ამოცანა, რომელსაც ფრიადოსნებიც შეცდომაში შეჰყავს. 97% არასწორად ხსნის

1125

რთული ამოცანების ამოხსნა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლოა. ასეთი ინტელექტუალური გახურება ტვინს მოქმედებას აიძულებს. ყოველდღიურ რუტინაში, სადაც ადამიანი საქმეების უმეტესობას ავტომატურად ასრულებს, ეს ძალიან უჩვეულო, ამიტომ მენტალური ჯანმრთელობისთვის ღირებულია. Vivien რამდენიმე ეშმაკურ ამოცანას გთავაზობთ. საინტერესოა, რომ თითოეული ამოცანა შეიცავს ხრიკს, რომელიც რთული შესამჩნევია. სწორედ ამიტომ, დაკვირვებული ადამიანებიც შეცდომას უშვებენ, როცა მარტივი ამოხსნის პოვნას ცდილობენ. საკუთარი თავი და შესაძლებლობები შეამოწმეთ.

ამოცანები ხრიკებით

  1. პირველი ამოცანის პირობაში ვკითხულობთ, რომ ვიღაც ბიჭმა იყიდა ბოთლი საცობით 12 ლარად. ცნობილია, რომ ბოთლი საცობზე 10 ლარით ძვირია. შეძლებთ სწრაფად გამოთვალოთ, რა ღირს ერთი საცობი?
  2. ცნობისმოყვარე კონსიერჟმა გადაწყვიტა დაეთვალა, რამდენი საფეხური იყო პირველ და მეექვსე სართულებს შორის. საქმეს შეუდგა და გაირკვა, რომ პირველიდან მესამე სართულამდე 36 საფეხური იყო. ამ ინფორმაციის გაგებით სწრაფად გაიაზრა, რამდენი საფეხურია პირველ და მეექვსე სართულებს შორის. სცადეთ დათვლას.
  3. წინა საკითხზე პასუხის პოვნის შემდეგ კონსიერჟი ახალ პრობლემაზე დაფიქრდა. ისურვა გაეგო, რამდენჯერ მეტია მე-6 სართულზე ასასვლელი გზა მე-3 სართულისგან. პასუხი ისევ სწრაფად იპოვა. თქვენ?

მინიშნებები და პასუხები

  1. ბევრი სწრაფად პასუხობს, რომ საცობის ფასია 2 ლარი. ეს არასწორია. 10 ლარი ხომ სხვაობაა და არა თავად ბოთლის ღირებულება. სინამდვილეში, ბოთლი 11 ლარი ღირს, ხოლო საცობი – 1 ლარი.
  2. ვიღაც გაიფიქრებს, რომ პასუხის საპოვნელად საკმარისია 36–ის 2–ზე გამრავლება. ეს შეცდომაა. ჩვეულებრივი სადარბაზოს წარმოდგენისას მაშინვე გვიპასუხებთ, რომ პირველ და მესამე სართულებს შორის მხოლოდ ორი მალია. ასე გამოდის 36 ÷ 2 = 18 (საფეხურების რაოდენობა ერთ მალში). ხოლო პირველ და მეექვსე სართულებს შორის ასეთი 5 მალია. ამიტომ 18×5=90 (საფეხურები 1-ელ და მე-6 სართულებს შორის).
  3. წინა ამოცანის ამოხსნის შემდეგ, პასუხს აქაც მარტივად იპოვით. გამოუცდელი ადამიანი ისევ უპასუხებს, რომ მე-6 სართულისკენ მიმავალი გზა მე-3 სართულისკენ მიმავალ გზაზე 2–ჯერ მეტია. უკვე ვიცით, რომ მესამე სართულზე ასასვლელად 2 მალი უნდა გადალახოთ, მე-6 სართულზე ასასვლელად – 5. გამოდის, 5 ÷ 2 = 2.5, ანუ 2,5-ჯერ უფრო გრძელია.