მუცლის ცხიმის დაგროვება 50 წლის ქალებში და 6 რჩევა, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

11420

ქალები საკუთარი გარეგნობის მიმართ უფრო კრიტიკულები არიან, ვიდრე კაცები. სწორედ ამიტომ, ასაკთან ერთად ჩამოწელილი მუცლის გაჩენა მათში მთელ რიგ კომპლექსებს იწვევს. ესთეტიკური პრობლემის გარდა, ჭარბმა მუცლის ცხიმმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც თანდათან მწვავდება.

მუცლის ცხიმის დაგროვების ძირითადი მიზეზები:

  • ჰორმონალური ცვლილებები – ქალის ორგანიზმში 50-60 წლის ასაკში ასაკობრივი ცვლილებები ხდება, რაც კლიმაქსის დაწყებას უკავშირდება. ესტროგენების წარმოება მცირდება, არადა ისინი უჯრედების გლუკოზით კვებაში მონაწილეობენ. შესაბამისად, შექმნილი ცვლილებები ცხიმის დაგროვებას იწვევს.
  • დაავადებების არსებობა – ჩვეულებრივ, ცხიმი კუნთოვან ქსოვილებსა და კანს შორის მდებარეობს. თუმცა ასაკთან ერთად შეიძლება განვითარდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი და სხვა. ეს პათოლოგიები და მავნე ჩვევები შინაგან ორგანოებს შორის ცხიმის დაგროვებას იწვევს. ასეთი სიტუაცია არა მხოლოდ სხეულის ფორმებზე, არამედ ზოგადად ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
  • კვების მიმართ არასწორი მიდგომა – ხშირად ქალები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ წლებთან ერთად ნივთიერებათა ცვლა ნელდება და კალორიები სრულად არ იწვება. სჯობს შეზღუდოთ რაფინირებული ნახშირწყლები (საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეული), ასევე ცხიმიანი საკვები. პარალელურად ფიზიკური აქტივობა უნდა გაზარდოთ, რომელიც 50 წლის ასაკში თითქმის მინიმუმამდე დადის. დაუხარჯავი კალორიები ცხიმებად გარდაიქმნება, რომლებიც ჩვეულებრივ გვერდებში და მუცლის ზონაში გროვდება.
  • წიდების ფორმირება – ასაკის მატებასთან ერთად საჭმლის მომნელებელ ორგანოებში მავნე ნივთიერებები მუდმივად გროვდება, რაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილების წარმოქმნა ფერხდება და ვიტამინების რაოდენობა მცირდება. ასეთი მდგომარეობა შიმშილს იწვევს, ხოლო კალორიული საკვების მიღება დისკომფორტს და წიდების რაოდენობას ამატებს.
  • გენეტიკური მიდრეკილება – 50 წლის ქალებში მუცლის ცხიმის გაჩენაში მემკვიდრეობით ფაქტორი არა ნაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ სიმსუქნისკენ, კერძოდ, მუცელში ცხიმის დაგროვებისკენ მიდრეკილება გაქვთ, საკუთარ თავს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ნებისმიერი მოდუნება ზედმეტ კილოგრამებს და დამატებით ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს.

რა არ უნდა გააკეთოთ

ბევრი ქალი მუცლის მოსაშორებლად რადიკალურ ზომებს მიმართავს, თავს დიეტებით იტანჯავს. ეს არა სასურველ შედეგს, არამედ ჯანმრთელობის დაზიანებას გამოიწვევს.

ორგანიზმისთვის წონის მკვეთრი კლება სტრესია, ამიტომ სწრაფად დაკარგული კილოგრამები სწრაფადვე ბრუნდება. ორგანიზმი დაცვის რეჟიმში გადადის, რომ შესაძლო შიმშილობისგან თავი დაიცვას და „ყოველი შემთხვევისთვის“ მოიმარაგოს.

დაჩქარებული წონის კლება გარეგნობაზე ცუდად აისახება. 50 წლის შემდეგ კანი თავის ძველებურ მოქნილობას კარგავს და სწრაფ ცვლილებებთან შეგუებას ვერ ასწრებს ან შეიძლება უბრალოდ ჩამოიწელოს.

ამრიგად, მუცლის მოსაშორებლად ეტაპობრივად უნდა იმოქმედოთ და ეს არა დროებითი მოვლენა, არამედ ცხოვრების წესი უნდა გახდეს.

