15 უჩვეულო სახლის საშუალება, რომლებიც ექიმის გარეშეც დაგეხმარებათ

17412

თითოეულ საყოფაცხოვრებო ნივთს საკუთარი დანიშნულება აქვს. თეფშზე საჭმელს დებენ, წებოვანი რგოლით ტანსაცმელს წმენდენ, ფენით კი თმას იშრობენ. თუმცა ვინ თქვა, რომ ამ ნივთების სხვა სფეროში გამოყენება არ შეიძლება?

„ვივიენი“ გთავაზობთ 15 პრაქტიკულ, მაგრამ არატრადიციულ საშუალებას, რომელთა დახმარებით სხვადასხვა დაავადების მკურნალობს შეძლებთ.

1. ნიორი და ზეითუნის ზეთი ვარიკოზის და ვარსკვლავის ფორმის სისხლძარღვების საწინააღმდეგოდ

ამ საშუალებას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, გამაძლიერებელი და მატონიზირებელი ეფექტი აქვს. ის გაფართოებული ვენების შემცირებას და სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას ხელს უწყობს. შედეგად, ვარიკოზის გამოვლენა მნიშვნელოვნად მცირდება და ნაკლებად მიმზიდველი ვარსკვლავები ქრება.

2. მოიშორეთ აკნე ყურიდან ლიმონის დახმარებით

ყურებზე შავი წერტილები არის კომედონები, რომელთაც მკვრივი შემადგენლობა აქვთ. მათი გამოვლენა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობასთან არის დაკავშირებული.

ლიმონი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ, სისხლძარღვების ნახაზებს აქრობს და ფერს აუმჯობესებს. ყურის  კანზე შესანიშნავად მოქმედებს კეფირის ნიღაბი რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის დამატებით.

ლიმონის და რძის მჟავის ძლიერი ზემოქმედების წყალობით აკნე სწრაფად ქრება.

3. ფრჩხილის სოკოს ვაშლის ძმრით უმკურნალეთ

ვაშლის ძმარი ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ გამოიყენება. ის მიკოტურ სპორებს აქტიურად შლის და ფეხის ფრჩხილზე სოკოს სწრაფად მოშორებაში გეხმარებათ. რამდენიმე პოპულარული და მარტივი რეცეპტი არსებობს, რომლებიც ამ უსიამოვნო დაავადების სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ. ამასთან ფრთხილად უნდა იყოთ და პროცედურა რეგულარულად ჩაიტაროთ.

4. ზეთისხილი – შესანიშნავი საშუალება გულისრევის დროს

ზეთისხილი პირში ნერწყვდენას ამცირებს, რაც გულისრევის ან ღებინების რისკს ამცირებს. გზაში ზეთისხილის შეგიძლიათ არ წაიღოთ, მით უმეტეს თუ გადასატანად ჩანთა-მაცივარი ან თერმული პაკეტი არ გაქვთ. ამის ნაცვლად სახლიდან გასვლის წინ 6-7 ცალი ზეთისხილი შეჭამეთ.

5. სლოკინი არ გადადის? შაქარი დაგეხმარებათ

1 ჩ/კ შაქარი მშრალად შეჭამეთ და სლოკინი ძალიან მალე, თითქმის 1 წუთში შეწყდება. ითვლება, რომ შაქარი ნერვულ სისტემაზე გავლენას ისე ახდენს, რომ ნერვების დახმარებით დიაფრაგმის კუნთებს სპაზმების შემცირების ბრძანება მიეწოდებათ.

6. მეჭეჭი შეგიძლიათ წებოვანი ლენტის დახმარებით მოიშოროთ

წებოვანი ლენტა მეჭეჭს დაახშობს და ინფექციის შემდგომ განვითარებას ხელს შეუშლის. არსებული უჯრედები დაიღუპება და მეჭეჭი თანდათანობით ზომაში შემცირდება.

წებოვანი ლენტით მეჭეჭის ჩაკეტვა ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად ანტი სხეულის წარმოებას იწყებს.

ლენტაზე არსებული წებოვანი ნივთიერება კანის მკვდარ უჯრედებს აშორებს, რომელზეც ვირუსი გაიზრდება.

7. კოღოს ნაკბენის დროს კბილის პასტა დაგეხმარებათ

ეს შეიძლება სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კბილის პასტა კოღოს ნაკბენის დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ. ნაკბენის ადგილზე მცირე რაოდენობით კბილის პასტა წაისვით და შეშუპებას მოიშორებთ, ქავილი აღარ შეგაწუხებთ და სიწითლე შემცირდება.

8. ვაშლის ძმარი – შესანიშნავი საშუალება ნაბახუსევის დროს

ნაბახუსევის დროს მარტივი, მაგრამ მოქმედი საშუალება ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ. აიღეთ 1 ს/კ ვაშლის ძმარი და 1 ჭიქა ცივ წყალში გახსენით. აუცილებლად მცირე ყლუპებით უნდა დალიოთ.

