ხახვის გაღვივება საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა, რომელსაც ბოსტნეულის დიდი რაოდენობით შენახვის მოყვარულები ხშირად აწყდებიან. შემდეგ ფიქრობენ, რამდენად უსაფრთხოა ასეთი ბოსტნეულის ჭამა. Vivien გიამბობთ, შეიძლება თუ არა გაღივებული ხახვის ჭამა.
ამ ბოსტნეულის შენახვის რიგი წესები არსებობს. ასე ხახვის გაღივებას თავიდან აიცილებთ. გიამბობთ, როგორ შეინახოთ ხახვი სწორად, რომ ბოსტნეული დიდხანს ახალი დარჩეს.
გაღივებული ხახვი: შეიძლება თუ არა მისი ჭამა
გაღივების მიზეზი
თუ ხახვზე მწვანე ან ყვითელი ყლორტები დაინახეთ, გამოდის, შენახვის აუცილებელი პირობები დაცული არ იყო. ეს ადასტურებს, რომ ბოსტნეულის გაღივების მიზეზია ზედმეტი ტენიანობა. ხახვი მშრალ, კარგად განიავებულ ადგილას უნდა შეინახოთ.
ყლორტების გამოჩენის შემთხვევაში ბოსტნეული შეგიძლიათ დარგოთ ან მიირთვათ. თუ პირველ ვარიანტზე შეჩერდით, ამ მიზნით გამოიყენეთ წყლით სავსე ქილა ან ნერგის სუბსტრატი. ასე ჯანსაღ მწვანე ხახვს მიიღებთ, რომელიც ახალი ბოსტნეულის მსუბუქ სალათებში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
უსაფრთხო გამოყენება
გაღივებული ბოსტნეულის ჭამა სახიფათო არაა. როგორც ხახვი, ასევე ყლორტები შეგიძლიათ მიირთვათ. მთავარია, რომ ბოსტნეული გაფუჭების ნიშნებზე შეამოწმოთ. თუ ლპობა ან ობი შენიშნეთ, მაშინვე გადააგდეთ. ასეთი ხახვის ჭამა სახიფათოა.
როგორ შევინახოთ ბოსტნეული
ხახვი გაღივების თავიდან ასაცილებლად სწორად უნდა შეინახოთ. ასე ხახვს ლპობისგან დაიცავთ, მასში ყველა ვიტამინს შეინარჩუნებთ. შენახვის ორი მეთოდი არსებობს, რომელიც საუკეთესო შედეგს გპირდებათ.
- ცივი მეთოდი. ხახვი -3–დან 0 გრადუსამდე ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ.
- თბილი მეთოდი. ბოსტნეული შეინახეთ იქ, სადაც დაცულია სპეციალური ტემპერატურის რეჟიმი (20-24 გრადუსი).
მნიშვნელოვანია! ხახვი დიდხანს ახალი რომ დარჩეს, ნახვრეტიან ჭურჭელში (კალათა, ნეილონის წინდა, ბადისებრი პლასტმასის ყუთი) შეინახეთ. ასეთი ჭურჭლის უპირატესობა ჰაერის გამტარობაა. ასე ბოლქვებს შორის ტენი არ დაგროვდება და ობი არ გაჩნდება.
ხახვის შენახვის ამ მარტივი წესების დაცვით ახალ და წვნიან ბოსტნეულს დიდხანს მიირთმევთ. ობი, ლპობა, სხვადასხვა ყლორტი არ გაჩნდება.