რატომ არის აუცილებელი ქურას ნოტიო პირსახოცი გადავაფაროთ

8254

ყველა დიასახლისი ოცნებობს, რომ სამზარეულოს ქურა მუდმივად სისუფთავით ბრწყინავდეს. თუმცა, ძალისხმევის გარეშე ეს შეუძლებელია. ჩვენ ხომ ყოველდღე რაღაცას ვამზადებთ და, ხან იქ, ხან აქ, რაღაც იღვრება და იდეალურ სისუფთავეს აფუჭებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ამოწმინდოთ ქურა სწორად, მაშინაც კი, თუ ლაქა ძალიან ჩამჯდარია.

დღეს ჩვენ რამდენიმე ეფექტურ საშუალებას გასწავლით გაზქურის გასაპრიალებლად.

როგორ გავწმინდოთ გაზქურა

ახლა მწარმოებლები ასობით სხვადასხვა საშუალებას გვთავაზობენ, რომლებიც სამზარეულოს ზედაპირების გაპრიალებას გვპირდება. თითქმის ყოველთვის, ეს საშუალებები ნამდვილად ეფექტურია. თუმცა, მათი შემადგენლობა საკმაოდ აგრესიულია. თუ ქიმიური საშუალებების გამოყენება არ გსურთ, მიჰყევით ჩვენს რეკომენდაციებს.

ერთ-ერთი ყველა ეფექტური საშინაო საშუალება, რომელიც ყველა სამზარეულოში მოიძებნება, არის ძმარი. 9%-იანი ძმრის გამოყენებით, გაზქურიდან ჩამჯდარი ცხიმის ლაქასაც კი ამოიყვანთ.

როცა ქურა გაცივდება, მოასხით ძმარი ზედაპირს ან დაადეთ ძმრით გაჟღენთილი ქსოვილი. გააჩერეთ ასე რამდენიმე საათით, შემდეგ კი გაწმინდეთ. გაამშრალეთ ქურა. თუ ეს საშუალება არ დაგეხმარათ, სცადეთ შემდეგი მეთოდი.

თუ ქურა ძალიან ჭუჭყანია, სცადეთ სოდა. ტუტოვანი თვისების წყალობით, ეს ფხვნილი შესანიშნავად უმკლავდება ჩამჯდარ ცხიმსა და ჭუჭყს. გახსოვდეთ, რომ შუშაკერამიკის ქურის გაწმენდა სოდით არაა რეკომენდებული, რადგან იგი ნაკაწრებს ტოვებს.

ქურის ზედაპირს უხვად მოაყარეთ სოდა, განსაკუთრებით კი დაბინძურებულ მონაკვეთებს. მომცრო ზომის თასში მოამზადეთ ცხელი წყლისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალების ხსნარი. აიღეთ ჩვეულებრივი სამზარეულოს ხელსახოცი, ჩაალბეთ იგი ხსნარში და მთლიანად დააფარეთ ქურას. პირსახოცი საკმარისად სველი უნდა იყოს, სოდა რომ გაიხსნას, ოღონდ არც იმდენად, რომ სითხე ქურაში ჩავიდეს.

გააჩერეთ 15-30 წუთით, დაბინძურების ხარისხის მიხედვით. შემდეგ ქურა გაწმინდეთ იმავე პირსახოცით. სოდა ზედაპირიდან ეფექტურად რომ ამოიყვანოთ, შეგიძლიათ იგივე ძმარი გამოიყენოთ. ბოლოს გაამშრალეთ ქურა ქაღალდის ხელსახოცებით და დატკბით სისუფთავით.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ქიმიური საშუალებები გამოიყენოთ. თუმცა, უმეტესწილად, სოდა მათ ეფექტურობით არ ჩამორჩება. ამ საშუალებით ნებისმიერ ჩამჯდარ ჭუჭყს ამოიყვანთ და იდეალურ სისუფთავეს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს