5 ყველაზე პოპულარული შეცდომა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები უშვებენ

1302

თუ თვლით, რომ შეცდომას მხოლოდ სულელი ადამიანები უშვებენ, იმედი უნდა გაგიცრუოთ. სიმართლე ისაა, რომ შეცდომას ყველა უშვებს. უბრალოდ ეს უნდა აღიაროთ.

აინშტაინი ტყუილად არ ამბობდა: „ის, ვისაც შეცდომა არასდროს დაუშვია, არაფერი ახალი არ გამოუცდია“

აუცილებელი არაა, საკუთარი თავის დადანაშაულება ან ჩადენილი ქცევის გამო დასჯა. შეცდომებზე უნდა ისწავლოთ.

აი, ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელთაც ჭკვიანი ადამიანებიც კი უშვებენ.

1. ფულის დევნა

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ყველამ ვიცით, რომ ცხოვრებაში არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული, მაგრამ მთელ ძალისხმევას მაინც გამდიდრებას ვახარჯავთ.

ჩვენ უბრალოდ საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ გარკვეულ თანხაზე მეტის გამომუშავება ბედნიერებაზე გავლენას ნაკლებად ახდენს.

2. უძილობა

როცა რაღაცით გატაცებული ვართ, გვსურს მთელი დრო ამას მოვახმაროთ. ეს შესანიშნავი გრძნობაა, მაგრამ ძილის მსხვერპლად შეწირვა არ ღირს. თქვენი ინტერესები დაგამძიმებთ, როცა ავად გახდებით.

3. ყოველთვის „კავშირზე“ ყოფნა

თითქმის ყველას აქვს ინტერნეტთან დაკავშირებული სმარტფონი. ეს კი გვაიძულებს მუდმივად ხაზზე ვიყოთ. ცხოვრების ასეთი მეთოდი სტრესს და შფოთვას იწვევს.

4. სპორტის არ არსებობა

ოჯახი, სამსახური, ჰობი – სად არის ამ გრაფიკში სპორტის ადგილი? არადა სპორტი ხომ ჩვენი ჯანმრთელობის გარანტიაა. სცადეთ, ვარჯიშს დღეში 20 წუთი მაინც დაუთმოთ. სულ არაფერს ეს სჯობს.

5. თავდაჯერებულობა

როცა რაღაცაში ძალიან კარგი ხართ, საკუთარ თავს გადაჭარბებით აფასებთ. ამან ადამიანებს შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს. გახსოვდეთ სიბრძნე: „მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი“. არანაირი წარმატება საბოლოო არაა და წინსვლისთვის ნაბიჯი ყოველთვის არსებობს.