თუ ჯერ კიდევ გაქვთ მაგნიტები მაცივარზე, ახლავე მოაშორეთ. მიზეზი დამარწმუნებელია

7426

ალბათ, გაგიჭირდებათ ოჯახის პოვნა, რომელსაც მაცივარზე ორი მაგნიტი მაინც არ აქვს მიკრული. მაგნიტები გვახსენებს ადგილებს, რომლებიც მოვინახულეთ ან სადაც ჩვენი მეგობრები და ნათესავები იყვნენ და მოგზაურობიდან საჩუქრად ჩამოგვიტანეს.

საკმარისია მაგნიტებს შეხედოთ, რომ მაშინვე მშვენიერი მოგზაურობა ან მოგონებები გაიხსენოთ. ბოლო დროს პოპულარულია ფოტოების გადაღება მაცივრის მაგნიტების სახით. ასე შეგიძლიათ გაიხსენოთ ცხოვრების რეალური მოვლენები ყოველთვის, როცა სამზარეულოში იმყოფებით.

მაცივრის მაგნიტები

მაცივრის მაგნიტები მხოლოდ სასიამოვნო მომენტებს არ გვახსენებს. ხშირად მათ მაცივარზე სასარგებლო ინფორმაციის მისაკრავად ვიყენებთ. მაგალითად, საყიდლების სიის, საქმეების და ღონისძიებების განრიგის, ოჯახისთვის შეტყობინების გადასაცემად.

ბავშვებს მაცივარზე თავიანთი ახალი ნახატების მიკვრა ძალიან უყვართ. სამზარეულო ხომ ადგილია, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება და ყველა მნიშვნელოვანი საკითხიც აქ განიხილება. მაცივარი სამზარეულოს მთავარ ტექნიკად სამართლიანად ითვლება.

მიჩვეული ვართ, რომ გვაქვს ახალი გემრიელი პროდუქტები და არ გვაშინებს მათი გაფუჭება. მაცივრის მთავარი დანიშნულებაა, პროდუქტები შეინახოს, ხილი და ბოსტნეული საკვებ მდგომარეობაში შეინარჩუნოს. მაცივრის ცუდად მუშაობა მთელი ოჯახისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა გახდეს.

როგორც ნებისმიერ ტექნიკას, მაცივარსაც განსაკუთრებული მოვლა და პროფილაქტიკა სჭირდება. ყოველთვის აკონტროლეთ ტემპერატურის რეჟიმი, კარებზე რეზინების სიმჭიდროვე, ძრავის მუშაობა, ფრეონის არსებობა. რა გავლენას ახდენს მაგნიტები მაცივარზე?

მაგნიტების გავლენა მაცივარზე

სახლში ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარშემო ელექტრომაგნიტური ველი არსებობს. ძალიან მცირეა, რომ ვიგრძნოთ, მაგრამ მოწყობილობაზე ელექტროენერგიის გავლენა შეუმჩნეველი არ რჩება. მით უფრო, თუ ტექნიკა მუდმივად ჩართულია, როგორც მაცივარი.

მაგნიტები ქმნის საკუთარ ველს, რომელიც ტექნიკის ელექტრომაგნიტურ ველზე გავლენას ახდენს. მაგნიტს ტექნიკის მუშაობაში დისბალანსი შეაქვს. რაც უფრო დიდხანს არის მიკრული მაგნიტები მაცივარზე, მით უფრო ძლიერ გავლენას ახდენს მასზე.

რა თქმა უნდა, მაგნიტი მაცივარზე თავისი ზომით და სიმძლავრით ძალიან მცირეა. თუ მაცივარზე რამდენიმე მაგნიტი დიდხანს მიკრულია, მისი ველი ტექნიკაზე მოქმედებს. სწორედ ამიტომ, ტექნიკოსები და ელექტრიკოსები გირჩევენ, რომ მაცივარზე ან სხვა ელექტროტექნიკაზე ბევრი მაგნიტი არ მიაკრათ.

ამ თემაზე ბევრი კვლევა ჩატარდა და მისმა შედეგებმა აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში მოწყობილობის მუშაობა ირღვევა. რაც უფრო მეტი ელექტრონიკაა მოწყობილობაში, მით მეტია შანსი, რომ დროთა განმავლობაში პროგრამული შეცდომები და დარღვევები აღმოაჩინოთ.

იმის მიუხედავად, რომ მოწყობილობები სხვადასხვა პირობებში გამოსცადეს, მიზეზი არაა, რომ ტექნიკა ყოველდღიურად სტრესში ამყოფოთ. მით უფრო, თუ დიდი მოწყობილობის, მაცივრის ხშირად განახლებას არ გეგმავთ. მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, თუ ახდენს გავლენას მაგნიტი მაცივარში პროდუქტების ხარისხზე.

ნებისმიერ წვრილმანს სახლში, თუ გემოვნებით და სიყვარულით შერჩეულია, კომფორტი და ჰარმონია მოაქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ სახლში კომფორტი ტექნიკის და მოწყობილობების სწორი მუშაობით იქმნება, როცა სახლში არაფერი ზიანდება და ახალი ტექნიკის შესაძენად გაუთვალისწინებელი ხარჯის გაღება არ გიწევთ.

გირჩევთ, რომ საკუთარი თავისა და ტექნიკის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ასე სახლში სრული ჰარმონია დაისადგურებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს