ნევროლოგი: ხშირად ტერფის ტკივილს შეუფერებელი ფეხსაცმელი იწვევს

382

ნევროლოგი ვლადიმერ ეროხინი ტერფის ტკივილის გავრცელებულ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ფეხის ტკივილი ყოველდღიური მიზეზით, ტრავმით ან დაავადებით გამოწვეული შეიძლება იყოს.

შეუფერებელი ფეხსაცმელი. ტერფის ტკივილს ხშირად შეუფერებელი ფეხსაცმელი იწვევს. ექიმი აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი ატარებს ფეხსაცმელს, რომელიც ტერფის ანატომიურ თავისებურებას არ ითვალისწინებს, ამან ნეგატიური სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს. ზედმეტად უხეში ლანჩა, შეუსაბამო ქუსლი ან ფეხსაცმლის სისრულე, ამ ყველაფერს ტკივილის გამოწვევა შეუძლია.

ზედმეტი დატვირთვა. თუ ფეხზე დიდ დროს ატარებთ, დიდი და ხანგრძლივი დატვირთვის გამო ტკივილი შეიძლება იგრძნოთ.

ტერფების აგებულება. ნევროლოგის თქმით, ტერფის ბევრი არასწორი პოზიცია არსებობს, როგორიცაა დახრილი ტერფი, დაწეული თაღი ან ბრტყელტერფიანობა. მსგავსი თავისებურებები ხშირად იწვევს ძლიერ დაღლილობას და ფეხის ტკივილს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ფეხსაცმლის ლანჩით ადვილად შეგიძლიათ გამოასწოროთ. ექიმი ამატებს, რომ ფეხის აგებულებაში მსგავსი დარღვევები უმეტესად თანდაყოლილია, მაგრამ ტკივილს მხოლოდ ზრდასრულ ასაკში იწვევს მყესების და კავშირების დასუსტების გამო.

ანთება. ტერფის ანთება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, ჭრილობაში ან ნაკაწრში ბაქტერიების მოხვედრით, ართრიტით, რევმატული ან მეტაბოლური დაავადებებით, როგორიცაა პოდაგრა. ამ შემთხვევაშიც ტკივილს გრძნობთ, ხოლო კანი შეწითლებული და შეშუპებულია.

ძვლების, მყესების და კავშირების დაზიანება. ნევროლოგი ყურადღებას ამახვილებს, რომ ძვლების, მყესების ან კავშირების დაზიანება საკმაოდ ადვილია. დაცემა ან სახლში ავეჯზე შემთხვევით დარტყმა საკმარისია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფეხის ამ ნაწილში ტკივილი იგრძნობა.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს