სხვადასხვა ქვეყნის 10 უსიამოვნო თავისებურება, რომლებიც ტურისტებმა წინასწარ უნდა იცოდნენ

1785
სხვადასხვა ქვეყნის 10 უსიამოვნო თავისებურება, რომლებიც ტურისტებმა წინასწარ უნდა იცოდნენ
სხვადასხვა ქვეყნის 10 უსიამოვნო თავისებურება, რომლებიც ტურისტებმა წინასწარ უნდა იცოდნენ

წინასწარ გაფრთხილებული ხარ ნიშნავს შეიარაღებული ხართ. სამოგზაუროდ წასვლამდე, ქვეყნის განსაკუთრებული წესების შესახებ ინფორმაციის მოპოვება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ უსიამოვნებაში გაეხვევით.

მაგ. დიდ ბრიტანეთში თქვენ შეიძლება ჩაგერი დაგესხათ თავს, ინდონეზიაში ყურადღებით უნდა იყოთ, თუ რას აბიჯებთ, შეიძლება ციხეში აღმოჩნდეთ, ხოლო ავსტრალიაშია საფრთხეს არა მარტო ფეხებთან, არამედ თავს ზემოთაც ელოდეთ.

დღეს სასარგებლო რჩევები შევაგროვეთ, რომლებიც თქვენ ფულის და ნერვების დაზოგვაში დაგეხმარებათ.

1. სამხრეთ კორეაში Google Map-ის იმედზე ნუ იქნებით


Google Map-ი მოგზაურობის თავად დაგეგმვას სამხრეთ კორეაში ვერ შეძლებთ. სახელმწიფოს მმართველობა Google-is კარტოგრაფიული მონაცემების წვდომის უფლება ეროვნული უსაფრთხოების მიზნით არ აძლევს. სწორედ ამიტომ ადგილობრივი ნავიგაციური აპლიკაციის დაყენება მოგიწევთ. ყველაზე პოპულარულია NAVER Map, რომელიც ახლა არა მხოლოდ კორეულ, არამედ ინგლისურ ენაზეც ხელმისაწვდომია.

2. დიდ ბრიტანეთში შეიძლება დაჟინებულ კანონიერ შემომწირველებს შეხვდეთ


მათთვის განსაკუთრებული სიტყვა არსებობს “ჩაგერი” (chugger), რომელიც სიტყვების charity (ქველმოქმედება) და mugger (მძარცველი) გაერთიანებას წარმოადგენს. ისინი საკმაოდ დაჟინებით მუშაობენ: თავს გეხსმიან, მხიარულად გესალმებიან, შემდეგ კი რამდენიმე ხურდის შეწირვას გთხოვენ.ზოგჯერ თვიური შემოწირულობის გადასარიცხად ანკეტასაც გავსებინებენ.
მეთოდი მუშაობს: ზოგიერთი გამვლელი ფულს აძლევს, რომ მათ თავი დაანებონ. თუ ფულის მიცემა არ გსურთ, უმჯობესია ქუჩურ საუბარში არ გაეხვიოთ, რადგან თანხის გაღება ეს კეთილი საქმეა. საერთო ჯამში, ბრიტანელები ჩაგერებს ვერ იტანენ, მაგრამ მათ მოთმინებით ეპყრობიან, რადგან მათ საქმიანობას ქველმოქმედებად თვლიან.

3. სინგაპურში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭამა და დალევა აკრძალულია


სინგაპურს ზოგჯერ “აკრძალვების ქვეყანას” უწოდებენ და ასეც არის. ალბათ უკვე გსმენიათ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევაზე 1000 $ ჯარიმაა? საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭამაზე, დალევაზე, ბავშვის ძუძუთი გამოკვებაზე ჯარიმა სულ რაღაც 500$-ს შეადგენს. ასე რომ თუ მეტროთი მგზავრობთ და დალევა ძალიან მოგინდათ, მოთმინება მოგიწევთ.
რატომ ასეთი სიმკაცრე? საქმე იმაშია, რომ სინგაპურის მმართველობას სურს სახიფათო სიტუაცია და მგზავრების არაკომფორტულობა მაქსიმალურად თავიდან აიცილოს. შემთხვევით დაღვრილმა სასმელმა ან საკვებმა შეიძლება დასაჯდომი დასვაროს, ამასთან შეიძლება ვინმეს ფეხი აუცურდეს და ასრიალდეს.

