ლოყები ჩამოწელილია. 2 ხრიკი რუმიანით, რომელიც სახის შუა ნაწილს ვიზუალურად აწევს

455

Vivien გიზიარებთ რუმიანის წამის რამდენიმე ნიუანსს, რომელიც უნდა იცოდეთ, რომ უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეთ. ბევრი ქალი გაუცნობიერებლად სწორედ რუმიანის დახმარებით კანის ფერს აახლებს, მაგრამ ლოყებს ვიზუალურად ქვემოთ წევს. იცით, რა შეცდომას უშვებს ბევრი? რუმიანას მრუდე ხაზზე ისვამენ, რომელიც მთავარ ფოტოზე ისრებით გაჩვენეთ.

რუმიანას მსგავსი წასმისას ყვრიმალები „ვარდება“, რადგან რუმიანას ჩაშლის ზედა და ქვედა ზღვარი რკალში მიდის, რაც სახის შუა ნაწილის დაწევას ხაზს უსვამს. გარკვეული ხრიკების ცოდნის შემთხვევაში, ამის თავიდან აცილებას შეძლებთ.

ყველაფერი რაც საჭიროა, რუმიანის წასმისას ქვედა ზღვარი უფრო სწორი გააკეთეთ, ხოლო ზედა მოხრილი. ოღონდ ისე, რომ მომრგვალება ზემოთ იყოთ. უფრო გასაგები რომ იყოს, ფოტოზე ისრებს დააკვირდით.

ასეთი კომბინაცია ლიფტინგის დიდ ეფექტს იძლევა. თუ რუმიანის ზედა ხაზს ლამაზად ვერ ამრგვალებთ, ეს ხაზიც სწორი გააკეთეთ (ეს მარტივია, მაგრამ ეფექტი აქვს, ოღონდ ცოტა ნაკლები).

მნიშვნელოვანია, რომ რუმიანის კიდე კარგად ჩაშლილი იყოს, ხოლო მისი ყველაზე კაშკაშა ფერი ცხვირ–ტუჩის ნაკეციდან 2 სმ–ის ზემოთ კონცენტრირებული. თავად დაჩრდილვა ამ ნაკეცამდე არ უნდა აღწევდეს. კრემიანი რუმიანით და თითებით საჭირო ეფექტის მიღება გაცილებით ადვილია.

ბევრი ვიზაჟისტი გვთავაზობს, რუმიანა „ვაშლიდან“ საფეთქლისკენ მიმართულებით პირდაპირ წაისვათ, მაგრამ ზემოთ აღწერილი მეთოდით ლიფტინგის გაცილებით დიდ ეფექტს მიიღებთ. მოხარული ვიქნებით, თუ მაკიაჟის ეს პატარა ნიუანსი ყოველდღიურ გალამაზებაში გამოგადგებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს