ექიმების რჩევები, რა გააკეთოთ, თუ კრაზანამ გიკბინათ

5248

ზაფხული, წლის თბილი სეზონი ბევრ ადამიანს უყვარს და მოუთმენლად ელის. მწერები ერთადერთი უსიამოვნებაა, რომელიც შთაბეჭდილებებს აფუჭებს. მაგალითად, კოღო ძილს გვიფრთხობს, მავნებლები მოსავალს ანადგურებს, ზოგი მწერი სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ალერგიულ ადამიანებზე განსაკუთრებით ცუდ გავლენას ახდენს. Vivien გიამბობთ, როგორ მოიქცეთ, თუ კრაზანამ გიკბინათ.შხამიანი ნესტარისგან დაზღვეული არავინაა. ფუტკრისგან განსხვავებით, რომელიც თავდასხმის შემდეგ იღუპება, კრაზანას სანერვიულო არ აქვს. მისი ნესტარი გლუვია და შეუძლია რამდენჯერმე გიკბინოს. დაიმახსოვრეთ სასარგებლო რჩევები, როგორ მოიქცეთ კრაზანას კბენის შემთხვევაში.

პირველადი დახმარება – თუ მწერმა გიკბინათ, კანზე სიწითლე და შეშუპება გამოჩნდება. სწრაფად იმოქმედეთ.

  1. ნაკბენის ადგილი შეამოწმეთ, ნესტარი ხომ არაა. ჩვეულებრივ, კრაზანა ნესტარს არ ტოვებს, მაგრამ მაინც. ჭრილობიდან უცხო საგანი პინცეტით ამოიღეთ. ხელი არ დააჭიროთ და ამოგდება არ სცადოთ, რადგან შხამი უფრო გავრცელდება.
  2. შხამი პირით ამოწოვეთ. ასე მის რაოდენობას შეამცირებთ.
  3. ანტისეპტიკური საშუალებით დაამუშავეთ. გამოგადგებათ სამედიცინო სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, ასევე სუფრის ძმარი.
  4. ბევრი წყალი დალიეთ, რომ ტოქსინებს უკეთ გაუმკლავდეთ. ბევრი წყლის დალევა დიდხანს გააგრძელეთ.
  5. შესიებულ ადგილას ცივი რამ დაიდეთ. ყინული უკეთესია. თუ არ გაქვთ, გაყინული პროდუქტიც გამოგადგებათ. თხელ პირსახოცში გაახვიეთ და შეშუპებულ კანზე დაიდეთ.
  6. ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი დალიეთ.
  7. ქავილის შესამცირებლად ანთების საწინააღმდეგო კრემი წაისვით. მის ნაცვლად შეგიძლიათ სოდის ფაფა (2:1 თანაფარდობა წყალზე) გამოიყენოთ.

რა საფრთხეს შეიცავს კრაზანას ნაკბენი – დააკვირდით, თუ მდგომარეობა 30 წუთში არ გაუარესდა, ყველაფერი რიგზეა და პირველად დახმარება საკმარისი აღმოჩნდა. თუ გამოვლინდა სერიოზული სიმპტომები, საავადმყოფოში წადით ან სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ. სერიოზული სიმპტომები:

  • შეშუპება სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით სახიფათოა, თუ მწერმა თვალზე, პირზე, პირის ღრუში ან ხორხზე გიკბინათ.
  • ძლიერი შეშუპება და ტკივილი;
  • გულისრევა და ღებინება;
  • სუნთქვის გართულება, ჰაერის უკმარისობა, ხიხინი;
  • გულისცემის აჩქარება ან შენელება;
  • თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა;

მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ დატოვოთ ადგილი, სადაც კრაზანამ გიკბინათ. აქვე ახლოს შეიძლება მათი ბუდე იყოს. კბენისას კრაზანა გამოყოფს განსაკუთრებულ ფერმენტს, რომელიც სხვა კრაზანებს იზიდავს. ასე უფრო სერიოზულ შედეგებს მიიღებთ.თავი უნდა დაიცვათ არა მხოლოდ კოღოსა და ტკიპისგან, არამედ კრაზანისგან, რომელიც ბოლო დროს მომრავლდა. თუ ალერგიული ხართ, მედიკამენტების ნაკრები თან ატარეთ. ნაკრებში ადრენალინი უნდა შედიოდეს. ამ მარტივი რჩევებით საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს გადაარჩენთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს