გლიცერინი რეცხვისას: რატომ და როგორ გამოვიყენოთ სწორად

844

ზოგჯერ დიდი რეცხვის მოწყობა გვინდა, მაგრამ ვხვდებით, რომ თეთრეულის კონდიციონერი არ გვაქვს. ნაცნობი შემთხვევაა? თუ დიახ, მაშინ ჩვენი ხრიკი ძალიან სასარგებლო იქნება. Vivien გიამბობთ, როგორ ჩაანაცვლოთ ძვირიანი კონდიციონერი გლიცერინით. მარტივი ხრიკი გამოიყენეთ და შედეგი გაგაოცებთ. გლიცერინით გარეცხვის შემდეგ თეთრეული განახლდება. პირსახოცი საოცრად დარბილდება. უბრალოდ სცადეთ!

გლიცერინი რეცხვისას: როგორ გამოვიყენოთ

სირბილე და სისუფთავე – გლიცერინი თეთრეულის კონდიციონერის ფუნქციას ასრულებს. ქსოვილის ბოჭკოებს არბილებს, ჭუჭყის მოშორებას ამარტივებს. ჩამჯდარ ლაქასაც აშორებს. გლიცერინი პირსახოცის რეცხვას ყველაზე უკეთ უმკლავდება. რბილი და განახლებული ხდება. მაქსიმალური შედეგის მისაღებად 3 ს/კ გლიცერინი კონდიციონერის განყოფილებას დაუმატეთ. ნივთები საჭირო რეჟიმზე გარეცხეთ და რბილი და არომატული თეთრეულით ისიამოვნეთ!

ლაქების მოშორება – გლიცერინი სარეცხ მანქანას შეგიძლიათ დაუმატოთ ან ხელით რეცხვისას გამოიყენოთ. საუკეთესო ვარიანტია, თუ ტანსაცმელზე ფერადი ლაქა შეამჩნიეთ. მარტივი მოქმედებით ღია ტანსაცმელზე ყავის, ჩაის ან შოკოლადის ლაქებს მოაშორებთ. გლიცერინი ორთქლზე გაათბეთ. ჭუჭყიან ადგილს წაუსვით. 20 წუთით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ სველი სალფეთქით მოაშორეთ. ტანსაცმელი თბილ წყალში გაავლეთ და გააშრეთ. მზადაა!

ეს მნიშვნელოვანია! – გლიცერინი ფრთხილად გამოიყენეთ. ქსოვილის ბოჭკოებში შეიძლება ჩაჯდეს, ამიტომ მისი მოშორება გაგიჭირდებათ. მარტივი არა, მაგრამ რეალურია! ამ შემთხვევაში ნივთი თბილ წყალში ჩაალბეთ და 5 წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. 30 წუთის შემდეგ წყალი კარგად გაავლეთ. გლიცერინი უკვალოდ გაქრება.

თუ გლიცერინი სახლში გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ. ასე რეცხვის პროცესს სასიამოვნოს გახდით და კოსმიურ შედეგს მიიღებთ. გლიცერინით გარეცხილ პირსახოცში გახვევა და თეთრეულში დაძინება ნამდვილი სიამოვნებაა!