მოხუცებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ, თუნდაც უკვე პენსიას იღებდენ

528

შეუძლიათ პენსიონერებს მუშაობა? ეს სწორი კითხვა არაა. ხალხს სხვა რამ აინტერესებს: ღირს თუ არა პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობა? აქტუალურია მათთვის, ვინც საპენსიო ასაკს უახლოვდება. 60 წლის ადამიანების უმეტესობა მთავარ სამსახურს ტოვებს. Vivien გიამბობთ, რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე სამსახურიდან წამოსვლა.

შეუძლია თუ არა პენსიონერს მუშაობა? – პენსიაზე ფიქრი არავის სურს. ცხოვრების შემოდგომა შორეული და არარეალური ჩანს, მაგრამ მაინც დგება. ცუდ პერიოდად არ ითვლება. მასში ბევრი სასიამოვნო ბონუსი რჩება. მაგალითად, ადამიანს უკვე აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს. როგორც წესი, სიბერეში ადამიანები პრიორიტეტებს სწორად ადგენენ.სიბერეზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და დასავლეთში ის სხვანაირად გამოიყურება. აქ, ჩვეული ბებია–ბაბუის ცხოვრება და მათი საქმიანობა კარგად ვიცით. როგორც წესი, ქალი სამსახურს ტოვებს, მაგრამ მაინც დაკავებული რჩება. სახლის საქმეები არ ქრება. რეცხვა, დალაგება, კერძების მომზადება – სიცოცხლის ბოლომდე აქტუალური რჩება. თუ სოფელში ცხოვრობს, ბოსტნის მოვლაც ემატება.

კაცებთან ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ხშირად თავს დაკარგულად და უსარგებლოდ თვლის. ადრე, როცა სახლში ქალის და კაცის საშინაო საქმეები უფრო გამოკვეთილი იყო, კაცები პენსიაზე გასვლის შემდეგ სახლში ჭკნებოდნენ. ეს კარგად ჩანს იმ თაობაში, რომლის ახალგაზრდობა საბჭოთა პერიოდს დაემთხვა.სასიხარულოა, რომ ახლა სიტუაცია ცოტა შეიცვალა. ოჯახები სახლის საქმეებს ინაწილებენ. ბევრი გასართობი გამოჩნდა, რომელიც სამსახურს არ უკავშირდება. მაგალითად, ახლა ჯანმრთელობას და გარეგნობას მეტ ყურადღებას უთმობენ. ეს ყველას ეხება, როგორც ახალგაზრდებს და ასევე 50 წელს გადაცილებულებს.

ვარჯიში, ჰობი, სახლის საქმეები – ეს ყველაფერი პენსიაზე გასვლის შემდეგ რჩება. ამას ხშირად მოგზაურობაც ემატება. ახალგაზრდობაში ადამიანს ნაკლები თავისუფალი დრო აქვს, თან ფინანსებიც რომანებს მღერის. აი, ასაკში მეტი დრო ჩნდება. რატომ არ გამოვიყენოთ შემთხვევა და სამყარო დავათვალიეროთ?ექსპერტები გვირჩევენ, რომ გონება რაც შეიძლება დიდხანს დავაკავოთ. ასე დემენციას და სიბერის სხვა „სიხარულებს“ შეანელებთ. გონების სავარჯიშოს და ტონუსის შესანარჩუნებლად უცხო ენის, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტის შესწავლა იდეალური საქმეა. დამტკიცებულია, რომ ეს სფეროები საკმაოდ რთული და საინტერესოა, რომ გონებას და მხნეობას მხარი დაუჭიროს. ამასთან, ენის და მუსიკის შესწავლა სამუდამოდ შეიძლება. ამ მხრივ სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – ბევრი ადამიანის ცხოვრების ტემპი სიბერეში ნელდება. საქმე იმაში არაა, რომ ადამიანს ძალა და ენერგია აღარ აქვს. ზოგჯერ ეს უბრალოდ ჩვევაა, ასევე სამყაროსა და მასში საკუთარი თავის კლიშეური აღქმა. თითქოს, სიბერეში ყველა უმწეო და ნელი ხდება. რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი? თუმცა ამაშია საქმე. ყველაფერი ჩვენს ფიქრებსა და ამ სამყაროში საკუთარი თავის აღქმაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მოხუცებს უფრო ხშირად სჭირდებათ შესვენება, ვიდრე ახალგაზრდებს, თუმცა მათ შეუძლიათ იგივე აქტივობა და თითქმის იმავე ინტენსივობით შეასრულონ.