ხალხური მეთოდები ტვინის სისხლძარღვების დასახმარებლდ

1436

ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ხერხემლის კისრის ნაწილში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ოსტეოქონდროზის, გადატანილი ტრავმის ან კისრის ნაწილზე მოქმედი სხვა დაავადების დროს ძალიან სასარგებლოა. ამ დარღვევების გამო ტვინი იტანჯება, არასაკმარის კვებას იღებს. დროთა განმავლობაში ორგანიზმი ეგუება, თუმცა მისი მუშაობის გასაუმჯობესებლად კისრის ნაწილში სისხლძარღვების მოწესრიგება ხელს არ შეგიშლით. ამ მიზნით Vivien ხალხურ რეცეპტებს გთავაზობთ.

რამდენიმე მარტივი ხალხური რეცეპტი:

  1. თითო ჭიქა ხახვის წვენი და თაფლი აურიეთ. 2 ჩ/კ ნარევი დღეში 3–ჯერ, ჭამის წინ მიიღეთ. კურსი – 3 თვე. ნარევი არა მხოლოდ ტვინს ეხმარება, არამედ დამატებით მთელ ორგანიზმს აძლიერებს.
  2. 10 გრ ოროვანდის ფესვი თერმოსში ჩაყარეთ. საღამოს მდუღარე წყალი დაასხით და დილამდე დააყენეთ. ყოველ დილით ჭამის წინ გადაწურეთ და 5-6 ს/კ ნაყენი დალიეთ. კურსი – 1,5-2 თვე. შემდეგ ორი კვირა შეისვენეთ და კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ასეთი მკურნალობა სასარგებლოა პროფილაქტიკისთვის, თუ სამუშაოს დროს დიდხანს ჯდომა გიწევთ და საერთოდ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ, მაგრამ ზემოთ ნახსენები ტრავმა ან ოსტეოქონდროზი არ გაწუხებთ.
  3. ბროწეულის წვენი დალიეთ, შესანიშნავად დაგეხმარებათ. მეტი კენკრა მიირთვით, მაგალითად, ძახველი, ცირცელი, ვაშლის და სტაფილოს წვენი. სწორად კვება არ დაგავიწყდეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს