ყოველ ზაფხულს ტკიპების, კოღოების და სხვა მწერებისგან ნაკბენების რისკი იზრდება და ასევე შეიძლება დავინფიცირდეთ იმ დაავადებებით, რომელთა გადამტანიც ეს მწერები არიან. სწორედ ამიტომ, ყოველთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, რომ რომელმა მწერმა გიკბინათ!
კანზე ქავილის ან პულსირებადი ტკივილის აღმოჩენა ყოველთვის საშინელებაა, განსაკუთრებით თუ არ იცით რომელმა პატარა არსებამ ჩაიდინა ეს. მაგრამ პანიკაში არ ჩავარდეთ! მწერების ნაკბენების უმეტესობა ჯანმრთელობისა და ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო არაა. ის უვნებელია და სწრაფად ხორცდება.
თუმცა, რიგი უხერხემლო ფეხსასხრიანების (როგორიცაა ტყის წითელი ჭიანჭველა, კრაზანა, ონავარი, ფუტკარი) ნაკბენმა შეიძლება ძლიერი ტკივილი და სერიოზული ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ხოლო ზოგიერთი სახეობის ობობას შხამის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება აუცილებელია!
იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყურება ამა თუ იმ მწერის ნაკბენი, დაგეხმარებათ სიტუაციის სერიოზულობა თავად შეაფასოთ.
მცირე ნიმუში მათთვის, ვისაც მწერმა უკბინა
აი, როგორ გამოიყურება 7 ყველაზე გავრცელებული უხერხემლო ფეხსახრიანების ნაკბენი.
1.ბაღლინჯო
ეს მწერები კანზე მცირე ზომის ჭრილობებს ტოვებენ. ჩვეულებრივ ისინი უბრალოდ შეწითლებულია და გექავებათ, მაგრამ ალერგიულ ადამიანებში შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქცია, შეშუპება და ბებერაც, გამოიწვიოს.
პირველი დახმარება: პირველ რიგში, ნაკბენი ადგილი კარგად დაიბანეთ. კარგი იქნება თუ ანთების და ალერგიის საშუალებებს გამოიყენებთ.
2.ფუტკარი და კრაზანა
ამ მწერების ნაკბენები კანის სიწითლეს და შეშუპებას, შუაში თეთრი ლაქით, იწვევს. თავად ფუტკრის შხამი საშიში არა, მაგრამ საკმაოდ მტკივნეულია. თუმცა თუ თქვენ ალერგიული ხართ, მაშინ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.
კრაზანას შხამი უფრო ტოქსიკურია. ამ მწერის ნაკბენის შემდეგ ანგიონევროტული შეშუპება 2-3-ჯერ უფრო ხშირად ჩნდება, ვიდრე ფუტკრის ნაკბენის დროს.
პირველი დახმარება: შეშუპების და ტკივილის გასაქრობად, ნაკბენი ძმრით ან ლიმონის წვენით დაიმუშავეთ (მწერის შხამს მჟავა გაანეიტრალებს), შემდეგ ყინული დაიდეთ. თუ კანის ქვეშ ნესტარი დარჩა, ის პინცეტით ამოიღეთ.
3.რწყილი
რწყილის ნაკბენი ქავილის ძლიერ შეგრძნებას ტოვებს. ხშირად ხელისგულებსა და ფეხებზე გხვდება. ჩვეულებრივ ნაკბენები ჯგუფურად ჩნდება და წვრილ წითელ დაწიწკნულს მოგაგონებთ.
პირველი დახმარება: კანი არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ, რომ ინფექცია არ გამოიწვიოთ! ნაკბენი საპნით და წყლით უნდა დაიბანოთ, შემდეგ კი თუთიის შემცვლელი კრემი უნდა წაისვათ (ან ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც ქავილს ამსუბუქებს).
4.კოღო
ეს მწერი კბენის შემდეგ კანზე ვარდისფერ, ქავილის გამომწვევ სიმრგვალეს ტოვებს. სერიოზულ ალერგიულ რეაქციას ძალიან იშვიათად იწვევს.
პირველი დახმარება: ჩვეულებრივ, რაიმე განსაკუთრებული ზომის მიღება აუცილებელი არაა. შეგიძლიათ ნაკბენის ადგილას დამამშვიდებელი მალამო წაისვათ.
