როცა უსიამოვნებას გრძნობთ, ნემსი ჩაარჭეთ ამ მცენარეს. მტრები თავისით გაიქცევიან

10285

როცა აქტიური, მოვლენებით სავსე ცხოვრებით ცხოვრობთ, შურიანი ხალხი ყოველთვის გამოჩნდება. მაშინაც კი, თუ ცდილობთ ყველას კეთილგანწყობა მოიპოვოთ და სასიამოვნო ადამიანი იყოთ. ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს თქვენი მშვიდობისმოყვარეობა და კეთილმოსურნეობა. ნებით თუ უნებლიეთ ვიღაცასთან მტრობაში შეიძლება აღმოჩნდეთ. ადამიანმა შურისა და ბოროტების გამო ბინძური ფანდები შეიძლება დაგიგოს. თუ ვიღაცის მხრიდან ნეგატიურ გავლენას გრძნობთ, მტერი აუცილებლად უნდა დასაჯოთ.

მტრის დასჯა

დასასჯელად ამ ადამიანის მეთოდები არ გამოიყენოთ. თქვენს გარშემო დამცავი ბარიერი შექმენით, რომ მისმა ნეგატივმა თქვენზე ვერ იმოქმედოს, რომ ყველაფერი ცუდი, რის გაკეთებას თქვენთვის ცდილობს, დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანისგან დაცვა მეტ ძალას, დროს და ენერგიას წაგართმევთ.

სხვების უკეთურება ადამიანს ცხოვრებასა და განვითარებაში, სრულყოფილებაში ხელს უშლის. სწორედ ამიტომ, ასეთი ადამიანი უნდა ჩამოიშოროთ. მეორეც, თქვენს ცხოვრებაში და ენერგიაში ჩარევისგან დამცავი სისტემა უნდა შექმნათ.

ამ მარტივი პრაქტიკით თავს დაიცავთ, ყველა ნეგატიური გზავნილი გვერდს აგივლით. ყველაფერი ცუდი, რასაც მტერი გიგზავნით, სიცარიელეში დაიშლება. საკუთარ ბედნიერებაზე და ჰარმონიაზე კონცენტრირებას შეძლებთ.

გააგრძელოთ თქვენი საქმე და გამოიყენოთ ძალა არა თავდაცვისთვის, არამედ რაღაც კარგის შესაქმნელად. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, სამკერვალო მასალების მაღაზიაში ახალი ნემსის შეძენაა. ასეთი ნემსი სიმბოლო იქნება მთელი იმ ბოროტების, რომელიც მტერმა გამოგიგზავნათ.

როგორ ჩავატაროთ რიტუალი

რიტუალი ნებისმიერ მოსახერხებელ დროს შეგიძლიათ ჩაატაროთ. მთვარის ნებისმიერ ფაზაში დღის საათებში. აიღეთ ახალი ნემსი და უახლოეს პარკში ან ტყეში სასეირნოდ წადით. ნებისმიერი ადგილი, სადაც ხე და ბუჩქი იზრდება, შესაფერისია.

ბუნებაში სეირნობისას მკვდარი გამხმარი ხე იპოვეთ. ეს შეიძლება იყოს ბუჩქი ან ნებისმიერი ხის ძველი კუნძი. მთავარია,  მასზე ცოცხალი ყლორტი და ტოტი აღარ იყოს. როცა ასეთ მკვდარ ხეს შეარჩევთ, ნემსი ჩაარჭეთ. თან თქვით შემდეგი სიტყვები: „მტრის ბოროტება გვერდს ამივლის, მკვდარ ხეში ჩალპება“.

შემდეგ სადმე ახლომახლო აუცილებლად დატოვეთ საჩუქარი ტყის სულებისთვის. ეს შეიძლება იყოს პურის ნატეხი, ორცხობილა, ხილი. სახლში დაბრუნდით. მაშინვე სახე და ხელები ცივი წყლით დაიბანეთ. რიტუალის სიტყვები კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ასე თქვენს გარშემო ბარიერს შექმნით, რომელიც ბოროტებისგან დაგიცავთ. ამ დაცვას ტყის ძალა მხარს დაუჭერს და ბევრად გაძლიერდება.

რიტუალის შემდეგ სხვისი ნეგატიური გზავნილები გვერდს აგივლით. მაშინვე დალპება, როგორც კი ბოროტებას გისურვებენ. ვიმედოვნებთ, რიტუალი დაგეხმარებათ გაძლიერებაში, სხვისი შურისა და ბოროტებისგან დაცვაში.

ამ მარტივი მეთოდით შეძლებთ საკუთარი თავი დაიცვათ წლები ან, შესაძლოა, მთელი ცხოვრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს