6 შესაძლო მიზეზი, რის გამოც შესაძლოა თმა გცვივათ.

2045
6 არა აშკარა მიზეზი, რის გამოც შეიძლება თმის ცვენა დაგეწყოთ
6 არა აშკარა მიზეზი, რის გამოც შეიძლება თმის ცვენა დაგეწყოთ

თმის ცვენის პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს: ნაწილი აბაზანის მიღების დროს ცვივა, ნაწილი დავარცხნის დროს. ადამიანი ჩვეულებრივ დღეში 100 ღერს კარგავს, თუმცა ხშირად ეს მაჩვენებელი აჭარბებს. რატომ ხდება ასე? გიამბობთ 6 არა აშკარა მიზეზს, რის გამოც თმის ცვენა შეიძლება დაგეწყოთ.

ორსულობა

ორსულობის დროს ჰორმონალური ფონის ცვლილების გამო უფრო ნაკლები თმა ცვივა, ვიდრე ჩვეულებრივ. როგორც წესი, ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ, 9 თვის განმავლობაში რამდენიმე თმაც უნდა დაგცვენოდათ, უეცრად უცბად გცვივათ. გამოდის რომ, ორსულობის დროს თმა უფრო სქელი ხდება, შემდეგ კი, თავის ადრინდელ მოცულობას უეცარი თმის ცვენით უბრუნდება.

თქვენ ცილები გაკლიათ

თუ რაციონში ცილები საკმარისი რაოდენობით არაა, მაშინ ორგანიზმი რესურსების ეკონომიურად გამოყენებას ცდილობს. რესურსების დაზოგვა ხშირად თმის ხარჯზე ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად, რაციონში უფრო მეტი ცილოვანი პროდუქტი ჩართეთ.

ქალის ჰორმონები

მენოპაუზის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებმა შეიძლება ტელოგენის გადინება გამოიწვიოს, ეს კი თავის მხრივ თმის ცვენას იწვევს. ასეთი ეფექტი ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებსაც აქვს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ექიმთან სხვა კონტრაცეპტების გამოყენებაზე კონსულტანცია გაიარეთ.

ემოციური სტრესი

ახლობელი ადამიანის დაკარგვა, დაშორება ან სამსახურის შემცირება პრობლემის გამწვავებას იწვევს. ეს ფაქტორი თმის ცვენაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, მაგრამ სხვა ფაქტორების (ანემია ან ფიზიკური სტრესი) გამწვავება შეუძლია.

ფიზიკური სტრესი

თმის დროებითი ცვენა შეიძლება ოპერაციით ან ტრავმით იყოს გამოწვეული. სერიოზულმა სტრესმა შეიძლება ზრდის ციკლი დაარღვიოს და თმის ნორმაზე უფრო მეტი ცვენა გამოიწვიოს. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ თმის ზრდა ტრავმიდან 3-6 თვის შემდეგ რეგულირდება.

მემკვიდრეობა

თუ თქვენს მშობლებს თმის ცვენა გარკვეულ ასაკში დაეწყოთ და ნათესავებიც სქელი თმის ოცნებას გამოემშვიდობენ, ალბათობა დიდია, რომ თქვენც იგივე ბედი გელით. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებში სიმელოტე იშვიათად გვხდება. თმა ხშირად სუსტი და თხელი ხდება, რის გამოც გაიშვიათებული ჩანს.

ეს მიზეზები პრობლემების ფესვების პოვნაში დაგეხმარებათ, რომ მალე აღმოფხვრათ და ჯანსაღი და ლამაზი თმა დაიბრუნოთ. მაგრამ გახსოვდეთ, ამ მიზეზების უმეტესობას დიაგნოზის დასმა სჭირდება და მკურნალობის დროს ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს