ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების ცუდი ჩვევები

365

ვერძი ქმარი ოჯახში უბედურებაა. როგორც დედაჩემი ამბობდა, ასეთი ხასიათით, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრს მიაღწიო სამსახურში. მაგრამ ვერძთან თანაცხოვრება ზოგჯერ შეიძლება აუტანელი იყოს. ასე საუბრობდა ის მამაჩემზე. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ისინი 30 წელის მანძილზე ერთად იტანჯებოდნენ. ჩემი ქმარი და მისი ცუდი ჩვევები კი – სულ სხვა ამბავია.

ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, რა შემაწუხებელი და ცუდი ჩვევებია დამახასიათებელი ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნისთვის!

ვერძი

ვერძის ლეგენდარული სიჯიუტე ხანდახან ზღვარს გადადის. ასეთ მომენტებში ამ ნიშნის წარმომადგენლები ჯიუტები და აგრესიულები ხდებიან. მაგრამ ეს არ არის ის, რაც ყველაზე ხშირად აღიზიანებს სხვებს.

თუ შფოთვა ნორმალურ ადამიანებში შიშს და სასოწარკვეთას იწვევს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გაიცინოთ ყველაზე სასოწარკვეთილ ვითარებაშიც კი: ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონიაზე, ოფისში სერიოზულ შეხვედრაზე, დღესასწაულის დროს აეროპორტში ჩარჩენის დროს.

რა თქმა უნდა, თქვენ განზრახ არ იცინით. წინააღმდეგ შემთხვევაში ფსიქიატრთან გასაუბრება მოგიწევდათ. ვერძისთვის სიცილი არის არაცნობიერი რეაქცია შფოთვაზე. სამწუხაროდ, სხვების თვალში ასეთ მომენტებში საკმაოდ ცუდად და შემაწუხებლად გამოიყურებით. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს სულელური ჩვევაა.

კურო

ერთი შეხედვით, წვრილმანების შეგროვება და გულისთვის ძვირფასი ნივთების შენახვის ჩვევა სრულიად უვნებელია გარშემომყოფებისთვის, თუმცა კუროს ოჯახის წევრები და მეგობრები ამას არ დაეთანხმებიან. ისინი მათ უსარგებლო ნივთების შემგროვებლებად თვლიან.

ულამაზესი ჭიქა მოტეხილი სახელურით, მაგნიტების კოლექცია, 2012 წლის მოდის ჟურნალი… ამ ყველაფრის ადგილი ნაგავსაყრელზეა. და თუ ამ ჩვევას უწესრიგობის მიმართ გულგრილობა დაემატება, გარშემომყოფების გაღიზიანება სრულიად გამართლებულია.

თუ თქვენი ბინა ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გადაჭედილი „სამახსოვრო“ ნივთებით, რომლებიც „შეიძლება ოდესმე გამოგადგეთ“, უთხარით მადლობა თქვენს ოჯახს. ბოლოს და ბოლოს, ისინი თქვენ გიგებენ. და არ დაიმშვიდოთ თავი იმ ილუზიით, რომ ამ ყველაფერს სხვები არ ხედავენ.

ტყუპები

იცით, რა განსხვავებაა „მხიარულ მოსაუბრესა“ და „მომაბეზრებელ ტრაბახას“ შორის? პირველი სიტუაციის განმუხტვის მიზნით ლაპარაკობს, მეორე კი უსარგებლოდ, რაც დიდად აღიზიანებს გარშემომყოფებს.

ამ მხრივ ტყუპებს ვერავინ შეედრება. თქვენ შეგიძლიათ გაუჩერებლად ისაუბროთ, თემიდან თემაზე გადახტეთ, როგორც ბაყაყი წყლის შროშანებს შორის. ახალი ამბები, ამინდი, სპორტი… არ არსებობს სფერო, რომელზეც სათქმელი არ გექნებათ.

კარგ ხასიათზე მყოფი ადამიანი ტყუპების ლაპარაკმა შეიძლება გაამხიარულოს, მაგრამ დანარჩენებთან კონფლიქტები შეექმნება.

კირჩხიბი

კირჩხიბები თავს უზომოდ ინტელექტუალურ, ჩაკეტილ და განსაკუთრებულ ადამიანებად თვლიან. მიუხედავად ამისა, მათთან კომუნიკაციას ხშირად თან ახლავს თანამოსაუბრეების მთქნარება. მათ თვლიან მოსაბეზრებელ ადამიანებად, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ.

იქნებ თქვენ გარშემომყოფებს არასწორ ფაქტებს უზიარებთ, რომლებიც მათ არ აინტერესებთ? სცადეთ გადახვიდეთ პოპულარულ თემებზე. როგორც კი შეძლებთ ხალხის ყურადღების მიპყრობას, თქვენს ირგვლივ მოწყენილობის აურა გაიფანტება.

ლომი

ღირს თუ არა, რომ სარკეების სიყვარული ჩაითვალოს ცუდ ჩვევად? ალბათ ღირს, რადგან მათი არარსებობის შემთხვევაში ლომები სხვების შეწუხებას იწყებენ კითხვებით. „დღეს კარგად გამოვიყურები?“, „ეს ვარცხნილობა უცნაურად არ გამოიყურება?“ ისინი უცხო ადამიანებსაც კი აღიზიანებენ.

რა თქმა უნდა, ლომებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი ყველაზე ლამაზ ყვავილად იგრძნონ ყვავილნარში, მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი ქედმაღლობა და საკუთარი პიროვნებისადმი გაზრდილი ყურადღება სხვებს აღიზიანებს.

