ხომ იცი, ეს ყველაფერი ტყუილია. როგორ მანიპულირებენ კაცები ქალებზე

158

მამაკაცები ხშირად ამტკიცებენ, რომ მამაკაცის მანიპულაციები მითია. მართალია, ამას ამბობენ ისინი, რომლებიც ათობით საყვარელ ადამიანს ეუბნებიან, რომ ერთადერთია. ყველა მამაკაცი სუპერ გმირი არაა, ზუსტად ისე, როგორც ყველა ქალი ცბიერი ჭორიკანა. მამაკაცის მანიპულაციები არსებობს, ხშირად ძლიერ გავლენას ახდენს და მის გამო ბევრი საწყალი ქალი აკეთებს იმას, რასაც არასდროს გააკეთებდა. სწორედ ამიტომ, ყველამ მსგავსი მანიპულაციების შესახებ მეტი უნდა გაიგოს.

მანიპულაციები და როგორ ამოვიცნოთ

  • პატიოსნებაზე თამაში – ცნობილია, როგორც „შენზე სხვა წარმოდგენა მქონდა“. ყველას სურს, რომ სხვის თვალში კარგი ადამიანი გამოჩნდეს. წესიერი გოგოები ხშირად იბნევიან, როცა პარტნიორისგან იმედგაცრუებულ სიტყვებს და საყვედურს ისმენენ: „ყველას ვეუბნებოდი, რომ ჩემი გესმის. შენ სხვანაირი აღმოჩნდი“. დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი ქალი მამაკაცის ნებისმიერ წინადადებას თანხმდება. მას სწორედ ეს უნდოდა!
  • თემიდან გადახვევა – მანიპულაციის მარტივი მაგალითი, რომელსაც როგორც კაცები, ასევე ქალები მიმართავენ. ამ შემთხვევაში მამაკაცს კოზირი აქვს. ქალს, რომელიც ცდილობს კონფლიქტის განხილვას და საკითხის გარკვევას, უბრალოდ ისტერიულად რაცხავს. თან შემწყნარებლურად ამატებს: „ქურაზე დადგმული ჩაიდანივით დუღხარ, ემოციებს აყოლილი ხარ. ხედავ, ყველაფერში მართალი ვიყავი!“
  • საუკეთესო მეგობრები – მამაკაცები ხშირად უჩივიან ქალებს, რომლებიც მათ საშინელ მეგობრულ ზონაში აგდებენ და ვიღაც საწყალი თაყვანისმცემლის სიმპათიებით სარგებლობენ. კაცებს ავიწყდებათ, რომ წარუმატებელი რომანის შემთხვევაში ხშირად ადანაშაულებენ  მეგობრებს, რომელთა ცდუნება სურდათ. წარმატებულ მომენტს ელოდებიან, რომ ამ „მეგობრების“ სისუსტეები ან დაუცველობა გამოიყენონ.
  • დანაშაულის გრძნობაზე თამაში – სერიოზული მანიპულაცია, რომლის გამოყენება დამნაშავე მამაკაცებს უყვართ. მათ საკუთარი დანაშაულის აღიარება სძულთ. ურჩევნიათ, რომ პარტნიორი ყველაფერში დაადანაშაულონ. გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგისმენიათ ფრაზები: „დიახ, ვუღალატე, მაგრამ თავად არის დამნაშავე. ყურადღებას არ მაქცევდა, ნაგავივით მექცეოდა. რა დამრჩენოდა. ეს ყველაფერი მისი ბრალია!“
  • ფიქრების წაკითხვა – უფრთხილდით პარტნიორს, რომელიც კატეგორიული ტონით აცხადებს, რომ იცის, რას ფიქრობთ ამა თუ იმ მომენტში. ასე მამაკაცი თავს იმართლებს. გაიხსენეთ, რა კონტექსტში გსმენიათ ფრაზები: „ხომ იცი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო“ ან „ხომ იცი, რომ ეს ყველაფერი სიმართლე არაა“ და ყველაფერს მიხვდებით.
  • შენ ერთადერთი ხარ – ყველას გვსურს, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ვიყოთ მათთვის, ვინც გვიყვარს. ამაზე ეშმაკი მამაკაცი თამაშს აწყობს. პარტნიორს ეუბნება, რომ უნიკალური და განუმეორებელია. ამით მხოლოდ ერთს აღწევს. მოჯადოებული შეყვარებული მზადაა ნებისმიერი რამ გააკეთოს. სულ ესაა.
  • მე შენ მიყვარხარ – ეს ფრაზა სრულიად უდანაშაულოა. ოღონდ დაფიქრდით, როდის იყენებს მამაკაცი ამ ფრაზას. ბევრი მამაკაცი ამაში გულისხმობს არა სიყვარულის აღიარებას, არამედ სიგნალს, რომ მზადაა რჩეულთან ერთად საწოლში გადაინაცვლოს. ფრთხილად იყავით!

რა თქმა უნდა, მამაკაცის მანიპულაციები ქალების მანიპულაციებს მრავალფეროვნებით და სიმრავლით არ ჩამორჩება. ჩვენ მხოლოდ ყველაზე პოპულარული და ეფექტური განვიხილეთ. არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების უფლება, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.