სახის კანის მოვლა 40 წლის შემდეგ: ვახანგრძლივებთ ახალგაზრდობას

515

40 წელი მშვენიერი ასაკია, მაგრამ ზუსტად ახლა საკუთარ თავზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. სახის და ყელის კანის ხარისხიანი, სისტემატური მოვლა დაგეხმარებათ დროა შეაჩეროთ და მეგობრებისგან მოისმინოთ აღფრთოვანებული სიტყვები: „ჯადოქარო, თითქოს გაახალგაზრდავდი!“

ამ ასაკში არც თუ ისე სასიამოვნო ცვლილებები ხდება. ორგანიზმში ჰორმონალური ფონი იცვლება, კანქვეშა ცხიმოვანი ფენა მცირდება, კანი თხელდება, ზოგან მშრალია, თვალების ქვეშ შეშუპება ჩნდება. ფორები და კაპილარები ფართოვდება, პირველი პიგმენტური ლაქები შეიძლება გამოჩნდეს. მიმიკური ნაოჭები ღრმავდება. კარგად არ ჟღერს, თუმცა ამ ყველაფერზე მუშაობა შეიძლება და საჭიროც არის.

მოვლა სახლის პირობებში – თუ ადრე სახეზე მხოლოდ დროდადრო ზრუნავდით, ახლა კანი ყოველდღე უნდა გაახაროთ ისე, როგორც კბილებს იხეხავთ. წარმატების საიდუმლო რეგულარობაშია, რომელიც ყველა ქალს არ შეუძლია. თუმცა თქვენ ყველა არ ხართ. დღეში 2–ჯერ სახე გაიწმინდეთ. თუ ძილის წინ დაღლილი ხართ, აბაზანაში მიცოცდით, მოიშორეთ მაკიაჟი, გაიწმინდეთ ფორები, რომელსაც სუნთქვა სჭირდება, ჭუჭყისგან, ტონალურისგან და ცხიმისგან, შემდეგ საწოლში დაწექით. გამოიყენეთ ქაფი, მიცერალური წყალი ან ჰიდროფილური ზეთი. კანი მისი გამოყენებისას არ იწელება და ხელშესახებად სასიამოვნოა.

კარგი დღის და ღამის კრემი შეარჩიეთ: მსუბუქი, დამატენიანებელი კრემი დღისით წაისვით, სქელი, მკვებავი კრემი – ღამით. კრემებს ძლიერი ლიფტინგის ეფექტით მოერიდეთ, თუ კრიტიკული სიტუაცია არ გაქვთ: ჯერ ადრეა მძიმე არტილერიაზე გადასვლა. რა თქმა უნდა, სუპერ სწრაფი შედეგი გვსურს, მაგრამ თუ კანს კრემებით გაანებივრებთ, რომელიც საქმეს მის ნაცვლად აკეთებს, კანი ასაკობრივ ცვლილებებთან ბრძოლას შეწყვეტს. სასურველია, რომ უპირატესობა მიანიჭოთ პროფესიონალურ ხაზს: უფრო ძვირია, მაგრამ შეიცავს მეტ აქტიურ ნივთიერებებს, ვიდრე ანალოგები მასმარკეტიდან, თან უფრო ეკონომიურად იხარჯება.

სახის კანის მოვლის საშუალებების შემადგენლობა 40 წლის შემდეგ – კრემების შემადგენლობა ყურადღებით წაიკითხეთ. იქ არ უნდა შედიოდეს ფორმალდეჰიდი და პარაბენები (დიახ, ამას ამატებენ). კარგია, თუ დღის კრემი შეიცავს ჰიალურონის მჟავას და კოლაგენის სტიმულატორებს. კრემების მნიშვნელოვანი კომპონენტები: პეპტიდები, ამინომჟავები, ალანტოინი (ლოკოკინის ლორწო), ნატურალური ზეთები, ანტიოქსიდანტები. C, E, A ვიტამინები წარმოუდგენლად სასარგებლოა კანისთვის. მათი შეყვანა კოსმეტოლოგის დახმარებით შეგიძლიათ: ვიტამინები კანქვეშ ღრმად შედის, კანი ახალგაზრდავდება, C ვიტამინის შემთხვევაში ღიავდება და არანაირი მავნე დანამატი! რეტინოლი (A ვიტამინი) ასაკობრივი და პრობლემური კანისთვის შეუცვლელია, მაგრამ მზის სხივების მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ კრემი A ვიტამინით ზაფხულში მხოლოდ ღამით გამოიყენეთ ან სხვა შემადგენლობის კრემი შეარჩიეთ.

მზისგან დამცავი საშუალებები – სასიამოვნო მზე თქვენი ბოროტი მტერი შეიძლება გახდეს. დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც მზეზე დიდ დროს ატარებენ, მაგალითად, მინდორში მუშაობენ. მათი კანი ადრე ბერდება, რადგან ულტრაიისფერი სხივები კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოებს ანადგურებს და პიგმენტური ლაქების გაჩენას იწვევს. საშუალება SPF 50-ით მცხუნვარე მზეზე აუცილებლად გჭირდებათ. ლამაზი შლიაპაც შეარჩიეთ! კისერი და დეკოლტე არ დაგავიწყდეთ. ყველაზე მოვლილი სახის შემთხვევაშიც ასაკს ააშკარავებს. მისთვის არსებობს სპეციალური პროდუქტები, მაგრამ ჩვეული სახის კოსმეტიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ. იგივე მზისგან დამცავ კრემს ეხება.

