აირჩიეთ ნახატი და გაიგეთ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი

8099

თქვენი ფიქრები თქვენს არჩევანს განაპირობებს, ეს კი თავის მხრივ ბევრ რამეს ამბობს იმაზე, თუ თქვენი ტვინი როგორ არის მოწყობილი.

აირჩიეთ ერთ-ერთი გამოსახულება და გაიგეთ ყველაფერი თქვენი ინტელექტის და აზროვნების შესახებ. საკუთარ თავზე ბევრ რამეს გაიგებთ. საიმედოობა გარანტირებულია.

რომელმა გამოსახულებამ მიიპყრო თქვენი ყურადღება?

გეომეტრიული გამოსახულებების ტესტის შედეგები:

1. სიმარტივე

ეს გამოსახულება მარტივ იდეებს ყველაზე კარგად ასახავს. ფიგურის ყველა მხარე და კუთხე მკაფიოდ ჩანს.

ასეთი არჩევანი იმაზე საუბრობს, რომ ცხოვრებაში მარტივი, მკაფიო ნივთები გიზიდავთ. თქვენ ტვინს ყველაზე ჩახლართული იდეების გამარტივება და ხელმისაწვდომ ფორმაში წარმოდგენა შეუძლია.

ამ უნარის წყალობით პრობლემებს თავს შესანიშნავად ართმევთ და საკითხის არსს ყოველთვის ბოლომდე წვდებით. თქვენს თავში ყველაფერი ცხადია: გაგება, გადაჭრა და დასკვნის გამოტანა.

2. არასტანდარტული ხედვა

ეს გამოსახულება ბევრი ხაზებისა და კუთხეებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთში იხლართება და რთულ გამოსახულებას ქმნის. ამ ფიგურის დაშლა ან გაგება ძალიან რთულია.

თუ ეს გამოსახულება აირჩიეთ, თქვენი ტვინი ისეა დაპროგრამებული, რომ ყველაზე ჩახლართული პრობლემის სიფაქიზეს ეძებს. თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელთაც გარეგნული გამოსახულებით ვერ მოატყუებთ და რომლებიც ნებისმიერ საკითხს უღრმავდებიან.

თავიდან თითოეულ პრობლემას დეტალურად განიხილავთ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებთ მოქმედებას. თქვენი გადაწყვეტილება, როგორც წესი, ძალიან მოფიქრებული და პრაქტიკულია. თქვენს ტვინს ყველაზე რთული საკითხების გაგებაც კი შეუძლია.

3. გაბედული და პირდაპირი

მსგავსი გამოსახულება რამდენიმე ხაზისგან შედგება, რომლებიც მკაფიო ფიგურას ქმნიან, ხოლო თითოეული კუთხე ზუსტად გამოყოფილია.

ამ გამოსახულებაში არაფერი რთული არაა და მის გაგებას ერთი შეხედვით შეძლებთ.

თუ ეს ნახატი მოგწონთ, თქვენ მარტივი, მაგრამ გამოხატული ნივთები გიზიდავთ. თქვენ გულახდილი, პირდაპირი და საკმაოდ თამამი ბუნების ადამიანი ხართ. არაფრის გართულება არ გიყვართ და ურთიერთობაში ამ პრინციპს იცავთ. გსურთ, რომ ყველაფერი გარკვეული იყოს.

თქვენი ტვინი მარტივ იდეებზე შესანიშნავად მუშაობს, პოზიტივსკენ მიისწრაფვით და ცხოვრებაში მცირე სიხარულიც კი სიამოვნებას განიჭებთ.

4. მრავალფენიანი და რთული

მსგავსი გამოსახულება ერთდროულად მარტივი და რთულია. ის გეომეტრიული წესით არის აგებული, მაგრამ მრავალი ერთმანეთზე დადებული ფენა გააჩნია.

ის ძალიან ლამაზია, მაგრამ გასაგებად დროა საჭირო.

თუ ეს გამოსახულება აირჩიეთ, თქვენი ტვინი არა უბრალოდ რთული, არამედ მრავალფენად არის მოწყობილი.

ერთი სიტყვით თქვენი აღწერა ან ერთი კონკრეტული თვისების გამორჩევა შეუძლებელია. თქვენი პიროვნება – მრავალი ასპექტების შეხამებაა, რომლებიც ერთად ძალიან ლამაზ პიროვნებას ქმნიან.

ასეთი აზროვნების ტიპი თქვენ იდუმალებას განიჭებთ და სხვებს აინტრიგებს.

5. მიზანდასახულობა და შეუპოვრობა

მსგავსი გამოსახულება რთულ ფიგურას წარმოადგენს, მაგრამ თითოეულ ხაზზე თვალის მიდევნება და მთელი სურათის დანახვა შესაძლებელია. მას ფარული ნაკეცები აქვს და ყველა ხაზი მკაფიოდ ჩანს.

თუ ეს გამოსახულება აირჩიეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პრობლემის გადაჭრაზე არის ორიენტირებული.

რთული ამოცანების გაგებას მარტივად ახერხებთ, მაგრამ საკითხზე ფიქრის ნაცვლად ყოველთვის გადაწყვეტილების პოვნას ცდილობთ.

თქვენი ტვინი პასუხების ძიებაზეა დაპროგრამებული და სანამ სხვები პრობლემის მითითებას ცდილობენ, თქვენი საუკეთესო მიდგომას პოულობთ.

6. ექსტრავერტი

ეს გამოსახულება საკმაოდ მარტივია, მაგრამ გამომგონებლობით გამოირჩევა და რაღაც პირობით შეზღუდული არაა.

ზოგიერთი კუთხეები ფიგურიდან გამოსულია, რითაც სტრუქტურას არღვევს და ახალ ხაზს ქმნის. ასეთი ფიგურა გარეთ არის მიმართული.

თუ ეს სურათი აირჩიეთ, თქვენ შეიძლება ექსტრავერტი გიწოდოთ. თქვენ დამკვირვებლის კუთხიდან აზროვნებთ, ხოლო თქვენი მოქმედება ფიქრების მოხდენილობას ასახავს.

თქვენ ბევრი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა გიყვართ, ხოლო გარე სტიმულები თქვენი პიროვნების გასავითარებლად უბრალოდ აუცილებელია.

თქვენ გარედან და შიგნიდან ერთი და იგივე ადამიანი ხართ და სულში არაფერს მალავთ.

7. ინტროვერტი

ეს გამოსახულება პირამიდას ჰგავს, რომელიც შიგნით არის მიმართული და იდეალურად არის მოწყობილი.

გამოსახულების სქემა მარტივია, მაგრამ მას რამდენიმე საზომი აქვს, რომლებიც სურათის ცენტრიდან გამოდის.

თუ ეს გამოსახულება აირჩიეთ, თქვენ შეიძლება ინტროვერტი გიწოდოთ. საკუთარ ფიქრებში ცხოვრობთ და საკუთარ სამყაროს ქმნით, რომლის დაცვასაც ცდილობთ.

თქვენ მრავალფეროვანი პიროვნება ხართ, მაგრამ თქვენი ღირსებები სულის სიღრმეში იმალება, ხოლო გარეგნული იდეალურობა თქვენი ხასიათის სიღრმესთან არის დაკავშირებული.

თქვენი შინაგანი პიროვნება შესანიშნავ გარეგნულ იმიჯს გიქმნით.

8. შემოქმედებითი და პერფექციონისტი

თუ არჩევანი ამ გამოსახულებაზე გააკეთეთ, თქვენ ცხოვრებაში ლამაზი ნივთები გიზიდავთ. ეს გამოსახულება ჩაფიქრებულ კომპოზიციას წარმოადგენს, რომლის ყურებაც სასიამოვნოა. მისთვის თვალის მოშორება გაგიჭირდებათ.

ამ მიზეზით თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენ გიზიდავთ ნივთები, რომელსაც შინაგანი სილამაზე აქვთ და რომლის დანახვა ყველას არ შეუძლია.

თქვენ შემოქმედებითი პიროვნება ხართ, რომელსაც ხელოვნება უყვარს და ყოველთვის სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.