ქალწული

ლომებისგან განსხვავებით, ქალწულებს არ აქვთ მაღალი თვითშეფასების პრობლემა. მეტიც, ისინი ყოველთვის მზად არიან საკუთარ თავში ეძებონ გარკვეული ხარვეზები და წარუდგინონ საზოგადოებას. კონსტრუქციული კრიტიკა ქალწულებისთვის თანაბარი სიამოვნებისა და სტრესის მომტანია.

რასაკვირველია, თვითგვემის ასეთი თავდასხმები მხოლოდ პირველ ხანებში იწვევს სხვების სიბრალულს და თანაგრძნობას. ისინი ვინც თქვენს მავნე ჩვევებს ყოველდღიურად ხვდებიან, დამიჯერეთ, უკვე ზღვარზე არიან.

სასწორი

საყვარელი, უბრალო ადამიანის იმიჯის დევნაში სასწორმა დაკარგა თავისი ნამდვილი სახე. იმის გამო, რომ ყველასთან დამეგობრება უნდოდა, მას არ აღმოაჩნდა ნამდვილად ახლო მეგობარი. მათი ქათინაურები კი ახლა ჩვეულებრივ ამბად ითვლება.

ალბათ, საყვარელ იმიჯს არ შეიძლება ეწოდოს ცუდი ჩვევა, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც აღიზიანებს სხვებს სასწორში. ვერავინ იგებს, მართლა აფიქსირებთ თქვენს აზრს, თუ უბრალოდ გინდათ, რომ ასიამოვნოთ ადამიანს.

მორიელი

უფრო პირდაპირ ადამიანს ვერ იპოვით და ეს არ არის ქათინაური. მორიელს აქვს სიმართლის შეურაცხყოფით თქმის ნიჭი, ვარდისფერი სათვალეების გატეხვით და ზოგჯერ თანამოსაუბრესთან მეგობრობის შეწყვეტით.

ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ცინიკურები არიან სამყაროს შესახებ წარმოდგენებში და სარკასტულები არიან თავიანთ განცხადებებში. სუსტი ხასიათის ადამიანებისთვის ჯობია, არ ჰქონდეთ თქვენთან ურთიერთობა. საუბრისას თქვენ უსირცხვილოდ ამთქნარებთ და თვალებს ატრიალებთ. თითქოს არასოდეს გსმენოდეთ ბანალური ზრდილობის შესახებ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანთან კომუნიკაციის მთავარი პრობლემა მათი შინაგანი ცენზურის ნაკლებობაა. ამ ნიშნის წარმომადგენლები არც ისე ბევრს ლაპარაკობენ (ტყუპების მსგავსად) და არც ისე შეურაცხმყოფლად (როგორც მორიელი), მაგრამ დაუფიქრებლად.

მაგალითად, მშვილდოსანს შეუძლია ადვილად უთხრას თავის ამჟამინდელ პარტნიორს, რამდენად კარგი იყო მისი ყოფილი. ამაში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია, მაგრამ დამეთანხმებით, რომ დელიკატურობა აკლია. პირველ ხანებში, ხასიათის ეს თვისება დამაბნეველია, მოგვიანებით კი გამაღიზიანებელი.

თხის რქა

ალერგია სიახლეზე – თხის რქის მთავარი შემაშფოთებელი ხასიათის თვისებაა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ოდნავი სურვილიც არ აქვთ იცოდნენ, რა მშვენიერი სკვერი გაიხსნა მეზობელ ქალაქში ან როგორია ბრმად წასვლა პაემანზე. ცხოვრება მშვენიერია, როგორიც არის, ყოველგვარი სიახლეების გარეშე.

თქვენი ახლობლები დაუღალავად ცდილობენ სიახლის შემოტანას თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ მათი მოთმინება შეიძლება ამოიწუროს. ამ შემთხვევაში თხის რქა არამარტო ახალს არ შეიცნობს, არამედ ძველსაც დაკარგავს.

მერწყული

მერწყულებს ახასიათებთ აკვიატებები. ისინი ძალიან სწრაფად აღელვდებიან რაღაცით და შეუძლიათ მასზე ფიქრი კვირების განმავლობაში. მაგრამ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ისინი იშვიათად წყვეტენ. თუ ვინმესთან არ წამოსცდებათ. ამ შემთხვევაში უკან დახევა უკვე გვიანია.

იგივე ეხება უარყოფით იდეებს: „ქმარი ვახშამზე აგვიანებს? ეს ნიშნავს, რომ მას საყვარელი ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ ის მალე დატოვებს ოჯახს. ეს ნიშნავს, რომ ის გადაიხდის ალიმენტს. მას ახალი სამსახურის შოვნა მოუწევს. ოჰ, აი, ისიც მოვიდა! ”

თევზები

ვერ იპოვით ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც სამყაროს უფრო რეალისტურად უყურებს, ვიდრე თევზები. ამ ნიშნის წარმომადგენლები არ ცდილობენ ფანტაზიით მიუდგნენ საკითხებს, არ მოსწონთ ფანტასტიკური ფილმები და უკიდურესად იშვიათად უკითხავენ ბავშვებს ზღაპრებს ძილის წინ. სიმართლეს ხომ მხოლოდ გაზეთებში წერენ!

სამყაროს ასეთი ნაცრისფერი ხედვა, რომელიც ესაზღვრება დეპრესიას, თავიდან გაშინებს. გარშემომყოფები ნერვიულობენ იმაზე, თუ როგორ დაგეხმარონ. მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ეს თევზებისთვის დამახასიათებელია და გარშემომყოფები იწყებენ გაღიზიანებას.