ამბავი, როგორ დასაჯა ქიმიის მასწავლებელმა ყველა, ვინც ქალაქში წყალს აბინძურებდა

419

არასდროს იფიქროთ, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლის. თითოეულ ადამიანს მსოფლიოს განვითარებასა და განადგურებაში თავისი წვლილი შეაქვს. განადგურება უფრო ადვილია, მაგრამ დასაფასებლად ჯერ უნდა დაკარგოთ ის, რაც გაქვთ. ალეკო ცოცხალი მაგალითია, რომ ყოველთვის სამართლიანობისთვის უნდა იბრძოლოთ. ქიმიის ყოფილი მასწავლებელი რამდენიმე წლის წინ მამის გარდაცვალების შემდეგ ცოლთან ერთად სოფელში საცხოვრებლად გადავიდა. ყველაფერი რიგზე იყო, სანამ ონკანიდან ბინძური წყალი არ გამოვიდა.

ონკანის ბინძური წყალი – ალეკოს ყოველთვის ბუნება უყვარდა, მისმა მშობლებმა მთელი ცხოვრება პატარა სოფელში გაატარეს და ვაჟს პატარა სახლი და მიწის ნაკვეთი დაუტოვეს. აქ, ალეკო ისვენებდა, მიწის სიმდიდრით ტკბებოდა. მიწის დამუშავება მასწავლებლობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ეს მამამ ასწავლა. მამა ბუნების ძღვენის დაფასებას და გარემოზე ზრუნვას ასწავლიდა.

წელს დასათესად მიწა მოამზადა. მუჭა მიწა ხელში აიღო და წარბები შეჭმუხნა. მშრალი გაზაფხული იყო. საბედნიეროდ, მას, როგორც სოფლის სხვა ბინადარს, ტბასთან დაკავშირებული სარწყავი სისტემა ჰქონდა. ასე გვალვიანი ამინდისგან დაზღვეული იყვნენ, რომ მოსავალი არ დაეკარგათ. სანამ ალეკო კვლებს უყურებდა, შეშფოთებული ცოლი მოვარდა: „ქეთიმ დარეკა, მითხრა, რომ ქალაქში მეორე დღეა ონკანიდან უსიამოვნო სუნის მქონე ჭუჭყიანი წყალი მოედინება“.

ალეკომ ჭის წყალი შეამოწმა, სოფელში სუფთა იყო. მშობლებმა ქალიშვილი მოინახულეს და ონკანის წყალმა გააოგნათ. აღმოჩნდა, რომ ეს უსიამოვნება ქალაქის ყველა მაცხოვრებელს შეემთხვა. მოქალაქეები და ფერმერები მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ, რომ გაეგოთ, როგორ მოაგვარებდა მთავარობა ამ პრობლემას. მერმა განაცხადა, რომ სისტემა, რომელიც ქალაქის ტბასთან დაკავშირებულია, სხვა სუფთა წყლის რეზერვუარში გადაიტანენ.

გონივრული გამოსავალი – ფერმერები ამბოხდნენ, რადგან ასეთი ჭუჭყიანი წყლით ნერგების მორწყვა არ შეიძლება. ახლა ყველა პირუტყვი და ნათესი სუფთა წყლის საფრთხის ქვეშ რჩებოდა. აღშფოთებული ალეკოც მიტინგზე სიტყვით გამოვიდა. ფერმერებს საკუთარი ჭიდან წყლის აღება შესთავაზა, მაგრამ წამოაყენა მნიშვნელოვანი პირობა: ტბის წყალი ჩვენი უპასუხისმგებლობის გამო ბინძური გახდა. ზოგიერთი მაცხოვრებელი კანალიზაციაში ქიმიკატებს ყრის და მიწას ქიმიური სასუქებით აბინძურებს. მნიშვნელოვანია ალტერნატიული უსაფრთხო სასუქის პოვნა და ტბასა და მინდვრებს შორის ხეების დარგვა. ხეები ჭუჭყიან წყალსა და ნარგავებს შორის ბარიერს შექმნის და სუფთა წყალი გვექნება“ – თქვა მან. მეორე დღეს მისი სუფთა წყლის მორიგეობით აღება დაიწყეს. 1 ტონა წყლის ფასი ტბასთან 1 ხეს უდრიდა.

2 წლის შემდეგ ფერმერებს ჭუჭყიანი წყლის პრობლემა დაავიწყდათ. მოსავალი აიღეს და ტბის გარშემო ახალგაზრდა ხეები დარგეს: „ახლა აქ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ცხოვრებას შეძლებენ და მიწის თითოეულ ნაკვეთს დააფასებენ“ – უთხრა კმაყოფილმა ალეკომ ცოლს.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – ყოველდღე ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, არაკეთილმოსურნე ბიზნესმენებისა და მრავალი ქარხნების გამო ქიმიკატებით, მავნე გამონაბოლქვით ბინძურდება. არა მხოლოდ ქარხნები, არამედ თითოეული ადამიანი გავლენას ახდენს მომავალზე, სადაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ. ჭარბი მოხმარება ქალაქს ნაგვით ავსებს, წყალს გამოუსადეგარს ხდის და შედეგად, ჯანმრთელობა უარესდება. როცა ბუნების დაფასებას დავიწყებთ, გაჩეხილ ტყეებს შევავსებთ, წყლის ხარისხს გავაკონტროლებთ, ნაგავს დავახარისხებთ და ხეებს დავრგავთ, ბუნება სუფთა ჰაერით და მდიდარი მოსავლით, წყაროს წყლით და ასწლიანი ჯანმრთელობით გაგვახარებს. რეზერვუარის შეცვლა, სუფთა წყლის მარაგის ამოწურვა და ყველაფრის სამომავლოდ გადადება არ შეიძლება. ეს ეგოისტური, არაკეთილსინდისიერი და ხანმოკლე გამოსავალია. ალეკოს ეს ესმოდა. მან არა მხოლოდ მოსავალი გადაარჩინა, არამედ მაცხოვრებლებს მომავლის იმედი მისცა.