ალბათ, სელის ზეთის სარგებლის შესახებ არაერთხელ გსმენიათ, მაგრამ მას სათანადო ყურადღებას არასდროს უთმობდით. ექიმები მას დაჟინებით ურჩევენ ადამიანებს, რომლებიც თევზს არ მიირთმევენ. მას მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ფართოდ იყენებენ. მაგრამ სელის ზეთი საშუალი სტატისტიკური ადამიანის არსენალში იშვიათად გვხვდება. და სულ ტყუილად.
დღეს გიამბობთ, თუ რით არის სელის ზეთი სასარგებლო და რა მიზნით ღირს მისი გამოყენება. ეს თქვენი სილამაზის და ჯანმრთელობის ნამდვილი დამცველია.
სელის ზეთის თვისებები
სელის ზეთი ჯანმრთელობისთვის იმდენად სასარგებლო და მნიშვნელოვან თვისებებს ფლობს, რომ ეს პროდუქტი ყოველდღიურად და მთელი ცხოვრება უნდა გამოიყენოთ. ასევე არარაფინირებული სელის ზეთი ოდნავ მომწარო გემო ნებისმიერ კერძს პიკანტურობას შესძენს.
ადამიანის ორგანიზმისთვის ზეთის ღირებულება მისი მდიდარი შემადგენლობით, როგორც ცხიმოვანი მჟავებით, ასევე მაკრო და მიკრო ელემენტებით განისაზღვრება. ომეგა 3 შემცველობით ის თევზის ცხიმზე 2-ჯერ უფრო მდიდარია. ასე რომ მათთვის, ვისაც თევზი არ უყვარს, ეს ნამდვილი აღმოჩენაა.
ჩვეულებრივ სელის ზეთს დილით უზმოზე ღებულობენ, უფრო ზუსტად პირველი კერძის მიღებამდე 20-30 წუთით ადრე. ზეთი შეგიძლიათ ძილის წინ მიიღოთ, ან ბოლო კერძის მიღებიდან 20-30 წუთის შემდეგ. ერთი პორცია სელის ზეთი 1 სუფრის კოვზს უდრის. გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. თქვენთვის შეიძლება დღეში 1-ელ მიღება საკმარისი იყოს.
ასევე შეგიძლიათ თმის და კანის ნიღბების სახით გამოიყენოთ. მას შემდეგ, რაც ორგანიზმზე მისი ჯადოსნური გავლენის შესახებ გაიგებთ, იმწამსვე აფთიაქში შესაძენად გაიქცევით.
სარგებელი ორგანიზმისთვის
1.წონაში დასაკლებად
ოლეინის მჟავა ომეგა 9, ლინოლეური მჟავა ომეგა 6, ალფა-ლინოლეური მჟავა ომეგა 3 წონის დასაკლებად ეფექტური საშუალებებია. გარდა ამისა, ომეგა 9 და ომეგა 6 მჟავები მადას აქვეითებენ. სწორედ ამიტომ მათ, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, უმჯობესია ამ ზეთს უპირატესობა მიანიჭონ. შეგიძლიათ იოგურტს ან სალათებს დაუმატოთ, ან როგორც ცალკე პროდუქტი ისე მიიღოთ.
2.გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის
ზეთი გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაავადებისგან იცავს, წნევა ნორმაში მოჰყავს, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ასევე სისხლძარღვებს უფრო ელასტიკურს და ჯანსაღს ხდის. ასევე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მას ინფარქტის განმეორებითი შეტევის თავიდან აცილება შეუძლია.
3.ქალური ჯანმრთელობისთვის
ამ პროდუქტში შემავალი ლიგნინი ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის ნორმაში მოყვანას ააქტიურებს. სელის ზეთის წყალობით მენსტრუაციული ტკივილის ან მენოპაუზის გადატანა მარტივდება.
4.ანთებითი პროცესის ჩასაქრობად
სელის ზეთი აქრობს ანთებით პროცესს მჭამელას, პოდაგრის და ფიბროციტიკური მასტოპათიის დროს. მჭამელას დროს ის ქოლესტერინის დონეს ამცირებს, პოდაგრის დროს შეშუპებას და სახსრების ტკივილს აქრობს. სელის ზეთში შემავალი ომეგა 3 იოდის ათვისების პროცესს აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ ფიბროციტიკური მასტოპათიის შემთხვევაში დამატებითი მკურნალობის სახით გამოიყენება.
5.სილამაზისა და ახალგაზრდობისთვის
ამ ზეთს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა ნორმაში მოჰყავს. ასევე მის საფუძველზე დამზადებული ნიღბები გამაახალგაზრდავებელ, მკვებავ და ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობენ. ასევე მისი გამოყენება კარგია წამწამებისთვის. მას აბუსალათინის ზეთზე უფრო კარგი ეფექტი აქვს.
აი, ასეთი ჯადოსნურია სელის ზეთი. მისი დადებითი ეფექტი რომ იხილოთ, მინიმუმ 2 თვე გამოიყენეთ. ამ სასარგებლო ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი ჯანმრთელები და ლამაზები იყვნენ!