარეულოში მიწისთხილის კარაქს ეძებს. ეპილაციის სპეციალისტები გირჩევთ, რომ მასზე ყურადღება არ გაამახვილოთ. მაშინვე საპარსს დაბლოკავს და მთელ აბაზანაში წებოვან კვალს დატოვებს. მის ნაცვლად გამოიყენეთ თმის კონდიციონერი. ის პარსვას ამარტივებს და გაზრდილ თმას არბილებს.

სახატავი ფანქრების გამოყენება თვალის ლაინერად

ფანქრების ისტორია საწმენდი საშუალებების ისტორიას ჰყავს: სახატავი ფანქრის ქიმიური შემადგენლობა თვალის ლორწოვან გარსზე ყოფნის საშუალებას არ იძლევა. წარმოიდგინეთ, რა სახის ინფექცია შეიძლება განავითაროთ? ზოგიერთ საღებავს, რომელსაც ფანქარი შეიცავს, სიბრმავე შეუძლია გამოიწვიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს