მეცნიერული ახსნა, რატომ გვინდა ტუალეტში გასვლა ყავის დალევის შემდეგ

877

„ჩემი მეუღლე დილით, საუზმის მიღების შემდეგ პირველ ფინჯან ყავას სვამს. ეს ერთგვარი რიტუალია. ყავა აუცილებლად სახლში უნდა დალიოს, რადგან ძალიან მალევე ტუალეტში გასვლა სურს. თავად ლიმონიანი თბილი წყალი მიყვარს და დილას ამით ვიწყებ, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაც არ მაწუხებს. ჩემს მეუღლეს და ბევრ ყავის მოყვარულ ნაცნობს სასმელის დალევისთანავე კუჭის დაცლა ან მოშარდვა სურს“ – წერს ჩვენი ერთ–ერთი მკითხველი. Vivien გიზიარებთ მეცნიერულ კვლევებს, თუ რატომ იწვევს ყავის დალევა ტუალეტში გასვლის სურვილს.პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ყავაზე მსგავსი საფაღარათო და შარდმდენი სიმპტომები ყველა ადამიანს არ აქვს, თუმცა ყავაზე მგრძნობიარე ადამიანები მაინც ბევრია. მნიშვნელობა არ აქვს რომელ ყავას სვამთ, ნატურალურს, ხსნადს თუ უკოფეინოს, ტუალეტში გასვლის მოულოდნელი სურვილი ნებისმიერმა შეიძლება გამოიწვიოს.

ყავა ნაწლავების მოძრაობას აჩქარებს და დაცლის შეტევებს გრძნობთ. მეცნიერების თქმით, კოფეინი არაფერ შუაშია. ნაწლავებზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ქლოროჰენური მჟავა და ქოლეცისტოკინინი, რომლებიც ყავის შემადგენლობაში შედიან.დიდწილად, ტუალეტში გასვლის სურვილი დაკავშირებულია იმასთან, რომ ყავა გასტრინის ჰორმონის წარმოებას ხელს უწყობს. ეს ჰორმონი კუჭს ბევრი წვენის წარმოებას აიძულებს და მსხვილ ნაწლავში აქტივობას ზრდის. ორგანიზმს სწრაფი რეაქცია აქვს, ამიტომ ყავა სჯობს სადმე სააბაზანო ოთახთან ახლომახლოს დალიოთ. მაგალითად, სახლში, ოფისში, კაფეში.კოფეინი შარდვას აჩქარებს. ის სისხლის მიმოქცევას და შარდის წარმოებას ზრდის, თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობას ხელს უწყობს. ყავის მოყვარულებს ხშირად გაუწყლოება და ყაბზობა აწუხებთ.

სასარგებლო დასკვნები – თუ ყავის დალევისთანავე სააბაზანო ოთახში შესვლას ჩქარობთ და ყავაზე მგრძნობიარე ადამიანების კატეგორიაში ხართ (25-30%), რამდენიმე წესი დაიმახსოვრეთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი არ შეგეშალოთ. ყავაზე ორგანიზმის რეაქცია ნორმალურია, მიზეზებზე ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს, მაგრამ ამ წესებით ცხოვრებას გაიმარტივებთ:

  1. დილით ყავა მანამ დალიეთ, სანამ სახლიდან გახვალთ, მინიმუმ 1 საათით ადრე.
  2. შენობის დატოვებამდე, რომელსაც სველი წერტილები აქვს, ყავა 40 წუთით ადრე დალიეთ.
  3. მნიშვნელოვან შეხვედრებზე ყავაზე უარი თქვით, მის ნაცვლად შეგიძლიათ წყალი დალიოთ.
  4. მეტი ყავა უფრო ძლიერ შარდმდენ ეფექტს უდრის.

მეცნიერულ კვლევაში საკვლევი სუბიექტები ზოგჯერ აღნიშნავენ, რომ ასეთ ეფექტს ცხელი ჩაის და კაკაოს დალევის დროსაც გრძნობენ. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს კოფეინის შემცველობით არის გამოწვეული. ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მიზეზი სასმელის ტემპერატურაშია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს