ფარული ფუნქცია, რომელიც თითქმის ყველა ქვაბს აქვს

210

გსმენიათ, რომ სამზარეულოს ქვაბს აქვს ფარული ფუნქცია? ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა მზადების პროცესში ქვაბს თავსახურს ხდით და არ იცით, სად წაიღოთ. ნებისმიერ კერძს მორევა, ინგრედიენტების დამატება ან გასინჯვა სჭირდება. თავსახური ან ხელში რჩება ან ეძებთ, სად დადოთ. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ სამზარეულოს მოწყობილობების დიზაინერებმა ვერ მოიფიქრეს, რა უყონ ქვაბის თავსახურს, რომელიც ხელს გვიშლის. აღმოჩნდა, რომ ქვაბი თავსახურის დამჭერის ფუნქციას თავად ასრულებს. ამის შესახებ ცოტამ თუ იცის. Vivien გიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას, რომ საყვარელ სამზარეულოში უსიამოვნებები ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოთ.

სამზარეულოს ქვაბები – სამზარეულოში კერძების მზადებისას სიცხე დგება. საყვარელი კერძების მოსამზადებლად ხომ მაღალ ტემპერატურასთან საქმე გვაქვს. ქვაბზე დახურული თავსახური მაღალ ტემპერატურაზე ძალიან ცხელდება და ხელში მისი დიდხანს დაჭერა შეუძლებელია. ჩნდება პრობლემა, სად წავიღოთ თავსახური, სანამ არ გვჭირდება. ზოგიერთი ამ მიზნით მეზობელ კონფორს იყენებს, მაგრამ ის ყოველთვის თავისუფალი არაა. თან თავსახურიდან კონდენსატის წვეთები სუფთა ქურას ეწვეთება.

სამუშაო ზედაპირის გამოყენება კარგი იდეა არაა, რადგან მაღალ ტემპერატურას მასალის დაზიანება და კვალის დატოვება შეუძლია. ზოგი იყენებს დამატებით მოწყობილობას, რომელზეც თავსახური თავსდება. ეს მოწყობილობა დიდ ადგილს იკავებს და ყოველთვის გონივრული არაა. თავსახურის სულ ხელში დაჭერა მოუხერხებელია. განსაკუთრებით, როცა ორივე ხელი გჭირდებათ, ხოლო ცხელი თავსახურიდან წვეთები წვეთავს და კანს წვავს. რა გავაკეთოთ?

სამზარეულოს ქვაბის ფარული ფუნქცია – გამოსავალი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგედგინათ. ქვაბის თავსახური თავად ქვაბზე შეგიძლიათ დადოთ. ქვაბების უმეტესობას სპეციალურად განლაგებული სახელურები აქვს. მასზე თავსახური კიდით მარტივად შეგიძლიათ მოათავსოთ. ქვაბის სახელურებს განსაკუთრებული ფორმა აქვთ. ისეა მიმაგრებული, რომ სახურავი გარკვეული კუთხით თავსდება. ასეთი დახრის კუთხე საშუალებას იძლევა, რომ კონდენსატი თავსახურის საზღვრებს არ გაცდეს და თქვენი ქვაბი წყლით არ დაიტბოროს. ასეთი ფარული ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, რომ თავსახური ყოველთვის ახლოს გქონდეთ და მისი დაკარგვის არ შეგეშინდეთ.

მთელ მსოფლიოში ბევრმა დიასახლისმა საკუთარი ქვაბის სასწაული ფუნქციის შესახებ არ იცის. თუ ამ მეთოდს ერთხელ მაინც ცდით, აღარ შეწუხდებით ფიქრით, სად წაიღოთ თავსახური მზადებისას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარათ სამზარეულოში ნამდვილი ვირტუოზი გახდეთ. ახლობლები კულინარიული შედევრებით გაახარეთ, არ დახარჯოთ ნერვები და დრო წვრილმანებზე, რომელსაც თქვენი სამზარეულოს მოწყობილობა ადვილად გაუმკლავდება.