პოდაგრა: როგორ ვიმკურნალოთ სწორად

1603

სახსრებში შარდმჟავის მარილების დაგროვება პოდაგრას იწვევს. დაავადება უმეტესად 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს აწუხებთ. პოდაგრა აზიანებს მაჯის, იდაყვის, მუხლის, თითების და ტერფის სახსრებს.

რა იწვევს პოდაგრას – როგორც წესი, პოდაგრა ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს აწუხებთ. ამის თავიდან ასაცილებლად ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმეთ, ივარჯიშეთ და სწორად იკვებეთ. პოდაგრა უფრო ხშირად დაავადებისკენ მიდრეკილ ადამიანებს აქვთ, რომელთაც აწუხებთ: არტერიული ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, კვების დიდი დარღვევები, მემკვიდრეობითი ფაქტორი. პოდაგრა შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ოპერაციის შემდგომი პერიოდი, სახსრებზე დატვირთვა, ხანგრძლივი სიარული, ალკოჰოლის მიღება, შარდმდენი პრეპარატების მიღება. ზედმეტი ჭამა, ალკოჰოლის, კერძოდ ლუდის, მიღება პოდაგრის შეტევებს იწვევს. მოულოდნელი ტკივილი ჩნდება, მტკივნეული სახსრები წითლდება, მის გარშემო კანი ხურდება. ასეთი შეტევები ღამით ხდება და შეიძლება ერთ წელში ან უფრო ადრე განმეორდეს.

პოდაგრის მკურნალობა – პოდაგრის მედიკამენტურ მკურნალობაზე არ შევჩერდებით, რადგან მას ექიმი ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ ნიშნავს. გიამბობთ, როგორ ებრძოლოთ დიაგნოზის დასმის შემდეგ პოდაგრის შეტევებს სახლის პირობებში და შეიძლება თუ არა ფეხების დაორთქვლა.

  • რძის ნახარშის ცხელი ნაყენი ტკივილს სწრაფად აქრობს. ცოტა წყალში გააზავეთ, რომ ფეხები კოჭებამდე სითხეში ჩადოთ და 20-30 წუთით წყლის გაგრილებამდე აბაზანა მიიღეთ. რძის ნახარში პოდაგრით გამოწვეული კრუნჩხვების დროს დაგეხმარებათ.
  • ორკბილით საფენები გაიკეთეთ, ნახარშები მოამზადეთ (50-100 გრ ბალახი 10 ლ წყალზე) და ფეხის აბაზანისთვის გამოიყენეთ. ორკბილას ნაყენი ტკივილს აქრობს, თუ მტკივნეულ ადგილას შეიზელთ. ამისთვის 4 ს/კ ბალახს 5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე საათით გააჩერეთ.
  • ფეხის აბაზანისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ბალახები როგორიცაა, ბეგქონდარა, ია, ნიგვზის ფოთლები, თავშავა. ბალახი 3 ლ წყალში ნახევარი საათით წინასწარ მოხარშეთ. ტაშტში მდუღარე წყალი ჩაასხით და ბალახები მონაცვლეობით გამოიყენეთ. გახეხილი დიასახლისის საპნის და სუფრის მარილის უჩვეულო ხსნარი მოულოდნელ ტკივილს აქრობს და ნაწილობრივ სიმსივნეს მოგაშორებთ.
  • პოდაგრის სიმსივნის გასაქრობად შეგიძლიათ გვირილის ნახარში სუფრის მარილთან ერთად გამოიყენოთ. 200 გრ 1 ვედრო მდუღარე ნახარშზე გამოიყენეთ და 3 ს/კ ოქროს ულვაშის წვენი დაუმატეთ. ამ შემთხვევაში სალბის ან შვრიის ჩალის ნახარში გამოგადგებათ, ფეხების აბაზანა 30 წუთით გაიკეთეთ. კარგ შედეგს მიიღებთ, თუ ფეხის აბაზანის შემდეგ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ბალახის ნახარშით გამახურებელ მალამოსთან ერთად საფენს დაიდებთ. ღამით ტკვილი გაქრება და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს