აგარაკის მეზობელს ყოველ წელს შესაშური მოსავალი აქვს, ამიტომ მისთვის რჩევის კითხვა გადავწყვიტე

8437

უხვი მოსავლის მიღება მარტივი დავალება როდია. საჭიროა მცენარეებზე ზრუნვა, მათი სწორი მოვლა და ამ საქმეში მთელი გულის ჩადება. რაც უფრო დიდხანს ხართ დაკავებული ამ საქმით, მით უფრო მეტ ეშმაკობას ითვისებ, რომლებიც მოსავალს არამხოლოდ კარგს, არამედ შესაშურს გახდის.

დღეს ჩვენ გაზიარებთ ეშმაკობებსა და სასარგებლო რჩევებს გამოცდილი მეაგარაკეებისგან.

1. ჭარხალი

ჩვეულებრივ, ეს ბოსტნეული დიდ პრობლემებს არ ქმნის, არაპრეტენზიული და მტკიცეა. იგი ყველაზე უკეთ იზრდება 15-17 სანტიმეტრიანი დაშორების თხრილებში. არსებობს ორი პატარა ეშმაკობა, რომლებიც მის მოსავალს გააუმჯობესებს: მორწყეთ იგი წვიმისებრი მეთოდით და ხშირად, ოღონდ ფრთხილად გააფხვიერეთ; გადარგვის შემდეგ კი შეასუქეთ მინერალური სასუქებით.

თუ ჭარხალს კარტოფილისა და პომიდვრის რიგებში დარგავთ, მცენარეს ფიტოფტოროზთან გამკლავებაში დაეხმარებით.

2. სტაფილო

სტაფილოსთან საქმე ცოტა რთულადაა. სანამ ნერგები არ გამოჩნდება, მანამდე უნდა რწყათ რეგულარულად. მათი გამოჩენის შემდეგ კი 2 კვირის განმავლობაში არ უნდა მორწყოთ, თუ გვალვა არაა. ამ ეშმაკობის წყალობით, მცენარე ნიადაგში უფრო ღრმად ჩავა.

თუ სტაფილო ცუდად იზრდება, ნერგების მორწყვა მარილიანი ხსნარით შეიძლება: 1 ს.კ. მარილი 10 ლ წყალზე. ამის შემდეგ სტაფილომ აქტიური ზრდა უნდა დაიწყოს.

3. ბარდა

ეს მცენარე ყველა აგარაკზე არ მოჰყავთ, თუმცა არსებობენ მისი მოყვარული მებაღეები. თუ ორმაგი მოსავლის მიღება გსურთ, დარგეთ ბარდა მდოგვის გვერდით. ბარდას უყვარს სასუქი, ოღონდ ნუ შეასუქებთ მას ჭინჭრის ნაყენით.

4. კიტრი

კიტრის მოყვანა საკმაოდ რთულია, თუმცა, თუ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც საჭიროა, მოსავალს აუცილებლად მიიღებთ. კიტრი ტენის მოყვარული მცენარეა, განსაკუთრებით – აყვავების პერიოდში. არ ღირს ყვავილობის დასაწყისში მისი ხშირი მორწყვა, პირიქით, დროებით შეზღუდეთ და მოგვიანებით გააძლიერეთ. ასე ნაყოფები უფრო სწრაფად დამწიფდება.

როცა გარეთ ცხელა, კიტრი არამხოლოდ უნდა მორწყოთ, არამედ წყალიც უნდა აშხეფოთ. თუ ტემპერატურა 30 გრადუსს აჭარბებს. კიტრის მტვერი იღუპება. ამიტომ, თუ კიტრი სათბურში იზრდება, დადგით შიგნით წყლით სავსე ჭურჭელი.

კიტრი ვერ იტანს დაბალ ტემპერატურასა და მკვეთრ ცვლილებებსაც. ამის გამო უარესდება მოსავალი. კიტრს არ უყვარს ორპირი ქარიც. იზრუნეთ ოპტიმალურ ტემპერატურასა და ტენიანობაზე – ასე კიტრი მოსავლით გაგახარებთ.

5. ხახვი

იფიქრებთ, რომ ხახვთან ყველაფერი მარტივია, თუმცა, აქაც არსებობს რამდენიმე ეშმაკობა. უხვი მოსავლის ერთ-ერთი საიდუმლოა ხახვის თავების წყალში ჩალბობა დარგვამდე 1 დღით ადრე. ხახვი უნდა ჩარგოთ ნოტიო ნიადაგში ისეთ სიღრმეზე, რომ ხახვის დაბოლოება ამ ტენს წვდებოდეს.

გამოცდილი მეაგარაკეები გვირჩევენ ხახვისა და სტაფილოს დარგვას მონაცვლეობით, რამდენადაც ისინი ერთმანეთს მავნებლებისგან დაიცავენ.

6. ჭინჭარი

ალბათ ფიქრობთ, რომ ეს უსარგებლო, სარეველა მცენარეა, თუმცა, როგორც ჩანს, ჭინჭარი სწორედ ისაა, რაზეც უნდა იზრუნოთ. იგი ნიადაგის ნაყოფიერების ინდიკატორია. ძალიან კარგია, თუ ჭინჭარი პომიდორთან ახლოს ხარობს: იგი მას ფიტოტროფებისგან იცავს.

ფრანგი მეაგარაკეები ერთ ეშმაკობას გვიზიარებენ: პომიდვრის დარგვის დროს მოათავსეთ თხრილში მუჭა ჭინჭარი, ზემოდან კი დააყარეთ მიწა ისე, რომ პომიდვრის ფესვი მას არ ეხებოდეს. სანამ ფესვები ჭინჭრის ფენასთან ჩააღწევს, ეს უკანასკნელი სასუქად გარდაიქმნება. ჭინჭრის სასუქი კი ზრდის მცენარის იმუნიტეტს და კვებავს მას აზოტით, რკინითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.

თქვენ გაქვთ განსაკუთრებული ხრიკები აგარაკისთვის? გაგვიზიარეთ გამოცდილება.