ხავერდა: 100 დაავადებისგან სამკურნალო შინაური წამალი, რომელიც ნებისმიერ კლუბმში შეგიძლიათ იპოვოთ

2714
ხავერდა: 100 დაავადებისგან სამკურნალო შინაური წამალი, რომელიც ნებისმიერ კლუბმში შეგიძლიათ იპოვოთ
ხავერდა: 100 დაავადებისგან სამკურნალო შინაური წამალი, რომელიც ნებისმიერ კლუბმში შეგიძლიათ იპოვოთ

ქალაქის მწვანე ზოლებში, ეზოს ბაღებსა და მრავალ სართულიანი ბინების აივანზე ივნისიდან ყინვების დაწყებამდე შეგიძლიათ მზიანი, უპრეტენზიო ხავერდას ყვავილები დაინახოთ.

ამ ყვავილის სამშობლო მზიანი მექსიკაა, ხოლო ევროპაში კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ესპანელმა კონკისტადორებმა შემოიტანეს. ამ მცენარეს თავიდან „აფრიკულ ყვავილსაც“ კი უწოდებდნენ.

ბრიტანელებმა მას „წმინდა მარიამის ოქრო“ უწოდეს. სახელი მომდინარეობს ქრისტიანული ტრადიციიდან, როცა ქალწული მარიამის ხატს ხავერდას ყვავილებით რთავდნენ, რომელიც სიმბოლურად ოქროს მონეტებს წარმოადგენდა.

ლეგენდის მიხედვით, იოსების და მარიამის ეგვიპტეში გაქცევის დროს, მათ ქურდები დაედევნათ. როცა ქურდებმა საფულე წაართვეს, ოქროს მონეტების ნაცვლად ხავერდის ყვავილები გადმოცვივდა.

ლეგენდა ლეგენდად დარჩეს, მაგრამ ამ მოკრძალებული მცენარის სამკურნალო თვისებების გამო ნამდვილად შეიძლება ოქრო ვუწოდოთ. ცოტამ თუ იცის, რომ ეს ყვავილები სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს, ბაღის მცენარეებს მავნებლებისგან იცავს, კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში ფართოდ გამოიყენება.

ხავერდა სამკურნალო

ხალხურ მედიცინაში ყვავილების წყლის ნაყენს იყენებენ, როგორც შარდმდენ, ოფლმდენ და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ხავერდის ჩაი დიარეას და კუჭის კოლიკის  სამკურნალოდ იყენებდნენ.

მექსიკელი ინდიელები ხავერდას ნაყენს მეძუძურე დედებში ლაქტაციის გასაზრდელად და რევმატიული ტკივილების შესამცირებლად იყენებდნენ. ინდოეთში ახალ დაწურული ფოთლების წვენს ეგზემას სამკურნალოდ იყენებდნენ.

თანამედროვე მეცნიერება ხავერდას სამკურნალო თვისებას ადასტურებს. აღმოჩენილი იქნა რომ ის ღვიძლის და თირკმლის გაჯანსაღებას ხელს უწყობს, ხოლო ანთებითი პროცესის დროს ტკივილს აქრობს. ხავერდას ნაყენი ნივთიერებათა ცვლის პროცესს არეგულირებს და იმუნიტეტს აძლიერებს.

შაქრიანი დიაბეტის ადრეულ სტადიაზე მას სისხლში შაქრის დონის შემცირება შეუძლია და პანკრეასის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. ამ მცენარის ყვავილი შეიცავს კაროტინოიდს, რომელიც კატარაქტის რისკს ამცირებს.

ხავერდათი გაკეთებული თავის გვირგვინი ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენს. მას თავზე ქალწულს ადგამდნენ, რომ ბიჭს ნიშანი მისცეს: რომ საყვარელმა ადამინმა მისკენ მიმავალი გზა არ დაივიწყოს და ყოველთვის მისი ერთგული იყოს. ითვლებოდა, რომ ყვავილი სიყვარულის ინტერესსა და ვნებას ზრდის.

ასე რომ, ხავერდას ნაყენის დალევის კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ. სხვათა შორის, შეგიძლიათ კომპოტებს და კისელს დაუმატოთ, ასე არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ გემრიელ სასმელს მიიღებთ.

ხავერდის გამოყენება ხალხურ მედიცინაში

1.ფიტოჩაი მხედველობის გასაუმჯობესებლად

0,5 ლ ჩაიდანში 1 ჩ/კ მწანე ჩაი, 2 ყვავილი ხავერდა, 3 ყვავილი კალენდულა, 2 ფოთოლი ჭინჭარი, 1 ახალგაზრდა მიწავაშლას ფოთოლი და 2 ღერო პიტნა.

