თუ Wi-Fi სიგნალი ცუდად იჭერს, ხელოსნის გამოძახება არ იჩქაროთ. მისი გაუმჯობესების მეთოდი არსებობს

648

მიჩვეული ვართ ფაქტს, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, Wi-Fi ყველგან ხელმისაწვდომია. სახლში ინტერნეტის სადენები უკვე დაგვავიწყდა. მოსახერხებელია, როცა სახლს აქვს Wi-Fi და ნებისმიერი ოთახიდან ინტერნეტში მშვიდად შეგიძლიათ შეხვიდეთ. ამავდროულად, სხვადასხვა ოთახში ცუდი სიგნალი გავრცელებულ პრობლემად რჩება. მაგალითად, ხშირად სიგნალი დახურულ კარში არ გადის, ხოლო თუ ქსელში რამდენიმე აბონენტია დაკავშირებული, შეიძლება ინტერნეტის გარეშეც დარჩეთ.

რას უკავშირდება და როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? Vivien–მა ამ საკითხის გარკვევა გადაწყვიტა და რჩევა ექსპერტებს ჰკითხა.

Wi-Fi–ს წვდომის წერტილები

ხშირად სუსტი სიგნალის პრობლემა სწრაფად და ზედმეტი ხარჯის გარეშე გვარდება. პრობლემა იმაშია, რომ უსადენო ინტერნეტის მომხმარებელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორ მუშაობს ეს ქსელი. სწორედ ამიტომ, ინტერნეტ პროვაიდერები პრობლემის მოგვარებას არ ჩქარობენ და თავის სასარგებლოდ იყენებენ.

ვაი–ფაის სუსტი სიგნალის ერთ–ერთი მიზეზი როუტერი შეიძლება იყოს. როგორც წესი, პროვაიდერები ინტერნეტში დასაკავშირებლად ბინაში იაფ მოწყობილობას იყენებენ. თუ ბინის მფლობელი როუტერის შეძენაზე წინასწარ არ იზრუნებს, კომპანია თავისი მოწყობილობის გამოყენებას თავაზობს. მცირე ქირის სანაცვლოდ უხარისხო მოდემს დაგიკავშირებენ. კარგი მოდემი 50 დოლარი ღირს და ეს მხოლოდ ერთჯერადი ინვესტიციაა, რომელიც წლები გემსახურებათ.

კიდევ ერთი მიზეზი ბინაში სქელი კედლებია. აქაც ძლიერი როუტერი დაგეხმარებათ, რომელსაც შეუძლია სიგნალი სქელ ბეტონის კედელშიც გაატაროს. როუტერი ბინის ცენტრალურ ნაწილში დაამონტაჟეთ, რომ სიგნალი ყველა ოთახში თანაბრად განაწილდეს.

რატომ არ მუშაობს ინტერნეტი

ვაი–ფაის სუსტი სიგნალის მიზეზი შეიძლება როუტერის გარე ანტენების მცირე დიაპაზონი შეიძლება იყოს. ამის გასარკვევად ამ მოდელის როუტერის მონაცემები და ტექნიკური შესაძლებლობები წაიკითხეთ. როუტერების უმეტესობას უფრო ძლიერი ანტენების ჩასმით მოქმედების დიაპაზონის გაზრდა შეუძლიათ. როგორც წესი, სპეციალურ მაღაზიებში თქვენი როუტერის შესაფერისი ანტენების შერჩევაში დაგეხმარებიან.

თანამედროვე ბინა სხვადასხვა სახის ტექნიკით და მოწყობილობით სავსეა. თითოეული სხვადასხვა სიგნალს ასხივებს. ამ ყველაფერს Wi-Fi–ის ცუდი სიგნალის პრობლემის წყაროდ იშვიათად განიხილავენ. და მაინც, ამას არსებობის უფლება აქვს.

ამ შემთხვევაში სპეციალისტის დახმარება დაგჭირდებათ, რომელიც თქვენს ბინაში სიგნალების სიხშირეს გაზომავს. ასეთი გადაწყვეტილება ძალიან შრომატევადი და ძვირია. როგორც წესი, პრობლემის მოსაგვარებლად უფრო ძლიერი როუტერის შეძენაა საჭირო.