შრატები – თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ, დროა. მასში სასარგებლო ინგრედიენტების კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე კრემებში, უფრო თხელი კონსისტენცია აქვს. შრატი ეპიდერმისში ღრმად აღწევს და გამოხატული ეფექტი აქვს, მაგრამ კრემით უნდა „დახუროთ“: შრატის შეწოვის შემდეგ კრემი წაისვით.

პილინგები – 40 წლის შემდეგ სახის კანის მოსავლელად ნუშის, ხილის პილინგი გამოიყენეთ, უფრო ეფექტური ქიმიური პილინგები კოსმეტოლოგთან შეგიძლიათ გაიკეთოთ. შემოდგომა–ზამთარში რეტინოლზე დაფუძნებული ყვითელი პილინგი აქტუალურია. სახლში ინსტრუქცია მკაცრად დაიცავით და პილინგის შემდეგ აღმდგენი კრემი ან სხვა საშუალება გამოიყენეთ.

მასაჟი – კანზე მექანიკური ზემოქმედება მოვლის სხვა პროცედურებს იდეალურად ავსებს. ეფექტს აძლიერებს. მასაჟი ბუნებრივი კოლაგენის წარმოებას ააქტიურებს, კანის სიმკვრივესა და ტონუსს ზრდის, მეთოდის მიხედვით სხვადასხვა დეფექტს აშორებს.

  • კლასიკური (ნაზი, საბაზისო მასაჟი)
  • იაპონური ლიმფური სადრენაჟო მასაჟი (წერტილოვანი, შეშუპებას აქრობს).
  • სკულპტურული (ინტენსიური, ხაზის ნაკვთებზე კარგად მუშაობს).
  • სამკურნალო (აკნეს, ჭარბცხიმიანობის, ნაწიბურების დროს)

კოსმეტოლოგთან კარგ მასაჟზე ჩაეწერეთ ან სახლში გაიკეთეთ. მარტივად იპოვით ვიდეოებს, როგორ შეასრულოთ მასაჟი სახლში.

ცხოვრების წესი – 40 წლის შემდეგ სახის კანის მოვლა ნაკლებად ეფექტურია, თუ „ბაზა“ არაა: ჯანსაღი ორგანიზმი, რომელშიც ყველა ორგანო და სისტემა სწორად მუშაობს. თქვენი ცხოვრების წესში ცვლილებები შეიტანეთ.

ძილი – რა აერთიანებს ყველა მოწიფულ ქალს, რომელიც პლასტიკური ქირურგების დახმარების გარეშე მშვენივრად გამოიყურება? საკუთარი თავი უყვართ და ძილს მსხვერპლად არ წირავენ, რომ კვირაში სამჯერ უნიტაზი ჩახეხონ. დღეში 8 საათი იძინეთ, რადგან ძილის დროს ყველა ორგანოს და სისტემის „გადატვირთვა“ ხდება, აღდგენითი პროცესები მიმდინარეობს. ძილის გარეშე ჯანმრთელობა არაა, ჯანმრთელობის გარეშე სილამაზე. ღამით იწარმოება ახალგაზრდობის ჰორმონები: მელატონინი, სომატოტროპინი, DHEA, ესტროგენი, ტესტოსტერონი. ამ ჰორმონების დისბალანსი კანზე მაშინვე აისახება: მშრალი ხდება, სიგლუვეს და ელასტიურობას კარგავს. დერმატოლოგები ერთხმად აცხადებენ: კანს მინიმუმ 7 საათი ძილი სჭირდება და უმჯობესია, თუ 22:00 საათზე დაიძინებთ. ბნელ, გრილ ოთახში დაიძინეთ. ზამთარში დამატენიანებელი ჩართეთ: მშრალი ჰაერი კანს არ უხდება.

სპორტი – ალბათ, იცით, რომ ასაკთან ერთად ნივთიერებათა ცვლა ნელდება. მსუბუქი ვარჯიშიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ანუ უჯრედები მკვებავ ნივთიერებებს უფრო სწრაფად იღებს, აღდგენის და განახლების პროცესები აქტიურდება, ლიმფური და სისხლის მიმოქცევის სისტემები უმჯობესდება, რაც სახის ფერზე და კანის ელასტიურობაზე გავლენას ახდენს. არ უარყოთ ძალოვანი ფიზიკური ვარჯიშები: კანი და დანარჩენი ორგანიზმი მადლიერი დარჩება.

უკვე იცით, როგორ იზრუნოთ კანზე 40 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, თითოეულ ქალს თავისი საიდუმლო აქვს და ჩვენ, ყველა განსხვავებულები ვართ, მაგრამ ამ მარტივი წესების დაცვით, გარანტირებულ შედეგს მიიღებთ. თქვენი ცხოვრების შესანიშნავი პერიოდი არ დაიჩრდილება მწუხარე ფიქრებით მოახლოებული ჭკნობის შესახებ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს