აი, რატომ უნდა გაყინოთ ხურმა

3446

ახალი მოსავლის ხურმა მაღაზიებსა და ბაზრობებზე უკვე იყიდება. აღმოსავლეთის ეს გემრიელი ნაყოფი ბავშვებს და უფროსებს ერთნაირად უყვართ. ბევრ ქვეყანაში წვნიანი, მზიანი ნაყოფი უკვე ჩვეულებრივი ზამთრის ტკბილეული გახდა.

მთელმა სამყარომ ხურმა 1855 წელს გაიცნო, როცა ამერიკელმა ადმირალმა მეთიუ პერიმ დასავლეთ იაპონია აღმოაჩინა, რომელიც 200 წელზე მეტი იზოლაციაში იმყოფებოდა. პერი აშშ-ში ხელცარიელი არ დაბრუნებულა. მან ხურმა წამოიღო, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია. ხურმას კიდევ ერთი სახელია დიოსპიროსი, რაც ლათინურად ითარგმნება, როგორც „ღმერთების საკვები“.

ხურმა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხილია. თუ მას რეგულარულად მიიღებთ, ბევრი დაავადების თავიდან აცილებას შეძლებთ. თავისი სასარგებლო თვისებების და მიმზიდველი გარეგნობის მიუხედავად ხურმა არც ისეთი უვნებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

სასარგებლოა თუ არა ხურმა

სასარგებლო თვისებები

1. ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება ორგანიზმზე

ხურმაში შემავალ პოლიფენოლებს, ასევე კატეხინებს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნიათ. კენკრის სასარგებლო შემადგენლობის წყალობით ორგანიზმი გრიპის და ვირუსული დაავადებების სეზონზე შესანიშნავად იკვებება.

ნარინჯისფერი პიგმენტი ბეტა-კაროტინი სასუნთქ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, გართულებებს, კერძოდ ფილტვების ანთებას და ბრონქიტს განვითარებაში ხელს უშლის.

2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს

კალიუმის და მაგნიუმის მაღალი შემცველობის წყალობით ხურმა გულის და სისხლძარღვების ნორმალურ მუშაობას ხელს უწყობს. ეს ნივთიერებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გულის კუნთების ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობენ და მათ ენერგიით ავსებენ. ისინი მიოკარდიუმის შემკუმშველ ფუნქციას არეგულირებენ და ამის გამო შეგიძლიათ ხურმა არითმიის და გულის უკმარისობის ბუნებრივ პროფილაქტიკად მიიჩნიოთ.

3. შარდკენჭოვანი დაავადების დროს

ხურმაში შემავალი მაგნიუმი თირკმლებში კენჭის წარმოქმნის ალბათობას ამცირებს, ორგანიზმიდან ნატრიუმის მარილების გამოდევნას და თირკმლების განტვირთვას ხელს უწყობს. ამ ხილს შარდმდენი და მატონიზირებელი თვისებები გააჩნია.

4. ანემიის დროს

ხურმის რბილობი ამ დაავადების დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ, რადგან რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს. მომავალი დედებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ ორგანიზმს ეს ელემენტი ხშირად აკლიათ.

5. სიმსივნის საწინააღმდეგოდ

ხურმა ახალ წარმონაქმნის ზრდას აფერხებს. ხურმის ნაყოფი ბეტა-კაროტინის მაღალ პროცენტს შეიცავს, რაც ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. ის უჯრედული სტრუქტურის გამანადგურებელ თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.

უკუჩვენება

1. სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი

ხურმა დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ამიტომ მისი მიღება ჭარბი წონის და შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებული არაა.

2. 3 წლამდე ბავშვებში

3 წლამდე ბავშვებს სჯობს ხურმა არ მისცეთ, რადგან ამ ასაკში კუჭის წვენის ნორმალური გამომუშავება ჯერ ჩამოყალიბებული არაა. ამის გამო ხილის ნაწილები და ბოჭკოები შეიძლება შეიკვრას და მუცლის ტკივილი გამოიწვიოს.

3. ალერგია

სპეციალისტები იოდზე მაღალი მგრძნობელობის დროს მის მიღებას არ გირჩევენ. ამ შემთხვევაში სხვადასხვა ფორმის ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. იოდზე ალერგია ხშირად გვხვდება ბავშვებში, თუმცა ზრდასრულ ადამიანში გამოვლენის დროს სიტუაცია მნიშვნელოვნად მძიმდება.

4. კარიესი

ხურმის მოხმარების შემდეგ კბილები ყოველთვის უნდა გაიწმინდოთ ან პირის ღრუ გამოივლოთ, რადგან ორგანული წარმოშობის მჟავების და ტანინების ემალზე ზემოქმედებით კარიესის მაღალი რისკი არსებობს.

5. ნაწლავების მუშაობის დარღვევა

ხურმის მიღებაზე უარი უნდა თქვათ, თუ ნაწლავებსა და კუჭზე ოპერაცია გადაიტანეთ. ხილის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ნაწლავებში უცხო სხეულის, ბეზოარის წარმოქმნა, შედეგად კი ნაწლავების გაუმტარობა და სასწრაფო ოპერაცია გამოიწვიოს.

საქმე იმაშია, რომ ხურმის ქერქი ბევრ ტანინს შეიცავს. ამ მცენარეული წარმოშობის ნივთიერებას მთრიმლავი და შემკვრელი თვისებები გააჩნია. კუჭის სპეციფიკურ გარემოში ტანინებმა შეიძლება ნაწილაკების შეკვრა გამოწვიოს, რომლის გადამუშავებაც არ ხდება.

რედაქციის რჩევა

ტანინები გაყინვის დროს იშლება, ამიტომ გაყინული ხურმა სიმწკლარტეს ბოლომდე იშორებს. თუ ახალ ხილში ძალიან ბევრი ტანინი შედიოდა და უსიამოვნო და მწკლარტე გემო ჰქონდა, გალღობის შემდეგ ხილი ამ ნაკლს სრულად იშორებს. სხვათა შორის, ამ მეთოდით ხურმის გემო უმჯობესდება და უფრო ტკბილი ხდება.

როგორ გავყინოთ ხურმა სწორად

  1. თუ მთლიანი ხურმის გაყინვა გსურთ, ჯერ ნაყოფი გარეცხეთ, შემდეგ კარგად გააშრეთ. თითოეული ხურმა საკვები ცელოფნის რამდენიმე ფენაში გაახვიეთ და საყინულეში ფრთხილად შედეთ.
  2. შეგიძლიათ ხილი ნაჭრებად დაჭრათ, რომ შედეგად ღვეზელების, ფაფის და დესერტების მოსამზადებლად გამოიყენოთ. კონტეინერს ფსკერზე საკვები ცელოფანი დააფინეთ და დაჭრილი ხურმის ნაჭრები დააწყვეთ. ზემოდან თავსახური ან საკვები ცელოფნის რამდენიმე ფენა დააფარეთ.
  3. პიურეს სახით ხურმის გაყინვა ძალიან მოსახერხებელია. ამისთვის ჩაის კოვზით რბილობი ამოიღეთ და დააბლენდერეთ. ჭიქებში ან პლასტმასის ჭურჭელში გადაანაწილეთ. ასე გაყინული ხურმა შეგიძლიათ ცხელ ფაფას დაუმატოთ, ან გაალღოთ და როგორც ახალი დესერტი ისე მიირთვათ.

სახლის პირობებში ახალი ხურმის შენახვა პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ხალხმა ამ ხილის დაკონსერვების უამრავი ვარიანტი მოიფიქრა. ხურმა შეგიძლიათ სამი სახით შეინახოთ: ახალი, გაყინული ან ხმელი. ნებისმიერი მეთოდი აირჩიეთ და ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მთელი წელი უზრუნველყოფილი იქნებით.

ყველაფერი ზომიერად სასარგებლოა. შესაძლო ნაწლავების გაუმტარობის საფრთხის გამო ამ ღირებულ ხილზე უარის თქმა არ ღირს.

ხშირად კითხულობენ, თუ დღეში რამდენი ხურმის ჭამა შეიძლება. ჯანმრთელი ადამიანისთვის 2 ნაყოფი უსაფრთხო ნორმას წარმოადგენს. გარკვეული სიფრთხილე უნდა დაიცვათ: მოუმწიფებელი ხურმის მიღებას მოერიდეთ, ხურმა უზმოზე არ შეჭამოთ, ხურმას ცივი წყალი და რძე არ დააყოლოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს