5 იშვიათი დაავადება, რომელიც მათ მატარებლებს იქს ადამიანებად აქცევს.

2670
5 უიშვიათესი დაავადება, რომელიც მათ მფლობელს ნამდვილ იქს-ადამიანად აქცევს
5 უიშვიათესი დაავადება, რომელიც მათ მფლობელს ნამდვილ იქს-ადამიანად აქცევს

ადამინის ბუნებიდან გამომდინარე საკმარისია რომელიმე დაავადება შევიგრძნოთ თავში მაშინთვე ტრაგიკული აზრები მოგვდის, მიზეზებს მაშინთვე საშიშ დაავადებებში ვეძებთ, თუმცა არსებობენ დაავადებები რომელიც შესაძლოა ზებუნებრივ ძალასაც შევადაროთ, დღეს ვივიენის რედაქცია მოგიყვებათ სწორედ ასეთი დაავადებების შესახებ

5.სუპერმეხსიერება

ჰიპერთიმესია არის მეხსიერების მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ცხოვრებისეული დეტალის დამახსოვრება შეუძლია. მსოფლიოში მსგავსი დიაგნოზის მქონე მხოლოდ 60 ადამიანია. პაციენტებს მათი ცხოვრებიდან ნებისმიერი დღის დეტალური აღწერა შეუძლიათ, თუნდაც ეს ბავშვობის დროინდელი მოგონება იყოს. მათ შეუძლიათ ნებისმიერი წიგნის აღწერა, რომლებიც წლების წინ წაიკითხეს, ასევე შეუძლიათ წლის ნებისმიერი დღის სიახლის შესახებ გიამბონ.

ჰიპერთიმესიით დაავადებულ ადამიანებს ფაქტების რომელთა დავიწყებაც სურთ შელამაზება ან დავიწყებაც კი არ შეუძლიათ, მათ ყველაფერი ახსოვთ.

სააგენტო BBC-მ საოცარი ისტორიის შესახებ გააკეთა სიუჟეტი, რომელშიც მოთხრობილი იყო საოცარი ისტორია რებეკა შაროკის შესახებ. ამ ადამიანს ახსოვს თუ როგორ იყო გახვეული ვარდისფერ მოსაფარებელში როდესაც ჯერ კიდევ 7 დღის იყო. დამერწმუნებით მეხსიერების ასეთი უნარი უნიკალურია: მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მას თავისულად შეუძლია “ჰარი პოტერი”-ს მთელი წიგნი, სიტყვა-სიტყვით მოგიყვეთ ისე, რომ ერთი წინადადებაც არ შეეშლება. დამეთანხმებით ალბად, რომ უამრავი ადამიანი ასეთ დაავადებას ნიჭთან გააიგივებდა. თუმცა თავად ჰიპერთიმესიას საჩუქრად არ აღიქვამს და ხშირად თავის ტკივილს, უძილობას და სწრაფ დაღლილობას უჩივის.

4.ტკივილის მიმართ უგრძნობლობა

თანდაყოლილი ანალგეზია არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ფიზიკურ ტკივილს ვერ განიცდის. გასაოცარია, მაგრამ ამ სინდრომის იშვიათობის მიუხედავად, მხოლოდ შვედეთის ერთ სოფელშ ამ სინდრომის 40 შემთხვევაშ დაფიქსირდა.

ერთი შეხედვით, ეს ნამდვილი სუპერ ძალაა, რადგან სინდრომი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე გავლენას არ ახდენს. ადამიანი უბრალოდ არანაირ ტკივილს არ გრძნობს. ამ დაავადების საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტი ტკივილის გამომწვევ დაავადებებს ვერ ამჩნევს. ეს განსაკუთრებით საშიშია პატარა ბავშვებში, რომელთაც თამაშის დროს ნაკაწრის, თვალის რქოვანას დაზიანების, ენის კბენის ან მოტეხილი ძვლის შემჩნევა არ შეუძლიათ.

3.ყველაფრის კეთების უნარი

სავანტას სინდრომი უიშვიათესი დაავადება, რომელიც დამახასიათებელია დარღვეული ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა აუტიზმის სპექტრი და ასპერგერის სინდრომი. ამ სინდრომის მქონე ადამიანები წარმოუდგენლად ნიჭიერები არიან მუსიკაში, მხატვრობაში, გამოთვლაში, კარტოგრაფიასა და 3D მოდელირებაში.

სავანტას სინდრომის მქონე ადამიანს სამნიშნა რიცხვებზე გამრავლება ან 3017 წლის 5 მაისის კვირის დღის თქმა მარტივად შეუძლია. სტივენ უილტშირმა ლონდონის დეტალური რუქა მხოლოდ ქალაქის თავზე ერთხელ გადაფრენის შემდეგ შეადგინა.

ბევრი ადამიანი სავანტას გენიოსს უწოდებენ რადგან მათ ზოგიერთ სფეროში წარმოუდგენელი ნიჭი აქვთ. ამ „გენიალური მხარის“ მიუხედავად, პაციენტები არასრულყოფილებას ამჟღავნებენ, მათ შორის გონებრივ ჩამორჩენილობას. სავანტას ცნობილი მაგალითია ფორესტ გამპი უინსტონ გრუმის რომანიდან.

2.სიცივის მიმართ უგრძნობლობა

იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც ტკივილის შეგრძნება არ შეუძლიათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიცივეს ვერ გრძნობენ. მაგ., ჰოლანდიელი ვიმ ჰოფმა სიცივის მიმართ მისი ამტანობით ექიმების გაოცება გამოიწვია. მან ყინულებში ჩაფლულმა 120 წუთი გაძლო, მონბლანის მთა მხოლოდ შორტებ ჩაცმულმა დალაშქრა და გაყინულ ტბაში, ყინულებში შორის გაცურა.

1.შიშის შეგრძნების არარსებობა

ურბახ-ვიტეს დაავადება იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელსაც შიშის სრული არ არსებობა მოჰყვება. ცნობილია მხოლოდ 300 შემთხვევა და მათგან მეოთხედი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს.

ყველაზე ცნობილი პაციენტი, რომელმაც „შიში არ იცის“ არის ამერიკელი ქალი სახელად S.M. (ინიციალები მისი ანონიმურობის დასაცავად არის მინიჭებული). მკვლევარებმა მისი შეშინება სცადეს სხვადასხვა მეთოდით: შხამიან ობობები და გველები მისცეს, აჩვენეს საშინელებათა ფილმები და მოჩვენებებით სავსე სახლში დატოვეს. ყველა მცდელობა უშედეგო იყო.

გარდა ამისა, S.M. თავად საუბრობდა საშინელ სიტუაციებზე, რომლებმაც მისი შეშინება ვერ მოახერხა: ღამით დანით თავდასხმა და სახლის ძალადობის შემთხვევა, რომლის შემდეგ გადარჩენა ძლივს შეძლო. კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი გაოცებულია იმით, რომ ქალი ჯერ კიდევ ცოცხალია, რადგან საფრთხის შეფასების შესაძლებლობა დაკარგა.

რომელმა შემთხვევამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!