საინტერესო ტესტი სიფიცხეზე

302

ყოველთვის გსურდათ საკუთარი ხასიათის საიდუმლოებების შესწავლა? ამის დრო მოვიდა! სწრაფი ტესტი გეტყვით, თუ რამდენად ფიცხი ხართ. ამ ტესტის მეშვეობით საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს დიდი ძალისხმევის გარეშე აღმოაჩენთ და გეცოდინებათ რაზე უნდა იმუშაოთ. ასევე, თქვენი დადებითი თვისებების გაცნობით, შეძლებთ დაეყრდნოთ მათ და გამოიყენოთ ისინი მრავალი მიზნის მისაღწევად (პირად ცხოვრებასა და კარიერაში).

შეხედეთ ზემოთ მოცემულ სურათს. მასზე არის 6 რიცხვი, რომელთა მყისიერად დანახვა არც ისე ადვილია. ყურადღებით შეისწავლეთ ნახატი და შემდეგ დაასახელეთ რიცხვი, რომელიც პირველი დაინახეთ. ამის შემდეგ წაიკითხეთ, რას ამბობს ეს რიცხვი თქვენზე.

ფსიქოლოგიური ტესტი სიფიცხეზე: როგორი ხასიათი გაქვთ?

შვიდი

თუ შვიდიანი არის პირველი რიცხვი, რომელიც ნათლად დაინახეთ, მაშინ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ისწრაფვის ისწავლოს რაიმე ახალი. თქვენ არ იღლებით სწავლით და ამას პირველივე შესაძლებლობისთანავე აკეთებთ. თქვენთვის არ არსებობს დაბრკოლებები ახალი ცოდნის მიღების გზაზე. თქვენ გამოირჩევით გამძლეობით და მშვიდი ხასიათით. თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, არც ისე მარტივი საქმეა.

ცამეტი

პირველ რიგში ეს ციფრი შენიშნეთ? ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ხართ დაუოკებელი ნების მფლობელი და საკმაოდ მამაცი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია საკუთარი იდეების რეალიზების. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შეხედულებების დაცვა. თანაც ამას ძალიან მტკიცედ აკეთებთ. სხვებს ურჩევნიათ არ შეგეწინააღმდეგონ, რადგან ასანთივით ფეთქებადი ხართ. გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა კი მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

თექვსმეტი

თქვენს მიერ დანახული რიცხვი გახასიათებთ, როგორც ადამიანს, რომელსაც უყვარს სიმშვიდე და სიჩუმე. თქვენი გაბრაზება საკმაოდ რთულია და ეს ძალზე იშვიათად ხდება. თქვენ არ გიყვართ მოგზაურობა, ავანტურისტული გადაწყვეტილებები და ა.შ. თქვენს სულს სწყურია არა თავგადასავლები, არამედ სტაბილურობა.

რვა

რვიანი არის უსასრულობის სიმბოლო, რომელიც გახასიათებთ, როგორც ძალიან ჰარმონიულ პიროვნებას. თქვენ დაჯილდოვებული ხართ ლიდერული თვისებებით. თქვენში ხედავენ ლიდერს, რომელსაც შეუძლია გუნდი დასახულ მიზნამდე მიიყვანოს. თქვენ არ გახასიათებთ სიფიცხე და აგრესია. მაგრამ თუ სიტუაცია გაიძულებთ, მზად ხართ კბილები გამოაჩინოთ.

თორმეტი

თუ პირველ რიგში ეს რიცხვი შენიშნეთ მკაფიოდ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ნებისყოფა და მონდომება. მდიდარი წარმოსახვისა და შემოქმედებითი ნიჭის წყალობით, მარტივად პოულობთ გამოსავალს ყველაზე რთული სიტუაციებიდანაც კი. მაგრამ მონეტის მეორე მხარეც არსებობს. ვინაიდან შემოქმედებითი ადამიანი ხართ, სიფიცხე გახასიათებთ. ძალიან მალე გამოდიხართ მდგომარეობიდან.

ცხრა

ცხრიანი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ნაზი ადამიანი, საუკეთესო იუმორის გრძნობით. თქვენ ახერხებთ სიტუაციის სწრაფად განმუხტვას. მჭევრმეტყველი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოს საკუთარ სიმართლეში. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში და კამათშიც კი არ გახასიათებთ სიმშვიდის დაკარგვა. აბსოლუტური სიმშვიდე – თქვენი ყველაზე ერთგული თანამგზავრია.