ერთხელ დავიღალე იმით, რომ ყველა ჩემი ნარგავი აგვისტოში ავადდებოდა. ამას აღარ ვიტან. ახლა ყოველ შემოდგომაზე კასრში ცოტა იაფ ფხვნილს ვამატებ და კვლებს ვრწყავ. არ მავიწყდება მრავალწლიანი მცენარეების მორწყვაც. შედეგი სახეზეა.
დღეს მაღაზიებში გვთავაზობენ სხვადასხვა პრეპარატს კვლების საშემოდგომო დამუშავებისთვის. გამოცდილებით გეტყვით, ზოგიერთი მათგანი უსაფუძვლოდ ძვირია, მეორე ნაწილი უშედეგო. გირჩევთ, ზედმეტი არ გადაიხადოთ და რეკლამას არ აჰყვეთ.
შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ, ყველა უნდა დაფიქრდეს მცენარეების დაავადებებისგან დაცვაზე. ბიოპრეპარატი ტრიქოდერმინი შესანიშნავი გამოსავალია. გარემოსთვის უსაფრთხოა და ძალიან ეფექტური. ფიტოსპორინზე მეტად მომწონს.
რატომ უნდა აირჩიოთ ტრიქოდერმინი?
ტრიქოდერმინი შეიცავს ნიადაგის სასარგებლო სოკოებს, რომლებიც ბუნებრივ პირობებში მავნე მიკროორგანიზმებს თრგუნავენ.
ამრიგად, პრეპარატი ებრძვის 30-ზე მეტი სახის ბაქტერიას და სოკოს, მათ შორის ფესვების ლპობის პათოგენებს.
ტრიქოდერმინის უპირატესობები:
- აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ამდიდრებს სასარგებლო მიკროფლორით;
- ზრდის მცენარის იმუნიტეტს დაავადებების მიმართ;
- სამკურნალო და პრევენციული საშუალებაა;
- ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, ტოქსიკური არაა;
- ხელს უწყობს მცენარეული ნარჩენების გადამუშავებას, აჩქარებს კომპოსტირებას.
პრეპარატის გამოყენების მნიშვნელოვანი პირობები
დასამუშავებლად ოპტიმალური საშუალო დღიური ტემპერატურა – არანაკლებ 15°С. ჩვეულებრივ, ვრწყავ კვლებს, სადაც უკვე გაიზარდა მწვანე სასუქი. ხსნარით შეგიძლიათ დაამუშავოთ მრავალწლიანი კულტურები ზამთრისთვის შეფუთვამდე.
ტრიქოდერმის გამოყენების იდეალური სქემაც არსებობს. თუ ამ სქემის გამოყენება არ გსურთ, აუცილებლად შეასრულეთ ყოველწლიური დამუშავება, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ.
რამდენად ხშირად გამოვიყენოთ ტრიქოდერმინი?
- შემოდგომაზე: საკმარისია 1–2 დამუშავება მოსავლის აღების შემდეგ (არ დაგავიწყდეთ საშუალო დღიური ტემპერატურა).
- გაზაფხულზე: ნიადაგის დანამვისას მცენარის ვეგეტაციის დაწყებამდე;
- ვეგეტაციის პერიოდში: 1–2–ჯერ 2 კვირიანი ინტერვალით (მცენარეების მორწყვა);
- დაავადებების გამოჩენისას: გამოვლენისთანავე.
პრევენციისთვის საკმარისია 1% ხსნარი (10 გრამი 10 ლიტრ წყალზე). სამკურნალოდ – 2 %–მდე ხსნარი.
ხსნარის მომზადება და გამოყენება შემოდგომაზე
ხსნარი მარტივად მზადდება. აიღეთ 200 ლიტრიანი კასრი და ჭის წყლით გაავსეთ. 1 დღე მზეზე გასათბობად გააჩერეთ. ცალკე ჭურჭელში 20 გრამი (5 ჩ/კ) ტრიქოდერმინის ფხვნილი გახსენით თბილ წყალში (დაახლოებით 30°С).
1 ს/კ შაქარი დაუმატეთ, აურიეთ და კასრში ჩაასხით. გრძელი ჯოხით ხსნარს აურიეთ. დაახლოებით 1 საათი ხსნარი გააჩერეთ. შემდეგ სარწყავი ხსნარით გაავსეთ და ყველა კვალი და მცენარე მორწყეთ!
სხვა პრეპარატებთან თავსებადობა:
- თავსებადია ინსექტიციდებთან, ჰერბიციდებთან;
- შეუთავსებელია ბორდოს სითხესთან, ქლორის შემცველ საშუალებებთან;
- აზოტის სასუქთან ერთად არ გამოიყენოთ.
ბაღი ეფექტურად და უსაფრთხოდ დაიცავით. ტრიქოდერმინი საიმედო ფხვნილია მცენარის ჯანმრთელობისთვის და უხვი მოსავლის მისაღებად.