ნიაცინამიდი: კანის მოვლის ინოვაციური ინგრედიენტი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია

5757

დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები დიდი ხანია უნივერსალურ ინგრედიენტს ეძებენ, რომელიც კანის ბევრ პრობლემას გადაჭრის და გვერდითი ეფექტები არ ექნება. როგორც ჩანს, გამოუვიდათ!

რა არის ნიაცინამიდი?

ნიაცინამიდი (იგივე, რაც B3 ვიტამინი ან ნიკოტინის მჟავა) ორგანიზმში ერთდროულად რამდენიმე პროცესის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ის საკვებს ენერგიად გარდაქმნის, სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, ღვიძლს და კანს იცავს, თმის ხარისხსა და მხედველობის სიმკვეთრეზე გავლენას ახდენს და ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს.

ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში ნიაცინამიდი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ანტისეპტიკი და ანტიბაქტერიული საშუალება. ორგანიზმში ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება, ხოლო საკვებიდან მისი მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია (ამდენი თევზის ჭამას უბრალოდ ვერ შეძლებთ).

რა შეუძლია?

ექსპერიმენტულმა კლინიკურმა კვლევებმა დაადგინა და დაამტკიცა, რომ ნიაცინამიდი მოქმედების ფანტასტიკურად ფართო სპექტრს ფლობს:

  • აქერცლილი, გაუწყლოებული ან გაღიზიანებული კანის დამცავ ზედაპირს აღადგენს;
  • ამცირებს ანთებას;
  • სახის კანის ფერს უფრო ნათელს ხდის;
  • ჰიპერპიგმენტაციას და აკნეს კვალს აქრობს;
  • მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, დაბერების პროცესს აფერხებს;
  • კანის ელასტიურობას აუმჯობესებს და წვრილ ნაოჭებს ამცირებს;
  • ფორებს ამცირებს;
  • ანთებას და აკნეს ებრძვის;
  • კანის გარსს ინარჩუნებს;

საინტერესო და პარადოქსული ისაა, რომ მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მუშაობს ნიაცინამიდი. მაგალითად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნიაცინამიდი კანის დამცავ ფუნქციებს აღადგენს, ამავდროულად მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რის ხარჯზეც უჯრედების რეგენერაციის სიჩქარე იზრდება და ლიპიდების ბუნებრივი წარმოება ნაოჭების სიღრმეს ამცირებს, კოლაგენის წარმოებას ზრდის და პიგმენტაციას ამცირებს, მელანოციტებიდან კანზე გადმოსული პიგმენტების რაოდენობას აკონტროლებს.

ქიმიკოსები და ბიოლოგები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, თუ ნიაცინამიდი როგორ ახერხებს ფორების შევიწროებას და კანისთვის სიგლუვის მინიჭებას.

შედეგი რამდენად სწრაფად იქნება?

აქ ოდნავ იმედგაცრუებული შეიძლება დარჩეთ: ნიაცინამიდს დაგროვებითი ეფექტი აქვს და შედეგს საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ 12 კვირის შემდეგ შეამჩნევთ, თუ 5%-იანი კონცენტრაციის საშუალებას გამოიყენებთ. „კანის სრულ გარდაქმნას“ ექსპერიმენტის მონაწილეები რეგულარული გამოყენების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ აღნიშნავდენ.

კარგი ამბავი ისაა, რომ ნიაცინამიდის გამოყენების გვერდითი ეფექტები ჯერ არ გამოვლენილა.

სად ვიპოვოთ?

ნიაცინამიდი ბევრ კრემში, ლოსიონსა და ტონიკში შედის. გთავაზობთ საუკეთესო ნაკრებს:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს