თუ სახის ნიღბებს იყენებთ, მაგრამ ეფექტს ვერ ხედავთ, შეამოწმეთ, აკეთებთ თუ არა ყველაფერს სწორად. კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები გიამბობთ, რა არის ჩვენი მთავარი შეცდომა.
ქალებისთვის, რომლებიც კანის სილამაზეზე ზრუნავენ, ნიღბები სილამაზის რუტინის უცვლელი ნაწილია. მათ ფორების ღრმად გაწმენდა და დატენიანება, ჯანსაღი ბზინვარების მინიჭება შეუძლიათ. ხშირად სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რატომ არ ამართლებს ეს საშუალება ჩვენს მოლოდინს.
ხშირად, როცა სახის ნიღაბს ვისვამთ, მისი დიდხანს გაჩერება გვინდა. თითქოს, ასე სასარგებლო ინგრედიენტები ნამდვილად იმოქმედებს. ამის გაკეთება არ ღირს.
„როცა ნიღაბი შრება, ფაქტიურად იწყებს კანიდან სითხის და მკვებავი ნივთიერებების შეწოვას (განსაკუთრებით ნაჭრის ნიღბებს ეხება)“ – განმარტავს კოსმეტოლოგი სარა ჩეპმანი. გარდა ამისა, სილამაზის პროცედურის დროის გახანგრძლივებამ გაღიზიანება და გამონაყარი შეიძლება გამოიწვიოს.
დერმატოლოგი შარი მარჩბეინი გვაფრთხილებს, რომ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნიღაბი მოქმედებს, სანამ სველია. ექიმი გირჩევთ, საშუალება ჯერ ხელზე გამოცადოთ და გაიგოთ, რამდენ წუთში გაშრება ბოლომდე. ამის შემდეგ ნიღაბი სახეზე წაისვით. მისი თქმით, მთავარი ინგრედიენტები, რომლებიც კანს აშრობენ, არის ხის ნახშირი, ჩაის ხის ზეთი, მცენარეული ექსტრაქტები და მჟავები.