5.ობობა
დამოკიდებული სახეობაზე, ამ მწერის ნაკბენი იწვევს ან უმნიშვნელო სიმპტომს (როგორიც არის კანის სიწითლე, შეშუპება და ადგილობრივი ტკივილი), ან ძალიან სერიოზულ პრობლემას, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
ობობების სახეობების უმეტესობა უვნებელია (შავი ქვრივის და ყარაყურთის გარდა), მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის უმჯობესია თავი დაიზღვიოთ.
პირველი დახმარება: მწერის ნაკბენი წყლით და საპნით ჩამოიბანეთ, ყინული დაიდეთ და ტკივილგამაყუჩებელი ან ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი (აუცილებლობის შემთვევაში) მიიღეთ. თუ გაქვთ ეჭვი, რომ ობობის ნაკბენი შხამიანია, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ!
6.ტკიპა
ეს პარაზიტი ადამიანისთვის შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, რადგან ხშირად ყირიმის ჰემატოლოგიური ცხელების და ლაიმის დაავადების გადამტანები არიან. მათი ნაკბენი კანზე ტოვებს გამონაყარს, რომელიც გარეგნულად თვალის მსგავს გაფართოებულ ძაბრს ჰგავს.
ჩვეულებრივ ტკიპა-გადამტანს 48 საათი სჭირდება, რომ ადამიანის დაინფიცირება მოასწროს, სწორედ ამიტომ ტყიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარი თავი კარგად შეამოწმეთ.
პირველი დახმარება: სხეულზე პარაზიტის აღმოჩენის შემთხვევში, რაც შეიძლება სწრაფად პინცეტით მოიშორეთ. შემდეგ ნაკბენი წყლით და საპნით კარგად ჩამოიბანეთ.
7.ჭიანჭველები
ზოგიერთი სახეობის ჭიანჭველას (მაგ, ტყის წითელი ჭიანჭველას) ნაკბენი შეიცავს შხამს, რომელიც ადამიანში ძლიერ ქავილს, ასევე ანთებას და კანის გაღიზიანებას იწვევს. თუ ბებერა გაგიჩნდათ, მათი გახეთქვა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ინფექცია განვითარდეს.
პირველი დახმარება: თუ სიმპტომები რამდენიმე საათში არ გადავიდა, ჭრილობა კორტიზონის მალამოთი დაიმუშავეთ.
როდის გამოვიძახოთ ექიმი?
ბევრ ადამიანს, ტოქსინების შეუწყნარებლობა მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ უჩნდება. სწორედ ამიტომ, ნაკბენის მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღება უნდა მიაქციოთ.
შემდეგმა სიმპტომებმა თქვენი შეშფოთება უნდა გამოიწვიოს:
- მრავალრიცხოვანი ნაკბენი გამოხატული ადგილობრივი რეაქციით;
- ლორწოვანი გარსის, კანის და კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება;
- ზოგადი მდგომარეობის შესუსტება (ლეტალგია, თავბრუსხვევა, სისუსტე, მადის დაქვეითება);
- სუნთქვის დარღვევა (სუნთქვის გახშირება, ან წყვეტილად სუნთქვა)’
- სირთულე გადაყლაპვის ან სიტყვის წარმოთქმის დროს;
- ჩირქიანი ჭრილობა.
როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მწერების ნაკბენები?
ალერგიული რეაქციების გაჩენის ან ინფექციების განვითარების რისკის შესამცირებლად, სპეციალისტების რჩევებს ყურადღება მიაქციეთ:
- მწერებით სავსე ადგილებს თავი აარიდეთ;
- არ მიირთვათ პროდუქტი და არ გამოიყენოთ სუნამო, რომელიც მწერების მიზიდვას იწვევს;
- სხვადასხვა სახის მწერებზე ალერგიული რეაქციის არსებობა გამოიკვლიეთ;
- მწერებისგან დამცავი საშუალებები გამოიყენეთ.
- ბუნებაში გასვლის დროს, ჭაობიან, მაღალი ბალახის და ფოთლოვანი ხეების ტერიტორიას თავი აარიდეთ;
- ტყეში გასვლის დროს დახურული ტანსაცმელი ჩაიცვით;
- სახლში დაბრუნების შემდეგ სხეული ყურადღებით დაათვალიერეთ (განსაკუთრებით თავზე თმა და იღლიები, ასევე ყურებთან, ჭიპთან, ფეხების შორის და მუხლებთან ადგილები)
სხვადასხვა მწერის ნაკბენის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი დაგეხმარებათ პრობლემას სახლის პირობებში გაუმკლავდეთ ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება დროულად გამოიძახოთ. ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებსაც გაუზიარეთ!