11 რჩევა, რომელიც თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს

950

ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრ პატარა უსიამოვნებას ვეჯახებით, რომელთაც მთელი დღის განწყობის გაფუჭება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, გამოცდილი დიასახლისები სხვადასხვა რჩევას გვიზიარებენ, რომელიც ბევრ პროცესს ამარტივებს და დროს და ნერვებს გვიზოგავს. Vivien გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო რჩევას, რომელიც თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.

კვერცხის შემოწმება

კვერცხი წყალში ჩადეთ იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ახალია. წყალში პროდუქტის მდებარეობა მის ასაკზე მიგანიშნებთ. ზემოთ ყველაზე ძველი კვერცხი ამოდის, რომელიც უკვე 1 თვეზე მეტისაა. ქვემოთ მარცხნივ ახალი კვერცხი ეშვება, ხოლო ცენტრში – 1 კვირის კვერცხი ჩერდება. მეორე მხარეს ჩადის პროდუქტი, რომელიც 2-3 კვირა ინახება.

აკვაჯოხი თავდასაცავად

თუ გაქვთ ბატუტი ზამბარებზე, მათ შეგიძლიათ რბილი აკვაჯოხი წამოაცვათ. ასე გარეგნულად გაალამაზებთ და დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ.

დამაგრძელებელი კარადის უკან

კარადის უკანა კედელზე დამაგრძელებლის დამაგრებით ნებისმიერ მოწყობილობას, რომელსაც მოკლედ კაბელი აქვს, მარტივად ჩართავთ.

მაგნიტის სადგამი

მაცივარზე შეგიძლიათ მაგნიტის სადგამი მიაკრათ და მასში სხვადასხვა წვრილი აქსესუარი მოათავსოთ. ასე წვრილმანი ნივთები არ დაგეკარგებათ და ყოველთვის ხელთ გექნებათ.

ვაშლის ნაჭრები

თუ რომელიმე კერძისთვის ვაშლის ნაჭრები მოამზადეთ, მაგრამ დაუყონებლივ არ იყენებთ, პარკში შეინახეთ. დაჭრის შემდეგ ვაშლს გაშავება ახასიათებს, ამიტომ ისე უნდა გააკეთოთ, რომ გარეგნობა არ შეეცვალოს. ამისთვის ლიმონის წვენი გამოიყენეთ. ვაშლის ნაჭრები პარკში ჩადეთ, წვენი მოასხით და მაცივარში შეინახეთ.

ცხელი კერძის ქვესადგამი

თუ ცხელი კერძისთვის ქვესადგამი არ გაქვთ, გაზქურის გისოსით ჩაანაცვლეთ.

ორი პიცის გამოცხობა

ასეთი ხრიკი გამოიყენეთ, თუ ორი მრგვალი პიცა გაქვთ, რომელიც ერთდროულად უნდა გამოაცხოთ. თითოეული პიცა 2 ნაწილად გაყავით და თითოეული გაჭრილი მხარე საცხობი ტაფის ერთ კუთხესთან მოათავსეთ. ასე ორ პიცას ერთ ტაფაზე მოათავსებთ.

ავეჯის ფურნიტურის შენახვა

თუ ავეჯს თავად ხშირად აწყობთ და ბევრ სხვადასხვა ფურნიტურას ინახავთ, კექსის ფორმაში შეგიძლიათ შეინახოთ. ასე თითოეული სამაგრი თავის ადგილას იქნება, მოძებნაზე დროს დაზოგავთ.

წვრილმანების შენახვა

ისეთი წვრილმანები, როგორიცაა ავეჯის ფურნიტურა, ლურსმანი და სხვა პატარა ნივთი, შეგიძლიათ კვერცხის მუყაოს ფორმაში შეინახოთ. თითოეული ნივთი თავის ადგილას მოათავსეთ და აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფად პოვნას შეძლებთ.

კლიპი კლავიატურისთვის

ზოგჯერ ისე ხდება, რომ კლავიატურა მაგიდაზე ცოცავს. ამის თავიდან ასაცილებლად უკან ქაღალდის კლიპი მიამაგრეთ. ასე ერთ ადგილას დააფიქსირებთ.

ფოლგა ბზინვარებისთვის

ონკანის ქრომირებულ ზედაპირზე ბზინვარების აღდგენა შესაძლებელია. ამისთვის საცხობი ფოლგის ნაჭერით გახეხეთ.