მიმზიდველ კურდღლებს, რომლებიც სტაფილოზე გიჟდებიან, ბევრ ზღაპარსა და მულტფილმში ვხვდებით. რეალობაში მათი მენიუ მხოლოდ ამ ბოსტნეულისგან არ შედგება. ფუმფულა ცხოველს სხვა ძირნაყოფიც უყვარს. გარდა ამისა, ხის ქერქს სიამოვნებით ღრღნის და ყვავილების ყლორტებს ჭამს. ბევრი ფერმერი ცდილობს, რომ საკუთარი ნაკვეთი ასეთი საყვარელი ცხოველებისგან დაიცვას. Vivien გიამბობთ, როგორ მოიშოროთ კურდღელი კვლებიდან მოსავლის გადასარჩენად. თუ არ გსურთ, რომ ფუმფულა მავნებელი თქვენი ღამის კოშმარი გახდეს, ნაკვეთის უსაფრთხოებაზე იზრუნეთ. მცენარეები კურდღებისგან ნაყიდი ქიმიკატების გარეშე დაიცავით.
კურდღლების მოშორება კვლებიდან: მავნებლობის მახასიათებლები – ზოგჯერ მეაგარაკე ნაკვეთში ამჩნევს ფუმფულას ისეთ კვალს, როგორიცაა დაღრღნილი მზესუმზირა, კიტრი, კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო და ა.შ. კურდღელი პარკოსანს ან მარცვლეულს სიამოვნებით მიირთმევს. ხშირად ღრღნის ბეგქონდარას, მზიურას და სხვადასხვა ყვავილს. შემოდგომაზე ხეების და ბუჩქების ახალი ყლორტები მისი სამიზნე ხდება. ზამთარში, თუ დიდი თოვლი არაა, ბალახების ღეროების ამოთხრას ან ახალ წამონაზარდთან მიწვდომას ცდილობს.
- სპეციალური ნაყენი – კურდღელს ნაკვეთის დაზიანების უფლება რომ არ მისცეთ, დამაფრთხობელი საშუალება მოამზადეთ. 3 დიდი ხახვი და 3 ცხარე წიწაკა დააქუცმაცეთ. 5 თავი ნიორი წვრილად დაჭერით, დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. 8-10 ლ სუფთა წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და მინიმუმ 8 საათით გააჩერეთ (უმჯობესია, მთელი ღამე). დილით მზა ნაყენი გადაწურეთ და პულვერიზატორში ჩაასხით. ასეთი ხელნაკეთი საშუალებით მცენარეები ყოველი წვიმის შემდეგ დანამეთ.
- ძლიერი სუნები – ნივრის ნაყენის გარდა კურდღელი მძაფრ არომატებზეც გარბის. ნაფტალინის, მძაღე სალის, აბზინდის, სკიპიდარის და კანიფოლის სუნი ფუმფულა მავნებელს აუცილებლად დააფრთხობს. შედეგი გარანტირებულია. ამაში თავად დარწმუნდით. ნაფტალინი ცარიელ პლასტმასის ბოთლში ჩაყარეთ. ბოთლი რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ და თავსახური დაახურეთ. ბოთლი ბუჩქზე დაკიდეთ. პერიოდულად განაახლეთ. კურდღელი თქვენს ნაკვეთზე ჭამის სურვილს დაკარგავს.
აღსანიშნავია, რომ კარგი ღობე კურდღებისგან უნივერსალურ დაცვას უზრუნველყოფს. კარგად დადგმული ღობე 1–1,5 მეტრში თქვენს ბაღს, ყვავილებს და ბოსტანს კურდღლის მადისგან დაიცავს.