4. ინდონეზიაში შეიძლება ციხეში აღმოჩნდეთ, თუ კანანგ-სარის ფეხს დააბიჯებთ ან ცუდად მოიხსენიებთ


თუ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მოხვდებით იცოდეთ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ კანანგ-სარის დანახვისას, რომელიც ინდუიური ღმერთის სანგ ჰიანგ ვიდხი ვასუსსთვის შეწირვას წარმოადგენს. მას მაცხოვრებლები ყოველდღე პირდაპირ ქუჩაში გზავნიან. ადამიანი, ვინც მასზე თუნდაც შემთხვევით ფეხს დააბიჯებს, ან ცუდად მოიხსენიებს 4 წლიან პატიმრობას მიუსჯიან და საკმაოდ დიდ ჯარიმას გამოუწერენ.

ასე დაემართა ქალს, რომელმაც კანანგ-სარის “ბინძური” უწოდა თავისი დედამთილის თვალწინ, რომელმაც მას პოლიციაში უჩივლა. შედეგად, სასამართლომ ქალი დამნაშავედ აღიარა და 14 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

5. 21:00 საათის შემდეგ შვეიცარიაში თითქმის ვერაფერს ვერ იყიდით


შვეიცარული მაღაზიების უმეტესობა 18:30 (ხუთშაბათობით 21:00) საათზე იკეტება, ხოლო კვირას საერთოდ არ მუშაობს. ამასთან არის პატარა მაღაზიები, რომლებიც თავისი წესებით მუშაობენ.
თუ რომელიმე სასურსათო მაღაზია 21:00 საათის მერე ღია არის, ალკოჰოლს არ მოგყიდიან – ამ დროს სასმელის გაყიდვა აკრძალულია. სწორედ ამიტომ საყიდლებზე დროულად უნდა იზრუნოთ. ეს ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასაც ეხება, მაგ., ავსტრია და გერმანია.

6. ტუნისიდან ადგილობრივი ფულის გატანა აკრძალულია


ტუნისური დინარი აკრძალული ვალუტის” სიაში შედის, სწორედ ამიტომ მისი ქვეყნიდან გატანის მცდელობა უსიამოვნებით დაგიბრუნდებათ. ზოგიერთი ტურისტი მაინც ცდილობს თანხის გატანას, მას სხვა ქვეყნის ხურდებში ურევენ, მაგრამ აეროპორტში შემოწმების რისკი არსებობს. წვრილი ხურდის ან ფულის გატანა სისხლის სამაrთლის საქმეს ეხება.

7. ტაილანდში ტუალეტები გაგაოცებთ


ეს არა მხოლოდ ტაილანდს, არამედ ბევრ აზიურ ქვეყანას ეხება, სადაც ევროპული და ამერიკული ტიპის ტუალეტები გავრცელებული არაა.
ასეთი ტუალეტით სარგებლობისთვის მასზე უნდა დაჯდე, ხოლო ჩარეცხოთ ვედროთი. ამასთან შეიძლება ტუალეტის ქაღალდი არც იყოს, რადგან ადგილობრივი მის ნაცვლად წყლის გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას.

