საკმაოდ დიდი ხანია წარბი სილამაზის გარანტიად ითვლება, თუმცა ზოგმა არ იცის როგორ უნდა გაიკეთოს ის. ჩვენ შევაგროვეთ სასარგებლო რჩევები, რომელიც ხელს შეუშლის ასაკის მომატებასთან დაკავშირებულ უსიამოვნებას და გექნებათ იდეალური წარბის ფორმა.
ზედმეტად არ დაიწვრილოთ წარბი
წვრილი წარბები უკვე გადადიან მოდიდან, მაგრამ ზოგიერთი კვლავ გაგანარგრძობს ასეთი ფორმის ტარებას. ძალიან თხელი წარბები არაბუნებრუვად გამოიყურება, და როგორც მოგეხსენებათ, არაბუნებურობა ასაკს ყველაზე მეტად გმატებთ. წვრილი წარბების მოყვარულებს დაჭირდებათ დიდი ძალისხმევა, რათა წარბები უფრო აქტიურად გაიზარდონ. წარბის გასქელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
არ დააპატარაოთ წარბის ფორმა
ძირითადი ასაკობრივი პრობლემა, რომელიც 40-ის შემდეგ უნდა მოაგვაროთ, არის ის, რომ იცვლება წარბების ზომა. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს შეიძლება გამოსწორდეს არა მარტო პლასტიკური ქირურგიის დახმარებით: თქვენ შეგიძლიათ სასურველ ეფექტს სწორი ფორმით მიაღწიოთ. თქვენი მთავარი ამოცანაა – წარბების გარე კუთხეები უფრო გაიდიდოთ. არ გირჩევთ, რომ გაიკეთოთ ძალიან სქელი და პატარა წარბები, რადგან ასეთი ფორმა უფრო შეგმატებთ ასაკს.
დაიმახსოვრეთ სამი ძირითადი წესი მოძველებული წარბის ფორმის საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში, წარბების სიგანე, მეორეც, ფართო წარბები ხელს შეუწყობს დიდი თვალების დაბალანსებას, მესამე, წარბის ფერი ზედმეტად არ უნდა განსხვავდებოდეს და არ უნდა იყოს თქვენს თვალის ფერზე ღია, სხვა შემთხვევაში არ მოგიხდებათ.
დათმო მუდმივი მაკიაჟი
წარბების ტატუაჟი აბსოლუტურად გადავიდა მოდიდან. ის ხშირად არა მარტო არ ამართლებს მოლოდინებს, არამედ კიდევ უფრო მეტ პრობლემებს იწვევს: არაფორმალური პიგმენტაცია, გადაჭარბებული გრაფიკა, არაბუნებრივი ფერი. რთულია ყველა ამ პრობლემის წინასწარ განსაზღვრა და კიდევ უფრო რთულია მათთან გამკლავება.
თუ მაინც გსურთ მისი გაკეთება უმჯობესია იყოს უფრო ბუნებრივი. გამოიყენეთ წარბების პუდრა ან წარაბის ფანქარი ჩრდილებისთვის.
ნუ გამოიყენებთ არაბუნებრივ ფერს
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაბუნებრივი ფორმა და ფერი ასაკს შეგმატებთ. თუ თქვენ გირჩევნიათ წარბების კორექცია სალონში, მაშინ ამ შემთხვევაში უმჯობესია აირჩიოთ რეგულარული საღებავი. ეს ფერები უნდა უხდებოდეს თქვენს თმას და კანს იმისათვის, რომ არაბუნებრივად არ გამოიყურებოდეს. უმჯობესია აირჩიოთ ნათელი ფერები. ის ხელს შეუწყობს არაგაზრდობის შენარჩუნებას და წარბებიც საკმაოდ ლამაზი გამოვა.
აირჩიეთ სწორი პროდუქტები
თუ არ ხართ სალონების გულშემატკივარი, მაშინ ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მოძებნოთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი სრულყოფილი პროდუქტები. ფანქრები ხელს შეუწყობს დაკარგულ თმას და შეგმატებთ სისქეს, პუდრა ხსნის ნაწიბურებს და შრამებს. თუ ბუნებრივად სქელი წარბები გაქვთ, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ კრემს, ხოლო გამოიყენეთ სავარცხელი წარბებისთვის, რათა უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს ის.
გააძლიერეთ ძირები
ასაკთან ერთად, წარბები შეიძლება ისეთი ხშირი აღარ იყოს.გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები და ბუნებრივი ზეთები, მაგალითად როგორიცაა: ქოქოსი, ბურდოკი, როზმარინი ან არგანი. მათი დახმარებით ასაკთან ბძროლა უფრო ეფექტური იქნება. გადაისვით ისინი ღამით, გაგიუმჯობესდებათ წარბის ძირები, რაც აუცილებელია ჯანსაღი თმის გაზრდისთვის.