ხაჭოსა და გოგრის ნამცხვარი – დახვეწილი, პრეზენტაბელური, სასარგებლო და გარეგნულად ტორტის მსგავსი დესერტია. მისი მომზადება შეიძლება შაქრის გარეშეც – მაინც ტკბილი გამოვა.
ძირითადი კომპონენტები, რა თქმა უნდა, ხაჭო და გოგრაა. ზუსტად ის, რაც უყვართ სპორტსმენებს, გახდომის მსურველებს, ფიგურისა და ჯანმრთელობის დამცველებს.
ხაჭო-გოგრის ნამცხვარი
ინგრედიენტები
- 500 გ გოგრის რბილობი
- 200 გ ხაჭო
- 1 კვერცხი
- 1 ს.კ. შაქარი
- 30 გ ქიშმიში
- 1 ს.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
- 1 ს.კ. შაქარი
- 1 პაკეტი ვანილის შაქარი ან 0.5 გ ვანილინი
მომზადება
1. მოამზადეთ პროდუქტები. გოგრას გააცალეთ თესლი და ქერქი, დაჭერით და დაალაგეთ პერგამენტიან საცხობ ფორმაზე. გამოაცხვეთ 180 °C-მდე გახურებულ ღუმელში, დარბილებამდე. 15 წუთი საკმარისია. მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირებით.
2. გარეცხეთ ქიშმიში და დაასხით ცხელი წყალი. გააჩერეთ გასიებამდე.
3. შეურიეთ ხაჭო, შაქარი, ვანილინი ან ვანილის შაქარი, კვერცხი და 0.5 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა. ათქვიფეთ მასა ბლენდერში პასტისებრი მდგომარეობის მიღებამდე.
4. ათქვიფეთ ბლენდერში გოგრაც, ფაფის მიღებამდე. დაუმატეთ თაფლი და დარჩენილი ცედრა. თუ გოგრის პიურე ძალიან თხელი იქნება, შეურიეთ კიდევ ერთი კვერცხი ან 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი.
5. წაუსვით საცხობ ფორმას ნებისმიერი მცენარეული ცხიმი. თანაბრად გადაანაწილეთ მასზე 1/3 გოგრის მასა, შემდეგ თანაბარ ფენად წაუსვით 1/2 ხაჭოს მასა, ნახევარი ქიშმიში. კიდევ ერთხელ წაუსვით ფენები იმავე თანმიმდევრობით. უნდა დაგრჩეთ 1/3 გოგრის პიურე, ზედა ფენისთვის.
6. ზემოდან, სურვილისამებრ, დახატეთ ნებისმიერი ფორმები ხაჭოს მასით, ამისთვის კი 2 ს.კ. მასა დაიტოვეთ.
7. აცხვეთ ხაჭოსა და გოგრის ნამცხვარი 180 °C გახურებულ ღუმელში, 20 წუთის განმავლობაში. მეტხანს არ გააჩეროთ, ყველა ინგრედიენტი ისედაც მზადაა. ამ დროისთვის ნამცხვარი ფორმის შენარჩუნებას შეძლებს.
გოგრის ხაჭოიანი ნამცხვარი გემრიელი გამოვა კურაგით ან სხვა სანელებლებით: დარიჩინით, მიხაკით, ანისულით, მუხუდოთი…