ჩემი შვილის კლასელი დედას სახელით მიმართავს. არ მესმის, ეს როგორ მოხდა

297

იცით, რას ეძახიან მშობლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? ხშირად ბავშვები ჩვენთვის ჩვეულ სიტყვებს „დედა“ და „მამა“ საერთოდ არ ამბობენ. ამის ნაცვლად უბრალოდ სახელით მიმართავენ. მაგალითად, ვერ წარმომიდგენია, როგორ დავუძახებ დედას თამუნას და მამას ვახტანგს. აი, საზღვარგარეთ ეს ნორმად იქცა. Vivien გიამბობთ, რატომ ხდება ასე.

რას ეძახიან მშობლებს – თანამედროვე ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობა მართლაც განსხვავებულია. მაგალითად, ოდესღაც დედ–მამაზე თქვენობით მიმართვა მიღებული იყო. დღეს ტრადიცია წარსულს ბარდება. უფროსი თაობის პატივისცემაც სულ სხვა პოსტულატებს ეფუძნება.ადრე მშობლების, ბებიების და ბაბუების სიტყვა კანონი იყო, მათი აზრი საბოლოო ჭეშმარიტება. ახლა ახალგაზრდა თაობას ამა თუ იმ თემაზე საკუთარი აზრის გამოხატვა არ აშინებს. ოჯახის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთთან იკამათონ და საკუთარი პოზიცია დაიცვან, თუ მშობლებისგან განსხვავებულად ფიქრობენ.ალბათ, ეს კარგი ცვლილებაა, რადგან ბავშვები ინდივიდუალურობის გამოხატვას სწავლობენ. მშობლების სწორი მიდგომით ეს ბავშვებს უფროსებთან ურთიერთობაში დაეხმარება. გარდა ამისა, ახალგაზრდა თაობა ხვდება, როგორ გამოხატოს პატივისცემა არა სიტყვებით, არამედ საქმით.

მშობლებსა და შვილებს შორის  ურთიერთობა – ადრე მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა შეზღუდვებით და პირობითობით დატვირთული იყო. თანამედროვე სამყაროში ბევრ ოჯახს ამ ფორმალობის მოშორება სურს. როცა ბავშვი დედ–მამას სახელით მიმართავს, უფრო ახლოვდებიან. მეგობრული კავშირი მყარდება, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გვხვდება.მაგალითად, მყავდა კლასელი, რომელიც დედას ხათუნას ეძახდა, ხოლო მამას – ირაკლის. ნამდვილად უფრო მეგობრები იყვნენ, ვიდრე მშობლები და ქალიშვილი. მათი ურთიერთობა განსხვავდებოდა იმისგან, რასაც საკუთარ დედ–მამასთან ურთიერთობაში ვგრძნობდი. ასეთი ქცევის მოდელი მხოლოდ საზღვარგარეთ არ გვხვდება.

ამავდროულად, ბებიას ყოველთვის სახელით მივმართავდი. მანანა ერქვა, მე და ჩემი ძმა შემოკლებით მანოს ვეძახდით. ეს ძალიან საყვარელი კნინობით–ალერსობითი სახელია, რომელმაც დაგვაახლოვა. იმის მიუხედავად, რომ ბებია ძველი სკოლის მოსწავლე იყო, არ მოსწონდა, როცა ბებიას ვეძახდით.სხვა მიზეზიც არსებობს, რის გამოც ბავშვები მშობლებს სახელით მიმართავენ. ეს საკმაოდ ბანალურია. ბავშვს ესმის, როგორ მიმართავენ დედ–მამა ერთმანეთს სახლში. ასე შვილები მშობლებს ბაძავენ. გარდა ამისა, სახელით ადამიანის იდენტიფიცირება უფრო მარტივია, ვიდრე მისი სოციალური სტატუსით.

რედაქციის რჩევა – ბევრ მშობელს მოსწონს, როცა შვილები სახელით მიმართავენ. ამ ჩვევაში უცნაური არაფერია, რადგან სამყარო ერთ ადგილზე არ დგას და სოციალური კონტაქტები, როგორც ცხოვრების სხვა ასპექტები, ვითარდება. თუ შვილს არ სურს დედა ან მამა დაგიძახოთ, მაგრამ ამას ვერ იგებთ, ბავშვზე ზეწოლა არ მოახდინოთ. პირველ რიგში, გაარკვიეთ, რატომ გაუჩნდა ასეთი იდეა.მკაცრი აკრძალვა თქვენს ურთიერთობას შეარყევს. ეს კი მომავალში შესაძლო პრობლემებისთვის თესლს დათესავს. ასეთი სისულელის გამო ურთიერთობას ნუ გააფუჭებთ. ინგლისურენოვან ქვეყნებში მშობლებისთვის სახელის დაძახება ნორმაა. ჩვენთან ამის გაგება ყველას არ შეუძლია.ამ თემას მშობლების ერთ–ერთი ფორუმზე წავაწყდი. საოცარია, მაგრამ ამ საკითხშიც უცხოელებს თავზე ლაფს ვასხამთ. მოდით, ერთმანეთის მიმართ მეტი კეთილგანწყობა გამოვიჩინოთ. მით უფრო, ჩვენი გადასაწყვეტი არაა, რას დაუძახებს უცხო შვილი თავის მშობელს.