გული და გულ–სისხლძარღვთა სისტემა ჩვენს ორგანიზმში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვა დანარჩენზე გავლენას ახდენს. ბევრი ადამიანი გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობას უჩივის, განსაკუთრებით ასაკში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანმრთელი სისხლძარღვები მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას უდრის.
სისხლძარღვების ყველაზე ხშირი პრობლემაა თრომბი, რომლის წარმოქმნა შეიძლება ერთი შეხედვით უვნებელმა პროდუქტმა გამოიწვიოს.
დღეს Vivien გიამბობთ 3 პროდუქტზე, რომლებიც სჯობს არ მიირთვათ ან მისი მოხმარება შეზღუდოთ, თუ სისხლძარღვების გაჭედვისგან დაცვა გსურთ.
1. თაფლი
ბევრს გაუკვირდება, მაგრამ სინამდვილეში თაფლი ყოველთვის სასარგებლო არაა. პრობლემა შაქარშია, რომელიც თაფლში 4/5 წილს იკავებს. უფრო მეტიც, ამ შაქრის ნახევარი ფრუქტოზაა, რომელიც თავის მხრივ სისხლძარღვებისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი უბრალო შაქარი.
დიახ, თაფლი შეიცავს ვიტამინებს, თუმცა არა ბევრს. თაფლის სარგებელს მასში შემავალი შაქარი ფარავს, რომელიც სისხლძარღვებისთვის განსაკუთრებით საზიანოა.
შაქარი სისხლძარღვების შიდა ფენას აზიანებს და ამ ადგილას ფირფიტები ვითარდება. დიდი ალბათობით, დროთა განმავლობაში ფირფიტა სრულყოფილ თრომბად ჩამოყალიბდება. ალბათ, თრომბის შესაძლო შედეგების შესახებ ყველამ იცის.
2. ყურძენი
და კვლავ, ძალიან გემრიელი პროდუქტი და ერთი შეხედვით უვნებელი. სამწუხაროდ, ასე არაა. პრობლემა ფრუქტოზაშია, რომელსაც ყურძენი უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე სხვა ხილი.
პატარა მუჭა ყურძნის (ზუსტად 20 კენკრა) ჭამით შაქრის დღიურ ნორმას მიიღებთ.
სხვათა შორის, შაქარი თითქმის ყველა პროდუქტშია, მათ შორის პურში.
პროდუქტები, რომლებიც ბევრ შაქარს შეიცავენ, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. მათზე საერთოდ უარი თქვით ან ძალიან ცოტა მიირთვით.
3. მაიონეზი
დარწმუნებული ვარ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მაიონეზი მხოლოდ ცხიმებია. აქვე ვიტყვი, რომ მასში შემავალი ცხიმები ყოველთვის საზიანოა, არა ისე, როგორც თესლებში.
ქოლესტერინიც ვერ დააზიანებს სისხლძარღვებს ისე, როგორც ტრანსცხიმები!
ამ ყველაფერთან ერთად მაიონეზი საკმაოდ ცხარეა (პირობითად), რაც ფირფიტების წარმოქმნას ხელს უწყობს. „სინათლეზე გამოსვლისას“ ფირფიტები პროგრესირებას იწყებს და თრომბს ავითარებს. სქელ სისხლში განსაკუთრებით კარგად გამოსდის.
არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროდუქტების გარდა სისხლძარღვებისთვის ბევრი სხვა, მავნე პროდუქტი არსებობს. დღეს მხოლოდ ყველაზე უხილავზე გიამბეთ.