სპეციალისტების რეკომენდაციები

სწორად იკვებეთ – კვების რაციონის და რეჟიმის შეცვლა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ჭარბი ცხიმის დასაწვავად.

ამისთვის უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

  • დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი დალიეთ (თხევადი კერძები არ ჩათვალოთ).
  • უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ საკვებს. რაციონში ჩართეთ მეტი ბოსტნეული, მწვანილი და ხილი.
  • რძემჟავა პროდუქტები აუცილებლად მიირთვით. ისინი ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებენ.
  • კვება დაყავით: 5 მთავარი კვება 2 წახემსებასთან ერთად.
  • ძილის წინ კუჭი არ დატვირთოთ.

ორგანიზმი გაწმინდეთ

სჯობს ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ და ფრთხილად იმოქმედოთ, რადგან ამ პროცედურაზე ყველას ინდივიდუალური რეაქცია აქვს.

ნაწლავების მონიტორული წმენდა სამედიცინო დაწესებულებებში ხდება.

სახლის პირობებში შეგიძლიათ გაიკეთოთ გამწმენდი ოყნა ბალახებით (გვირილა, გულყვითელა). პროცედურები ათდღიანი ინტერვალით ჩაიტარეთ.

მიიღეთ ვიტამინების ნარევი, რომელსაც მსუბუქი საფაღარათო მოქმედება აქვს. მის მოსამზადებლად ლეღვი, გარგარის ჩირი, შავქლიავი თანაბარი პროპორციით აიღეთ და თაფლს შეურიეთ. ყოველდღე, უზმოზე 1 დესერტის კოვზი ნარევი მიიღეთ.

პრესი გააძლიერეთ

50 წლის ასაკში პრესის კუნთები სუსტდება და სპეციალური ვარჯიშები სჭირდება. აუცილებელი არაა სავარჯიშო დარბაზში წახვიდეთ, საკმარისია სტანდარტული ვარჯიშები რეგულარულად შეასრულოთ.

  • ზურგზე დაწექით, ფეხები ასწიეთ, მცირე კუთხე შექმენით, მაგრამ მუხლებში არ მოხაროთ. ფეხებით ვარჯიში „მაკრატელი“ გააკეთეთ.
  • ხელები კეფაზე დაიდეთ, გადააჯვარედინეთ, ტერფები დააფიქსირეთ და ნელ–ნელა აიწიეთ.

ორგანიზმი ფიზიკურად დატვირთეთ

მაგალითად, ყოველდღე ფეხით იარეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. სასარგებლოა ნებისმიერი სახის მოძრაობა: ცეკვა, ცურვა, ველოსიპედის ტარება.

თუ შესაძლებლობა გაქვთ, კიბეებზე ფეხით ადით, ლიფტი არ გამოიყენოთ. თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან 50 წლის შემდეგ კუნთები ძველებურად მოქნილი აღარაა და სახსრებიც უფრო მყიფეა.

კოსმეტიკური პროცედურები ჩაიტარეთ

პერიოდულად შეგიძლიათ სპეციალისტს მიმართოთ, ძირითადად, პროცედურები სახლში ჩაიტარეთ.

ეფექტურია სახვევები: ასე ცხიმის უჯრედებზე პირდაპირ იმოქმედებთ, კანის წყლის ბალანსს მხარს დაუჭერთ, მის მოქნილობას გაზრდით. ასეთი პროცედურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი, დარიჩინი, ყავა, კოსმეტიკური თიხა.

მასაჟი, ასევე კონტრასტული შხაპი ფორმების შესანარჩუნებლად კარგია.

მშვიდი განწყობა და დასვენება

თუ ხშირად სტრესი გაწუხებთ, ფორმების კორექტირებას ვერ შეძლებთ. სწორედ ამიტომ, ნეგატიური ემოციების შეკავება ისწავლეთ.

ღამით სრულყოფილად დაისვენეთ, რადგან ასაკში ქრონიკული უძილობა ჭარბ წონას იწვევს და არა დაკარგვას.

გახსოვდეთ: მოცემული რჩევები კომპლექსურად და რეგულარულად უნდა გამოიყენოთ, რომ ეს არა პერიოდული მოვლენა, არამედ ცხოვრების წესი გახდეს. ასე მუცლის მოშორებას ნამდვილად შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს