ქათამი შეგვიძლია მივაკუთვნოთ საკმაოდ მკვებავ და ძალიან სასარგებლო პროდუქტებს. ის შედის მრავალი ადამიანის ყოველდღიურ რაციონში, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ქათმის ხორცის მომზადება ძალიან მარტივია. თუმცა, დღეს არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ხელს უწყობს მის კიდევ უფრო უკეთ მომზადებას.
ასეთი ხორცის მთავარი თვისება არის ის, რომ მაღალ ტემპერატურაზე ის ხშირად გამოშრება ხოლმე და თითქოს რეზინივით არის. ვივიენის დღევანდელ სტატიაში პროფესიონალი მზარეული გვიზიარებს 5 პრაქტიკულ რჩევას, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ქათამი, რომ ის უფრო გემრიელი და წვნიანი გამოვიდეს. ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენი ხორციანი კერძები ისეთივე გახდება, როგორც ძვირადღირებულ რესტორანში.
როგორ მოვამზადოთ ქათამი ისე, რომ გემრიელი გამოვიდეს
სამზარეულოში ქათმის ხორცი ხშირად გამოყენებული მასალაა. დიასახლისები მას განიხილავენ როგორც სწრაფად მოსამზადებელ ვახშამს, სპორტსმენები – როგორც ხელმისაწვდომ ცილოვან საწვავს, ხოლო ვინც მუდმივად წონაში დაკლებას ცდილობს – როგორც უგემურ, მაგრამ დიეტურ საკვებს. ბავშვებს, როგორც წესი, ცხიმიანი ბარკალი ურჩევნიათ, მშრალ მკერდს კი ხშირად განზე ტოვებენ ხოლმე. სათანადო ოსტატობით, თეთრი მჭლე ხორცი შეიძლება გახდეს ძალიან რბილი და ნაზი. ქვემოთ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც პირდაპირ მიგიყვანთ ამ მიზნამდე.
- ქათმის ხორცი წინასწარ უნდა იყოს გაჟღენთილი. არ შემოიფარგლოთ პროდუქტის მხოლოდ გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხვით. მოხარშვამდე ქათამი 15-20 წუთით მაინც გააჩერეთ წყალში. ქათმის გემოს გასაუმჯობესებლად, წყალს დაამატეთ ცოტა მარილი.
- თუ ქათმის ხორცის დამარინადება მოგწონთ, აუცილებლად გააკეთეთ მასში ნახვრეტები. გახსოვდეთ: მარინადი ვერ შეძლებს ხორცის გაჯერებას შიგნიდან. გააკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი ჩანგლით ან დანით.
- არ გამოაცხოთ ფილე დიდხანს. ქათმის ამ ნაწილისთვის 30-40 წუთი საკმარისი იქნება. უმჯობესია ტემპერატურა აწიოთ და არ დატოვოთ ფილე ღუმელში ძალიან დიდხანს.
- არ იჩქაროთ მზა ქათმის ხორცის დაჭრა. მაშინაც კი, თუ კერძი მადისაღმძვრელად გამოიყურება, ცოტა ხანს უნდა დაელოდოთ. უმჯობესია, რომ დაჭრამდე გაცივდეს.
- გადაწყვიტეთ ქათმის მომზადება ტაფაში? მზადყოფნამდე ღუმელში მიიყვანეთ. 10 წუთიც კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ქათამი გახდეს არა მხოლოდ წვნიანი და ნაზი, არამედ ხრაშუნა ქერქიანიც.
- ნუ დაივიწყებთ საკვების ფოლგას. სამზარეულოს ამ შესანიშნავ ატრიბუტს სწორად გამოყენების შემთხვევაში ნამდვილი სასწაულების მოხდენა შეუძლია. სანამ ქათმის ნაჭერს ღუმელში მოათავსებთ, შეფუთეთ ფოლგაში. ამ გზით მიიღებთ მაქსიმალურად წვნიან და ნაზ მზა კერძს.
როგორ მოვხარშოთ ქათამი სწორად
დიაბეტით დაავადებულთათვის და ჯანსაღ კვებაზე მყოფი ადამიანებისთვის მომზადების საუკეთესო ვარიანტია – მოხარშვა. როგორ მოვამზადოთ ქათამი ისე, რომ ის წვნიანი და გემრიელი გამოვიდეს? გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ გემოვნებისა და ხარისხის სწორ ბალანსს.
- ქათმის ხორცი მოხარშეთ მცირე რაოდენობით წყალში: აიღეთ 200 გ პროდუქტი 500 მლ წყალზე.
- ქვაბს დააფარეთ თავსახური, რათა წყალი სწრაფად არ აორთქლდეს.
- უმი ხორცი ცივ წყალში არ ჩადოთ. ჯერ აადუღეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ მასში ხორცის ნაჭერი.
- მოხარშვის დაწყებამდე წყალში მოათავსეთ დაფნის ფოთოლი და 0,5 ჩ/კ. მარილი.
ამ რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, დიდი ხნის ნაცნობი პროდუქტის გემო სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ასეთი ხორცი შეიძლება მიირთვათ არა მხოლოდ რაიმე სახის გარნირებთან ერთად, როგორიცაა წიწიბურა ან ბრინჯი, არამედ უსაფრთხოდ გამოიყენოთ სალათების მოსამზადებლად.