ჩაიდანს მდუღარე დაასხით და პირსახოცი 30 წუთით დააფარეთ. ჩაი დღის განმავლობაში დალიეთ, ჭიქა წყალში გახსენით. დარჩენილით დილით თვალები გაიწმინდეთ.

ხავერდის ყვავილი მხედველობას კარგად აძლიერებს, რადგან კაროტინოიდ ლიუტეინს შეიცავს, რომელზეც მხედველობის ხარისხი და სიმკვეთრე არის დამოკიდებული. მხედველობის გასაუმჯობესებლად გირჩევთ 1 თვის განმავლობში, ყოველდღე 3 ახალი ყვავილი მიიღოთ. ბავშვებისთვის დოზა 1 ყვავილამდე შეამცირეთ.

2.ღვიძლის გასაუმჯობესებლად

ხავერდის 5 ყვავილს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 3 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. გადაწურეთ. ჭამამდე, დილა-საღამოს 250 მლ დალიეთ. მკურნალობის კურსი 1 თვე, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

3.პარაზიტების საწინააღმდეგოდ

ორგანიზმის პარაზიტების დაზიანების დროს ხავერდას ყვავილები შესანიშნავად დაგეხმარებათ. სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად 1 ს/კ ახალი მცენარის ყვავილს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით. ამის შემდეგ თავდახურული დააყენეთ, სანამ ბოლომდე გაგრილდება და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 2 ს/კ. მკურნალობის კურსი 2 კვირა.

4.შაქრიანი დიაბეტის და პანკრეასის დაავადების დროს

შაქრიანი დიაბეტის დროს 50 ცალ ხავერდის ყვავილს 500 მლ არაყი დაასხით და 1 კვირით ბნელ ადგილას დააყენეთ. მიღეთ ჭამამდე 1 ჩ/კ, დღეში 3-ჯერ.

პანკრეასის დაავადების დროს ხავერდის ნაყენის მიღება მდგომარეობას გააუმჯობესებს, ანთებას და შეშუპებას მოგიხსნით, ასევე ფერმენტის გამომუშავებას დაარეგულირებს.

5.გაციების და ჰაიმორიტის დროს

სუნთქვის შემსუბუქებას ინჰალაციის დახმარებით შეძლებთ. ჩაის დასაყენებელ პატარა ჩაიდანში 5 ხავერდის ყვავილი ჩადეთ და მდუღარე დაასხით. ჩაიდანი შეფუთეთ და 5 წუთით დააყენეთ. პირით შეისუნთქეთ ჰაერი და ცხვირით გამოუშვით. როცა ცხვირით თავისუფლად სუნთქვას შეძლებთ, ცხვირით შეისუნთქეთ და პირით ამოისუნთქეთ.

6.ნერვოზის დროს

ხავერდის ყვავილების აბაზანა ნერვულ სისტემას ამშვიდებს, სტრესულ სიტუაციაში დაგეხმარებათ, შფოთვას მოგიხსნით, სულიერ მდგომარეობას აღადგენს. რეკომენდებულია ნერვოზის, დეპრესიის, თავდაუჯერებლობის და გაფანტულობის დროს.

7.სისხლძარღვების კედლების გასაძლიერებლად

2 ს/კ ხავერდის ყვავილს და 1 ჩ/კ ქაფურას ყვავილს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 20 წუთით თავდახურული დააყენეთ. დალიეთ 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ. ჭამამდე.

როგორც უკვე ვწერდით, ხავერდა კულინარიაში ფართოდ გამოიყენება, ქართული სამზარეულო წარმოუდგენელია იმერული შაფრანის გარეშე, რომელიც გამომშრალი ხავერდას ყვავილებია.

ქართველებისგან ხშირად მოისმენთ, რომ საცივი და ხარჩო ამ სანელებლის გარეშე წარმოუდგენელია. იმერული შაფრანი აუცილებელ ინგრედიენტს წარმოადგენს. არომატი ძალიან სპეციფიკურია, რომელსაც თან ხილის ნოტების სურნელი დაკრავს.

რედაქციის რჩევა

ხავერდის ყვავილების დახმარებით შეგიძლიათ კარადებში ობის მოშორება შეძლოთ. თუ ბუნებაში დასვენების დროს კოღოები გაწუხებენ, რამდენიმე ხავერდას ყვავილი მოწყვიტეთ და ცეცხლში ჩააგდეთ, კვამლის სუნი მწერებს გაანადგურებს.

კვერცხის გული რომ ძალიან მკვეთრი ყვითელი ფერის გამოვიდეს, ეს მცენარე ქათამს საკვებად დაუმატეთ. ბორშის ფერი და სურნელი რომ გაჯერებული იყოს, ქვაბში რამდენიმე ხავერდის ფოთოლი დაამატეთ.