თუ ნაბახუსევის საერთოდ თავიდან არიდება გსურთ, აუცილებელია სუფრაზე დაჯდომამდე 1-1,5 საათით ადრე 1 ჩ/კ ვაშლის ძმრის,  ს/კ თაფლისა და 1 ჭიქა თბილი წყლის ნარევი უნდა დალიოთ.

9. დამწვრობის დროს ნედლი კარტოფილი დაგეხმარებათ

გახეხილი ნედლი კარტოფილი მზის და თერმული დამწვრობის დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ. ის ტკივილს შესანიშნავად აყუჩებს, შეშუპებას აქრობს, წყლულების გაჩენას აფერხებს და შეხორცებას ხელს უწყობს. გამოყენების წინ კარტოფილი კარგად გარეცხეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ.

10. ბანანის ქერქი კბილების გასათეთრებლად და ქავილის შესამცირებლად

ბანანის ქერქი კბილის ნადებს მოგაშორებთ. ქერქი შიგნითა მხრიდან კბილზე 2 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.

ნაკბენის შემდეგ ქავილის მოსახსნელად ან შხამიან მცენარესთან კონტაქტის შემდეგ, ბანანის ქერქი კანზე შიგნითა მხრიდან დაიდეთ და რამდენიმე წუთით გაიჩერეთ.

11. ეგზემის დროს შვრია დაგეხმარებათ

შვრიას ანთების საწინააღმდეგო და ქავილის შესამცირებელი თვისებები აქვს, რაც კანს შესანიშნავად ამშვიდებს. შვრიის ფანტელებისგან პასტა გააკეთეთ. თქვენ ცოტა შვრიის ფქვილი და წყალი დაგჭირდებათ, რომ ერთგვაროვანი პასტის მასა მიიღოთ. შემდეგ ეგზემას ადგილზე წაისვით.

12. ქიშმიში – მკვლელი საშუალება ართრიტის დროს

ქიშმიში სახსრებში ტკივილს ამცირებს. აიღეთ  ჭიქა ოქროსფერი ქიშმიში, ½ ჭიქა ჯინი და პატარა თეფში. ქიშმიშს ჯინი დაასხით. პირსახოცი გადააფარეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ, სანამ ჯინი არ აორთქლდება (2 კვირა). დღეში 9 ცალი ქიშმიში მიიღეთ, რომ ართრიტის დროს ტკივილი შეამსუბუქოთ.

13. თავის ტკივილის შემცირება: ამის ფანქრით გაკეთება ისწავლეთ

ექიმი-კოსმეტოლოგი დიდი ბრიტანეთიდან, ჯეინ ლეონარდი თავის ტკივილს კეფის კუნთების სპაზმებს უკავშირებს, რომელიც თავის მხრივ საფეთქელი-ქვედა ყბის სახსრების დისფუნქციას იწვევს.

აქედან მოდის თავის ტკივილის მკურნალობის მარტივი მეთოდი: კბილებს შორის ჩვეულებრივი ფანქრის დაჭერით კეფის კუნთებს მოადუნებთ და სპაზმებს მოიშორებთ. ამბობს ექიმი ლეონარდი.

14. ტილებს კბილების სავლები საშუალებით „ლისტერინით“ მოიშორებთ

თუ ტილები გაგიჩნდათ, არ ინერვიულოთ! მათ გავრცელებას ძვირადღირებული პროდუქტების გამოყენების გარეშე შეაჩერებთ.

თმა „ლისტერინით“ დაისველეთ, შემდეგ თმაზე საშხაპე ქუდი დაიხურეთ. რამდენიმე საათით გაიჩერეთ. შემდეგ თმა დაიბანეთ.

15. ჩოგბურთის ბურთი ხერხემლის აღდგენაში დაგეხმარებათ

ხერხემლის გასწვრივ ადამიანის სხეულის კუნთების უმეტესობა მდებარეობს. მჯდომარე ან ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესს იქამდე მივყავართ, რომ ეს კუნთები მუდმივად სპაზმის მდგომარეობაში იმყოფება.

მედიკამენტური საშუალებებით მათი აღმოფხვრა შეუძლებელია. ერთადერთი მეთოდი – ღრმა ზეწოლით მასაჟია. ჩოგბურთის ბურთი იდეალური ინსტრუმენტია, რომ ხერხემლის გასწვრივ ღრმა მასაჟი გაიკეთოთ.

ბევრი ირწმუნება, რომ სეანსიდან პირველი 10 წუთის შემდეგ ჯდომის დროს წელის არეში ტკივილი გაუქრათ, რომელიც უკვე 10-15 წელია ტანჯავდათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს