დედის მხრიდან არა მხოლოდ გემრიელი კერძების რეცეპტები და კარგი თმა, არამედ მუდმივად დაბალი წნევა მერგო. ამით ბებია, დედა და მე ვიტანჯებით. ჩვენს ოჯახში ყველამ იცის, როგორ გაზარდოს არტერიული წნევა სახლის პირობებში.
დაბალი არტერიული წნევა ისეთი სახიფათო არაა, როგორც ჰიპერტონია, მაგრამ მაინც უსიამოვნოა. 90/60 მმჰგ წნევა კრიტიკულად ითვლება. ამ შემთხვევაში სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ. თუ ხედავთ, რომ წნევა უმნიშვნელოდ შემცირდა, სასწრაფო დახმარების გამოძახება და მედიკამენტების მიღება საჭირო არაა. Vivien გიამბობთ, როგორ გაზარდოთ არტერიული წნევა.
როგორ გაზარდოთ არტერიული წნევა სახლში: 6 მეთოდი
- ყავა ან ჩაი – მწარე ყავა ან კარგად მოდუღებული შავი ჩაი წნევას მარტივად გაზრდის. გახსოვდეთ: თუ ამ სასმელს რეგულარულად სვამთ, ორგანიზმი ეჩვევა. ამ შემთხვევაში ყავა და ჩაი დაბალი წნევის წინააღმდეგ ეფექტური მეთოდი ვერ იქნება.
- მარილიანი საკვები – ზედმეტად მარილიანი საკვები ჰიპერტონიკებისთვის ტაბუა. აი, დაბალი წნევის დროს ასეთი საჭმელი დაგეხმარებათ. ერთი ნაჭერი მწნილი კიტრი, მარილიანი ქაშაყი ან ყველი ფეტა მიირთვით. გემრიელი და სასარგებლოა. თუ სახლში ასეთი არაფერი გაქვთ, მწიკვი მარილი ენის ქვეშ ჩაიდეთ.
- წყალი – მაღალი და დაბალი წნევა ორგანიზმში წყლის დეფიციტით შეიძლება იყოს გამოწვეული. უსიამოვნებას რომ გაუმკლავდეთ, ბევრი სითხე დალიეთ. წყლის ბალანსი ნორმას დაუბრუნდება და მასთან ერთად ტონომეტრის მაჩვენებელიც დარეგულირდება.
- კოლგოტი და წინდა – წნევა რომ გაიზარდოს, სხეულის ქვედა ნაწილში სისხლის მოცულობა უნდა შეამციროთ. ასე სისხლი სისხლძარღვებში წნევას გაზრდის. ამ მეთოდით დაბალ წნევას რომ გაუმკლავდეთ, სპეციალური შემკუმშველი კოლგოტი ან წინდა ჩაიცვით.
- სწორი პოზა – წნევა სწორი პოზითაც შეგიძლიათ გაზარდოთ. სწორად დაჯექით და ერთი ფეხი მეორეზე გადაიდეთ. ეს პოზა დაბალ წნევას ებრძვის, ამიტომ ჰიპერტონიკებისთვის კატეგორიულად აკრძალულია.
- მტევნების გახურება – ხელების მარტივი ვარჯიშები წნევას სწრაფად გაზრდის, ვინაიდან ასე სისხლძარღვების ტონუსის აღდგენა ხდება. თუ სპეციალური ხელის სავარჯიშო რგოლი გაქვთ, რამდენიმე წუთით ივარჯიშეთ.
აუცილებელი არაა, რომ წნევის გასაზრდელად ორგანიზმი აბებით და წვეთებით გაავსოთ. დაბალი წნევის მსუბუქ შეტევებს ხელმისაწვდომი საშუალებებით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი წნევის მაჩვენებლები მუდმივად უნდა აკონტროლოთ, რომ იცოდეთ, რის გამო შეიძლება მერყეობდეს წნევა. ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ, თუ თავს ცუდად გრძნობთ.