8. იტალიაში ყალბი პოლიციელები ოპერირებენ


ამ ქვეყანაში, როგორც სხვაგან, არა ნამდვილ უსაფრთხოების დამცველს შეიძლება გადაეყაროთ, რომლებიც სხვადასხვა მიზნით ტურისტებს “ამოწმებენ და საფულეებს უცარიელებენ. ხშირად ასეთი პოლიციელის როლში გამოდის ადამიანები ფორმაში (ნამდვილი პოლიციელის ფორმის მაგალითს სურათზე ხედავთ), მაგრამ ყალბი დოკუმენტებით.

ნამდვილი პოლიციელი ტურისტების დოკუმენტებს არ ამოწმებს, რადგან მათ სხვა ამოცანა აქვთ. თუ ასეთ პოლიციელებს გადაეყრებით, დოკუმენტების მიწოდება არ იჩქაროთ, უმჯობესია ნამდვილი პოლიციელი გამოიძახოთ. ხშირად ეს მუქარა საკმარისია, რომ ცრუ პოლიციელი თვალიდან გაქრეს.

9. ჩინეთში შეიძლება შემთხვევით ტაქსი “გატეხოთ”


თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს ტურისტის მოტყუების სქემა ტაქსში. თუმცა ჩინეთში შეიძლება იმაშიც დაგადანაშაულონ, რომ თქვენ სატრანსპორტო საშუალებას ზიანი მიაყენეთ. ეს ასე ხდება: ტაქსისტი მგზავრის კარებზე სახელურს წებოვანი ლენტით ან წებოთი ამაგრებს, ხოლო როცა მგზავრი კარის გაღებას ცდილობს, სახელური “ტყდება”.
ტაქსისტი ყვირილს იწყებს და ფულის გადახდას გაიძულებთ. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია პოლიციას მიმართოთ, რადგან თქვენ გაგამართლებენ და არა ტაქსისტს. რა თქმა უნდა, უმჯობესია ლიცენზირებული ტაქსის ნომერი წინასწარ გაიგოთ, რომ უსიამოვნებაში არ გაეხვეთ. მაგ., პეკინში ყველა კანონიერი ტაქსის სარეგისტრაციო ნომერი იწყება სიმბოლოთი 京.

10. ყველა ავსტრალიელს თქვენი მოკვლა არ სურს, მაგრამ სიმართლის მარცვალი ამაში არსებობს.

ამ ქვეყანაში საფრთხეს არა მხოლოდ ობობა და გველი წარმოადგენს, არამედ ერთი შეხედვით უვნებელი ბალახი და ლამაზი ფრინველი. თავად ავსტრალიელები ხუმრობენ, რომ გაზაფხულთან ერთად ორი საფრთხე ემუქრებათ: ბინდი და კაჭკაჭი
ავსტრალიური ბინდი – ეს შუბლზე წმინდა ნიშანი, ან სტივ ირვინის ქალიშვილის სახელი არაა, არამედ ავთვისებიანი მცენარე, რომელიც ოხრახუშს ჰგავს. თავად მწვანილი საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი თესლის შხამი ადამიანის ფეხებს ეკვრის. მათ მოსაშორებლად ავსტრალიელები სპეციალურ ჰერბიციდს იყენებენ.

ავსტრალიური კაჭკაჭის მთავარი თავისებურებაა აგრესიული თავდასხმა ქორწინების პერიოდში. ფრინველები ქვეით მოსიარულეებს, ველო და მოტოციკლეტისტებს თავს ესხმიან. ნახეთ როგორ მისდევს კაჭკაჭი ველოსიპედისტს.

მიუხედავად ამისა, ბევრი კაჭკაჭი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ისინი კარგად იმახსოვრებენ ადამიანებს, რომლებიც მათ მიმართ აგრესიული იყო. მთავრობა გირჩევთ რომ ფრინველების პროვოცირება არ მოახდინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც ისინი ბუდობენ.

სხვა ქვეყნის რომელი თავისებურებები იცით თქვენ? გვიამბეთ კომენტარებში, შეიძლება რომელიმე მომავალ მეგზაურს საფრთხისგან დაიცავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს